წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 32110 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 


მარიხუანას მოხმარების სამედიცინო ასპექტებიამერიკელი და ევროპელი მეცნიერების მრავალრიცხოვანი გამოკვლევები იძლევა იმის მტკიცებულებას, რომ  კანაბისის (კანაფის) მოხმარების ჩვევა, თვით ყველაზე მძიმე ფორმებშიც კი, ვერ შეედრება ალკოჰოლის ბოროტად მოხმარების დამანგრეველ შედეგებს.

მისი შედარება უფრო ნიკოტინისადმი დამოკიდებულებასთან შეიძლება. ამ შემთხვევაშიც არჩევანი სულაც არ  არის თამბაქოს სასარგებლოდ. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ კანაფის პროდუქტების ხანგრძლივი მოხმარება, იწვევს თამბაქოს მომხმარებელთათვის დამახასიათებელ ტიპიურ დაავადებებს, როგორიცაა - ფილტვების კიბო, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, გასტრიტი, სტენოკარდია და ა.შ.

კანაბისის ფისისთვის დამახასიათებელია ამოსახველებელი და სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტები. ამიტომ ძველთაგანვე კანაფისგან მზადდებოდა ასთმისა და შაკიკის სამკურნალო საშუალებები.

არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, რომელიც ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობასა და  რეპროდუქციულ უნარს, კანაფის ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში?

ამერიკულ სამეცნიერო გამოცემაში ”მარიხუანა-მითები და ფაქტები”, რომელიც გამოვიდა 1997 წელს (Lindesmith Center N.Y.), შეტანილია ყველა ცნობილი გამოკვლევის შედეგები, რომელიც შეისწავლიდა კანაფის ზემოქმედებას: ადამიანის ფსიქიკაზე, მეხსიერებაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, სხვადასხვა ორგანოებისა და ტვინის მუშაობაზე, სისხლის შემადგენლობაზე, იმუნურ სისტემაზე, სასქესო ჰორმონებზე, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციებზე.

მარიხუანა და მედიცინაწიგნის ავტორები არიან: ლინ ზიმერი - ნიუ-იორკის სამოქალაქო უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯის სოციოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკისა და ნარკოტიზმის პროფილაქტიკის წამყვანი სპეციალისტი და ჯონ მორგანი - ფიზიკოსი, ნეიროფიზიოლოგი, ფარმაკოლოგიის პროფესორი იმავე უნივერსიტეტში, სამეცნიერო სტატიების ავტორი მიკრობიოლოგიაში. წიგნში საუბარია შემდეგზე:

არ არსებობა მტკიცებულება იმისა, რომ მარიხუანა შეიძლება გახდეს მამაკაცებსა და ქალებს შორის უნაყოფიბის მიზეზი.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად, კანაფის დიდი დოზა  ამცირებდა ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამოყოფის პროცესს და შეეძლო დაერღვია ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქცია, თუმცა მრავალრიცხოვანი კვლევებმა, რომელიც ტარდებოდა მარიხუანის მწეველ ადამიანებზე, აჩვენა, რომ მარიხუანა არ აყენებს დარტყმას სასქესო ჰორმონებს.

ხოლო თუ შეიმჩნეოდა კიდეც გარკვეული დარღვევები, ისინი ატარებდა დროებით, ზომიერ, შექცევად ხასიათს და არ იწვევდა რეპროდუქციული ფუნქციების  შესამჩნევ ცვლილებებს.

არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ  მარიხუანა აფერხებს ადრეულ სქესობრივ განვითარებას, ან გარდაქმნის ქალის ჰორმონებს მამაკაცურად და მამაკაცებისას ქალურად.

რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, არ ღირს ფეხმძიმობის, ან მანამდე პერიოდში ქალებმა გამოიყენონ მარიხუანა, რადგან ფეხმძიმობა უდიდესი საიდუმლოა და მომავალ პატარაზე ზრუნვისათვის ქალმა არა მარტო მარიხუანაზე და ალკოჰოლზე, არამედ ნებისმიერ გამაბრუებელ საშუალებაზე უნდა თქვას უარი.

ვინც არ არის მზად ასეთი თვითდისციპლინისათვის, ჯობია დაელოდოს შინაგან გარდაქმნებს და როცა ყველაფერი მოწესრიგდება, შემდეგ  იფიქროს ფეხმძიმობაზე.

მარიხუანას მოხმარების სამედიცინო ასპექტებიუნდა აღინიშნოს, რომ მარიხუანა, ისევე როგორც თამაქო, ანაგვიანებს ფილტვებს და აზიანებს სასუნთქ არხებს.

ამერიკელი ექიმები თავგამოდებულ მწეველებს ურჩევენ, რომ გამოიყენონ ნარგილე, რომელიც აცივებს და წმენდს ბოლს, სპეციალური ფილტრიანი მილები და ა.შ.

ხოლო მათთვის, ვისაც სჭირდება სასუნთქი გზების განსაკუთრებული მოვლა და ამავდროულად არ სურს უარი თქვას მარიხუანაზე, რეკომენდებულია მისი გამოყენება ნაყენის სახით, როგორც ეს მიღებული იყო მე 19 საუკუნის დასასრულსა და მე 20 საუკუნის დასაწყისში.

კანაფის პრეპარატების ადამიანზე ზემოქმედების შესახებ დღეს არსებული ლიტერატურა იმდენად მრავალფეროვანია, რომ  თავისუფლად შეიძლებოდა სპეციალიზირებული ბიბლიოთეკის გახსნა.

ქვემოთ მოყვანილია ამონარიდები ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებადი გამოკვლევებიდან და ნაშრომებიდან.

დოქტორმა  რობერტ დიუპონმა, რომელიც 1961 წელს ხელძღვანელობდა ნარკოტიკების შემსწავლელ  ამერიკულ სახელმწიფო კომისიას, ერთ ერთი ინტერვიუს დროს წარმოთქვა სიტყვები, რომელიც შემდგომში დადასტურებული იქნა სხვა ექიმების მიერაც - ”ალკოჰოლი და სიგარეტი ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშია, ვიდრე იგივე მიზნისთვის გამოყენებული მარიხუანა, ყოველ შემთხვევაში მისგან ჯერ არავინ მომკვდარა”.

იმ წლების  პოპულარულ ამერიკულ სამხედრო ცნობარში (ფარმაკოლოგიის შესახებ) კანაფის შესახებ ეწერა შემდეგი: - ”კანაფის ან მის ბაზაზე დამზადებული ექსტრაქტების  ქრონიკულ ან პერიოდულ გამოყენებას, ადამიანი მიჰყავს სასურველ სუბიექტურ ეფექტთთან გარკვეულ ფსიქიურ დამოკიდებულებამდე, მაგრამ არა ფიზიკურ დამოკიდებულებამდე. კანაფის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ პერიოდში  არავითარი ნარკოტიკული სინდრომი არ შეინიშნება“.

მარიხუანას მოხმარების სამედიცინო ასპექტებიმეორე ცნობილი სპეციალისტი, დოქტორი ლესტენ გრინშპუნი, რომელიც იკვლევდა კანაფს ტოქსიკურობაზე, იუწყება, რომ არ დაფიქსირებულა დოზის გადამეტების არც ერთი შემთხვევა, რომელიც ლეტალური შედეგით დამთავრდა. ”თაგვის სასიკვდილო დოზა მიახლოებით შეადგენს 40000 დაუმუშავებელ კანაფიან სიგარეტს, რაც თეორიულად და პრაქტიკულად შეუძლებელია.”

1964 წელს ებრაელმა მკვლევარმა რ. მიჩულომმა გამოყო კანაფის ერთ-ერთი აქტიური კომპონენტი დელტა-9, მოგვიანებით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში იგი წერს: ”კანაფის პრეპარატები რომ კანონიერი იყოს, ისინი შეადგენდნენ ყველა ფარმაცევტული პრეპარატების მეხუთედს”.

ექიმების მიერ ჩატარებული ცდებისა და გამოკვლევების შედეგად, დადგენილია, რომ მარიხუანის მიღება აჩერებს ასთმურ შეტევას. იგივეა დადასტურებული წამყვანი ამერიკელი სამთავრობო სპეციალისტის, მკვლევარის დ. ტაშკინის ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნებული იყო ჟურნალ ტაიმში 1989 წლის დეკემბერში.

1974 წელს ფრედერიკ ბლანტონმა წარმოადგინა ნაშრომი, რომელიც იამაიკური კანაფით გლაუკომას წარმატებით მკურნალობას ეხებოდა.

1975 წელს ამერიკულმა მედიკამენტების შემსწავლელმა ცენტრმა ჩაატარა მარიხუანის მოხმარების  პირველი დამოუკიდებელი, მრავალდისციპლინირებული შესწავლა და  მწეველების გამოკვლევა. კვლევა ჩატარდა იამაიკაში იმ ადამიანებზე, რომლებიც მოიხმარდნენ მარიხუანას ყოველდღიურად 12 წლის განმავლობაში.

გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მძიმე ქრონიკული მწეველებს, რომლებიც მოიხმარდენენ კვირაში დაახლოებით 400 გრამ კანაფს, აღმოაჩნდათ ფუნქციონალური ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) გარკვეული ნიშნები. სხვა რაიმე დარღვევებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, შინაგან ორგანოებში ან ტვინის ქსოვილში ადგილი არ ქონია.

მარიხუანას მოხმარების სამედიცინო ასპექტები1975 წელს გამოქვეყნებული იყო  გ. ნახასისა და რ.ლეჯერის  ნაშრომი, რომელიც ეხებოდა ტეტრაჰიდროკანაბილონზე რადიოაქტიური იზომერით ჩატარებულ ექსპერიმენტებს.

ამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კანაბილონი გამოდის ორგანიზმიდან ერთი დღის განმავლობაში, ხოლო მისი კონცენტრაცია სასქესო ჯირკვლებში და ტვინში  უფრო ნაკლებია, ვიდრე სისხლში, ანუ არ იწვევს პრეპარატის აკუმულაციას მოცემულ ქსოვილებში.

გაბრიელ ნახასი არ იყო კანაფის პოპულარიზაციის მომხრე, იგი მარიხუანას ”მატყუარა სარეველა ბალახს ” უწოდებდა, რომელიც აშრობს ნიადაგს და ზიანი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.

მასვე ეკუთვნის პირველი გამოკვლევა იმუნურ სისტემაზე მარიხუანის ზემოქმედების შესახებ, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია, რადგან ნახასი სწავლობდა ცალკეულ უჯრედებზე კანაფის ზემოქმედების რეაქციას, მაშინ, როცა ორგანიზმის შემადგენლობაში ეს უჯრედები კანაფზე სრულიად სხვაგვარად მოქმედებდნენ.

1981 წელს მარიხუანის შესახებ ჩატარებულ კონფერენციაზე, რომლის სპონსორები ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია და მარიხუანაზე დამოკიდებულების შემსწავლელი კანადური ფონდები იყვნენ, იმუნოდეფიციტის შესახებ კვლევით ლიტერატურის გაცნობის შემდეგ წარმოდგენილი იქნა  მეცნიერთა ჯგუფის  მოხსენება, რომელშიც ისინი აღნიშნავდნენ, რომ არ არსებობდა საკმარისი  მტკიცებულება კანაფის  ადამიანის იმუნურ სისტემაზე რაიმე სახის  ზემოქმედების შესახებ.

1976 წელს ჟურნალმა - Psychology Today გამოაქვეყნა გერმანელი მკვლევარის, ნორმან ზინბერგის სტატია, რომელიც იკვლევდა მარიხუანის მომხმარებლებს ფსიქიურ აშლილობებსა და სხვა ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებაზე. შედეგად ის მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა აღმოჩენილი გადახრა, დიდი ხარისხით, სოციალური,  ძირითადად მათი ოჯახური ცხოვრების გარემოებებით იყო გამოწვეული, ვიდრე მარიხუანის მოხმარებით.

სტატიაში იყო ასეთი სიტყვები :- ”სხვადასხვა დროს მიღებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ მარიხუანის მოხმარება იწვევს აგრესიულობას, მოუსვენრობას და სიგიჟეს, დღეს, მრავალრიცხოვანი კვლევებისა და დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე შეგვიძლია უარვყოთ ეს ცრურწმენები.”

მარიხუანას მოხმარების სამედიცინო ასპექტებისამოცდაათიანი წლების შუა პერიოდში,  ამერიკის ნაციონალურ პრესაში და სამედიცინო გამოცემებში ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა მონაცემები მარიხუანის დადებითი ეფექტებისა და ახალი თერაპიული თვისებების შესახებ.

დადასტურებული იყო მარიხუანას ეფექტურობა ასთმური შეტევის, კეთილთვისებიანი სიმსივნის, ეპილაციასთან ბრძოლაში. საგრძნობი გაუმჯობესება შეიმჩნეოდა პარკინსონის დაავადების, ანორექსიის (მადის დაკარგვა), მძიმე სკლეროზის, კუნთოვანი დისტროფიის დროს.

1976 წელს National  Observer - მა გამოაქვეყნა დანიელ  გრინის სტატია რობერტ რენდალის შესახებ, რომელიც პირველი ადამიანი იყო ამერიკაში, ვინც მიიღო ოფიციალური უფლება მარიხუანის სამედიცინო მიზნით მოხმარებაზე (მას ემუქრებოდა მხედველობის დაკარგვა გლაუკომის გამო).

1976 წლის ნოემბერში  რამედინიმე ათეულმა მკვლევართა ჯგუფმა მიმართა ამერიკის ფედერალურ მთავრობას, რათა მიეღოთ 100%-იანი დაფინანსება კანაბისის შემდგომი გამოკვლევებისათვის, მაგრამ მათ უარი მიიღეს.

ფორდის ადმინისტრაციამ და ნარკოტიკების ბიურომ განაცხადა, რომ უნივერსიტეტთა უმრავლესობას არ ქონდა უფლება ინდივიდუალური გამოკვლევებისა ამ სფეროში, ამიტომ მათი კვლევის შედეგები სარწმუნოდ ვერ ჩაითვლებოდა.

რამოდენიმე კერძო კომპანიას მიეცა შესაძლებლობა გაეგრძელებინათ კვლევა კანაფის ერთ-ერთი კომპონენტის, იზომერის - დელტა 9. მისი სინთეტიკური ანალოგი  შემდგომში გამოიყენებოდა ისეთ პრეპარატებში, როგორიცაა ნაბილონი და მარინოლი, თუმცა მათი ეფექტურობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დაუმუშავებელი კანაფის მოხმარება (მის შემადგენლობაში 60 აქტიური იზომერია.)

მარიხუანას მოხმარების სამედიცინო ასპექტები1982 წლის სექტემბერში ”Norml”,” High Times”, ”Omni” და სხვა გამოცემებმა ნაწილობრივ ახსნეს მთავრობის  პოზიცია, მათ  გამოაქვეყნეს მიახლოებითი ციფრები, თუ რა ზარალი შეეძლო განეცადა ამერიკისა და მესამე სამყაროს ქვეყნების ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, რომ დაშვებულიყო მარიხუანის  ფართო  გამოყენება სამედიცინო დანიშნულებით.

რეიგანისა და ბუშის ადმინისტრაციამ არ  დაიშურა ძალისხმევა, რათა შეეწყვიტათ დამოუკიდებელი გამოკვლევები და დაემყარებინათ კონტროლი კანაფზე. წიგნის მაღაზიებიდან გაქრა პოპულარული ნაშრომები ამ თემაზე, არქივიდან შესაბამისი დოკუმენტაცია და კოპია ფილმისა ”Grass for a victory”(ბალახი გამარჯვებისთვის), რომელიც გადაღებული იყო1958 წელს და დიდი სირთულით იქნა აღდგენილი.

1979 წელს რამდენიმე ამერიკულმა შტატმა (ფლორიდა, ნიუ-მექსიკო, ჰავაი, ინდიანა და ილინოისი), დაუშვა ღებინების წინააღმდეგ მარიხუანას ექსპერიმენტის სახით გამოყენება, რომელიც გამოწვეული იყო ონკოლოგიური დაავადების დროს გამოყენებული ქიმიოთერაპიით.

1979-1989 წლებში კალიფორნიაში ფორმალურად მოქმედებდა კანონი, რომელიც ამავე მიზეზით და აგრეთვე გლაუკომის მკურნალობისთვის ნებადართული იყო კანაფის გამოყენება, თუმცა კანონზე კონტროლს არა ჯანდაცვის დეპარტამენტი, არამედ მთავარი პროკურორი ანხორციელებდა.

მაგრამ 1989 წელს, როცა კვლევითი პროგრამის ვადა ამოიწურა, აღარავის უზრუნია მის გაგრძელებაზე. 1991 წელს გამოკითხულ ექიმთა 48%-მა განაცხადა, რომ უფლება რომ ქონოდათ დანშნავდნენ მარიხუანას სამკურნალო თვალსაზრისით.

90-იანი წლების მეორე ნახევარი აღინიშნებოდა ექიმების მოძრაობის ახალი ტალღით, რომელებიც კანაფის ლეგალიზაციას ითხოვდნენ. გაჩნდა ცნობები, რომ მარიხუანა ხელს უწყობდა მადის მომატებას შიდსით დაავადებულ პაციენტებში.

მარიხუანას მოხმარების სამედიცინო ასპექტები1994-1995 წლებში ჩატარებულ კონფერენციებზე, ექიმებმა ისაუბრეს იმაზე, რომ პაციენტთა შორის ყველაზე დიდხანს ცოცხლობდნენ ისინი, ვინც მოიხმარდა მარიხუანას. ავადმყოფების შემდგომმა გამოკვლევებმა და ანონიმურმა ანკეტიზაციამ დაამტკიცა ეს.

1996 წელს არიზონასა და კალიფორნიის მოსახლეობამ ხმა მისცა, რომ ექიმებს მინიჭებოდათ უფლება პაციენტებისთვის დაენიშნათ კანაფი, თუმცა 1997 წელს ფედერალურმა მთავრობამ მხარი არ დაუჭირა და აკრძალა ეს პროექტი.

ჯანდაცვის მინისტრმა დ.შალეილამ და  გენერალურმა პროკურორმა ჟ.რენომ განაცხადეს, რომ ექიმს, რომელიც დაუნიშნავდა პაციენტს მარიხუანას, ჩამოერთმეოდა ლიცენზია და პასუხს აგებდა კანონის წინაშე.

მთავრობისა და სამედიცინო ასოციაციის წევრები აცხადებდნენ, რომ არ ფლობდნენ საკმარის მტკიცეულებებს, რომელიც დაადასტურებდა მარიხუანის სარგებლობას და შიშს გამოთქვამდნენ, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია გამოიწვევდა ნარკოტიკების შესახებ კანონის ლიბერალიზაციას და ნარკომანიის ზრდას.

მიუხედავად ამისა კალიფორნიელმა ექიმებმა თავისას მაინც მიაღწიეს და იმავე 1997 წელს, მთავრობამ გამოყო ფინანსები სამედიცინო თვალსაზრისით კანაფის გამოყენებაზე კვლევების ჩასატარებლად.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოება ასევე იხრება კანაფის ლეგალიზაციისკენ. პოპულარულმა გაზეთმა Independet 1997 წლის ზაფხულში ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვით 45%-მა მხარი დაუჭირა სამედიცინო თვალსაზრისით ლეგალიზაციის აკრძალვის მოხსნას, 35% კანაფის სრული ლეგალიზაციის მომხრე იყო, მხოლოდ 17%-მა ისურვა დარჩენილიყო კანონმდებლობა ისე, როგორც არის.

ამ შედეგებმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია და მისი შედეგების გადასამოწმებლად  დამოუკიდებელ კომპანიას, ფირმა MORI - ს დაევალა ანკეტირების ჩატარება, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებში, ასევე სამთავრობო წრეებში.

მარიხუანას მოხმარების სამედიცინო ასპექტებიგამოკითხვის შედეგებით კონსერვატორების 59% და ლეიბორისტების 68% თანახმა იყო უმაღლეს დონეზე განხილულიყო კანაფის ლეგალიზაციის საკითხი.

1997 წლის ოქტომბერში იუსტიციის მინისტრმა პირადად მოუწოდა საზოგადოებას ჩაბმულიყო ღია დისკუსიაში მოცემულ საკითხზე, ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ იგი მზად იყო დაეშვა კანაფის მოხმარება სამედიცინო თვალსაზრისით, კერძოდ მძიმე სკლეროზით დაავადებულთათვის.

ყველა აკრძალვის შემდეგ  1970 წლის ბოლოს, პირველი ქვეყანა, რომელმაც გაბედა, გადაწყვიტა და მოახდინა მარიხუანას ლეგალიზაცია იყო ჰოლანდია, თუმცა იქ მარიხუანას ლეგალიზაცია არა მარტო სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ როგორც მსუბუქი ნარკოტიკის გამოყენების კუთხითაც მოხდა.

გამოკვლევები კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენებაზე, მთელ რიგ დაავადებებთან მისი ეფეტურობის დასმტკიცებელი ექსპერიმენტები დღესაც გრძელდება მთელს რიგ ქვეყნებში. თუმცა ბევრ ქვეყანაში ასეთი კვლევები და ექსპერიმენტები კანონით დაშვებული არ არის.

 

იხილეთ: ყველაფერი მარიხუანას შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura