წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 14428 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ბენზინის ოქტანური რიცხვიავტომობილის ძრავში ბენზინის წვა, რთული ფიზიკო-ქიმიური და ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულებასთან.

პირველ რიგში გასათვალისწინებელია კარბურაცია - ბენზინისა ჰაერთან შერევა.

თუ საწვავის ნაზავი ღარიბია, ანუ მასში მეტი ჰაერი და ნაკლები ბენზინია, მაშინ ავტომობილის ძრავში წვის ტემპერატურა და შესაბამისად  მუშა სხეულის, ანუ წვის პროდუქტის ტემპერატურა იკლებს.

ავტომობილის შიგა წვის ძრავის ეფექტურობა კი სწორედ სამუშაო პროცესის საწყის და საბოლოო ეტაპზე, მუშა სხეულის (წვის პროდუქტის) ტემპერატურის ცვლილებაზეა  დამოკიდებული.

ეს თერმოდინამიკის აუცილებელი მოთხოვნაა. გარდა ამისა ღარიბ საწვავის ნაზავზე მუშაობისას, იკლებს ძრავის სიმძლავრე.

საუკეთესო ვარიანტია, რომ საწვავის ნაზავი დაიწვას საწვავის მინიმალური დანახარჯით, თუმცა ამავდროულად აუცილებელია წვის პროცესი იყოს თანაბარი  და გამოირიცხოს მისი ფეთქებადი ხასიათი. ეს გამორიცხავს დეტონაციის (ძიგძიგის) რისკს.

საწვავის ხარისხი მთელს მსოფლიოში განისაზღვრება მონაცემით, რომელსაც ოქტანურ რიცხვის სახელითაა ცნობილი. ოქტანური რიცხვი არის მონაცემი, რომელიც განსაზღვრავს ბენზინის დეტონაციურ მდგრადობას.

რაც უფრო მაღალია ბენზინის ოქტანობა, მით უფრო მეტია მდგრადობა დეტონაციის მიმართ და, შესაბამისად მაღალია ძრავის შეკუმშვის შესაძლო ხარისხი, რაც ხელს უწყობს მის სიმძლავრესა და ეკონომიურობას. 

 

ოქტანური რიცხვის განსაზღვრის მეთოდები

 

ბენზინის ოქტანური რიცხვის განსაზღვრის მეთოდებიოქტანური რიცხვის განსაზღვრისათვის არსებობს შემდეგი მეთოდები:

მოტორული მეთოდი - მეთოდის არსია ერთდგუშიან ძრავზე დეტონაციის განსაზღვრა საკმაოდ დაძაბული მოძრაობის იმიტაციისას.

ამიტომ, ასეთი განსაზღვრის დროს, ოქტანური რიცხვი მცირედით დაბალია.

კვლევითი მეთოდი - მეთოდის გამოყენება ხორციელდება აგრეთვე ერთგუშიან ძრავზე, მაგრამ დაძაბული მოძრაობის იმიტაციის გარეშე.

ასეთი განსაზღვრის დროს, ზოგჯერ ოქტანური რიცხვი მცირედით მაღალია.

ქრომატოგრაფიული მეთოდი - ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც სხვა მეთოდების დანამატი, რეგლამენტირებული მინარევების შემადგენლობის (მაგალითად ბენზოლი) გამოვლენის მიზნით.

პორტატული მოწყობილობები - ოქტანობის რიცხვის განსაზღვრისათვის, სულ უფრო ხშირად გამოიყენება წიგნის ზომის პორტატული მოწყობილობები, რათა პროდუქციის (ბენზინის) ხარისხის განსაზღვრა მოხდეს ლოკალურად, მათი გამოყენების ადგილებზე.

ბენზინი საკმაოდ ხშირად ხდება არასტაბილური, ანუ დროთა განმავლობაში იცვლის ოქტანურ რიცხვს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ავტომობილების მომხმარებლისთვის, რომლებიც გამოიყენებენ 95 ან 98 ოქტანობის ბენზინს, რადგან ოქტანური რიცხვის შემცირებამ 0,5 სიჩქარით, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტომობილს.

ამიტომ ბენზინის ჩასხმის დროს აირჩიეთ ისეთი მომწოდებელი, რომელთანაც კონტროლი და გარანტიის ხარისხი შესაბამის დონეზე დგას.

დეტონაციური თვისების შეფასება ხდება ოქტანური რიცხვით, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრება ორი მეთოდით: კვლევითი და მოტორული მეთოდებით. როგორც წესი, ბენზინის მარკაში ოქტანობის გარდა უთითებენ მეთოდს, რომლითაც ის არის განსაზღვრული. 

ციფრები ოქტანურ რიცხვში A და AI  ნიშნავს, რომ:

A - ოქტანობა იზომება მოტორული მეთოდით, 

AI - ოქტანობა იზომება კვლევითი მეთოდით.

 

კვლევითი მოტორული ოქტანური ინდექსი სავაჭრო დასახელება
 А-80  A-76 78 სტანდარტი
 АI-91     A-82,4 86,7 რეგულარი
 АI-92  A-83  87,5 რეგულარი
 АI-95  A-85 89 რეგულარი
 АI-93  A-87 91 პრემიუმი
 АI-98 A-89 93,5 სუპერი

 

 

საავტომობილო ბენზინი

 

საავტომობილო ბენზინი А-72

Low octane motor gasoline

საავტომობილო, არაეთილირებული დაბალი ხარისხის ბენზინი, ტყვიის არაუმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობით. შეიცავს თერმული და კატალიტური კრეკინგის, პიროლიზისა და კოქსირების პროდუქტებს, ანტიმჟანგავ ნაერთებს.

სიმკვრივის ნორმირება არ ხდება, ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - A-72. კვლევითი მეთოდით მისი ნორმალიზება არ ხდება.

 

საავტომობილო ბენზინი А-76

Low octane motor gasoline

საავტომობილო, არაეთილირებული დაბალი ხარისხის ბენზინი, შეიცავს თერმული და კატალიტური კრეკინგის, პიროლიზისა და კოქსირების პროდუქტებს, ანტიმჟანგავ და ანტიდეტონაციურ ნაერთებს.

А-76 -ს აწარმოებენ ეთილირებულს (ყვითელი ფერის), ტყვიის არაუმეტეს 0,017 გ/ლ შემცველობით და არაეთილირებულს (უფერო) ტყვიის არაუმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობით. სიმკვრივის ნორმირება არ ხდება.

ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - A-76, კვლევითი მეთოდით მისი ნორმალიზება არ ხდება, მაგრამ ჩვეულებრივ 80 -თან მიახლოებულია.

 

საავტომობილო ბენზინი А-80

Low octane motor gasoline

საავტომობილო, ნორმალური ხარისხის ბენზინი, შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. აწარმოებენ ეთილირებულს, ტყვიის არა უმეტეს 0,15 გ/ლ შემცველობით და არაეთილირებულს ტყვიის არაუმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობით. გოგირდის შემცველობა არაუმეტეს 0,05%, სიმკვრივე არა უმეტეს 0,755 გ/სმ А-803.

ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 76, კვლევითი მეთოდით - 80. ფაქტიურად ეს არის А-76 -ზე მცირედით გაუმჯობესებული ბენზინი

 

საავტომობილო ბენზინი А-92

Regular motor gasoline

საავტომობილო, ნორმალური ხარისხის ბენზინი, შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. აწარმოებენ ეთილირებულს, ტყვიის არა უმეტეს 0,15 გ/ლ შემცველობით და არაეთილირებულს ტყვიის არა უმეტეს  0,013 გ/ლ შემცველობით. გოგირდის შემცველობა არა უმეტეს 0,5%, სიმკვრივე არა უმეტეს 0,77 გ/სმ А-923.

ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 83, კვლევითი მეთოდით - 92. 

 

საავტომობილო ბენზინი АI-91

AI-91 regular motor gasoline

საავტომობილო, ნორმალური ხარისხის ბენზინი, შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს, აწარმოებენ არაეთილირებულს (უფერო), ტყვიის არა უმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობისა. გოგორდის შემცველობა არა უმეტეს 0,1%.სიმკვრივის ნორმირება არ ხდება.

ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 82,5, კვლევითი მეთოდით - 91.

 

საავტომობილო ბენზინი АI-93

AI-93 regular motor gasoline

საავტომობილო, ნორმალური ხარისხის ბენზინი. ეთილირებულ АI-93 - ს ამზადებენ მსუბუქი რეჟიმის კატალიტური რიფორმინგის საფუძველზე, ტოლუოლისა და ალკილბენზინის დამატებით. არაეთილირებულ АI-93  -ს ამზადებენ უხეში რეჟიმის კატალიტური რიფორმინგის საფუძველზე, ალკილობენზინის, იზოპენტანის და ბუტან-ბუტანური ფრაქციის დამატებით. შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს.

АI-93 მზადდება ეთილირებული (ნარინჯისფერ-მოწითალო ფერის), ტყვიის არა უმეტეს 0,37 გ/ლ შემცველობისა და არაეთილირებული (უფერო), ტყვიის არა უმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობისა. გოგირდის შემცველობა არა უმეტეს 0,1%. სიმკვრივე არ ნორმირდება. ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 85, კვლევითი მეთოდით - 93.

 

საავტომობილო ბენზინი АI - 95

AI-95 premium motor gasoline

საავტომობილო, გაუმჯობესებული ხარისხის ბენზინი, ამზადებენ იზოპარაფინული და არომატული კომპონენტების შემცველი მსუბუქი, დისტილირებული (გამოხდილი) ნედლეულის კატალიტური კრეკინგის საფუძველზე და გაზის ბენზინის დამატების საფუძველზე. შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს.

АI-95 - ს აწარმოებენ არაეთილირებულს (უფეროს), ტყვიას შეიცავს არა უმეტეს 0,013 გ/ლ. სიმკვრივე არ ნორმირდება. ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 85, კვლევითი მეთოდით - 95.

 

საავტომობილო ბენზინი АI-95 »ექსტრა»

AI-95 Extra premium motor gasoline

საავტომობილო, გაუმჯობესებული ხარისხის ბენზინი, ამზადებენ იზოპარაფინული და არომატული კომპონენტების შემცველი მსუბუქი, დისტილირებული (გამოხდილი) ნედლეულის კატალიტური კრეკინგის საფუძველზე და გაზის ბენზინის დამატების საფუძველზე. შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. 

АI-95 - ს აწარმოებენ არაეთილირებულს (უფეროს), ტყვიას არ შეიცავს. სიმკვრივე არა უმეტეს 0,720 გ/სმ3, გოგირდის შემცველობა არა უმეტეს 0, 05%, ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 85, კვლევითი მეთოდით - 95.

 

საავტომობილო ბენზინი АI-98

AI-98 super premium motor gasoline

საავტომობილო, მაღალხარისხიანი ბენზინი, ამზადებენ იზოპარაფინული და არომატული კომპონენტების შემცველი მსუბუქი, დისტილირებული (გამოხდილი) ნედლეულის კატალიტური კრეკინგის საფუძველზე. არაეთილირებულია, ტყვიას არ შეიცავს.

ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 88, კვლევითი მეთოდით - 98.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ბენზინის მარკებს სხვადასხვა დასახელებები გააჩნია:

Italian Grade motor gasoline

 

german Grade motor gasoline

 

unleaded midgrade motor gasoline

 

ბენზინის ოქტანობაunleaded motor gasoline (91RON,92RON,95RON)

 

leaded motor gasoline (97RON)

 

winter grade motor gasoline

 

summer grade motor gasoline

 

და ა.შ

 

იხილეთ: ყველაფერი ბენზინის შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura