წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 10587 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სად იწარმოება

 

პრეზერვატივების მრავალსახეობაპრეზერვატივების დიდი ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში იწარმოება (ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, მალაიზია, კორეა და ა.შ) საუკეთესო ლატექსად მალაიზიის ლატექსი მიიჩნევა.

ის რომ ზოგიერთი პრეზერვატივის ეტიკეტზე მწარმოებლად ევროპის რომელიმე ქვეყანაა მითითებული, არ ნიშნავს, რომ პრეზერვატივი ევროპაშია დამზადებული, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ პრეზერვატივი უხარისხოა.

ევროპის მთელ რიგ ქვეყნებს გააჩნიათ ქარხნები ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, ან უკვეთავს პრეზერვატივებს იმ ქარხნებში, რომლებიც განთავსებულია აღნიშნულ რეგიონში.

 

 

შენახვის ვადა

 

პრეზერვატივების მრავალსახეობაპრეზერვატივების შენახვის ვადა ძირითადად 2-დან 5 წლამდე მერყეობს.

საუკეთესო ხარისხის და რეპუტაციის ფირმები გარანტიას იძლევიან, რომ მათი პროდუქცია გამოშვების მომენტიდან 5 წელი ვარგისი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნა შენახვის წესები.

პრეზერვატივების ძირითადი მტერია - მაღალი ტემპერატურა, მზის სხივები და ნივთიერება, რომელიც რეაგირებს ლატექსზე, მაგალითად ზეთი.

ამიტომ მათი შენახვა რეკომენდებულია გრილ, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე. ასევე მათზე უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი მექანიკური ზემოქმედება.


პრეზერვატივები  ძირითადად სამი ტიპის ზედაპირით   გამოირჩევა

 

»» გლუვი;

»» დაკონტურებული;

»» დატექსტურებული;

 

სხვადასხვა მასალის

 

პრეზერვატივების მრავალსახეობა ნატურალური ლატექსის;

 სინთეტიკური (პოლიურეთანი, პოლიიზოპრენი) ის მიახლოებით სამჯერ უფრო თხელია, ვიდრე ლატექსი, არა აქვს სპეციფიკური სუნი, უფრო მკვრივია, უკეთესად ატარებს სითბოს, ნაკლებად ალერგიულია და მისი ვარგისიანობის ვადაც უფრო დიდია (შესაბამისად მისი ფასიც უფრო მაღალია);

 კრავის ნაწლავი. ასევე ნაკლებად ალერგიულია ვიდრე ლატექსი, უფრო კარგად ატარებს სითბოს, ვიდრე სინთეტიკური, მაგრამ დაავადების რისკი უფრო მაღალია ვიდრე ლატექსის და სინთეტიკური პრეზერვატივების შემთხვევაში.

 

ზედაპირზე სპეციალური საცხის არსებობის მიხედვით:

 

 საცხის გარეშე;

 ჩვეულებრივი საცხით - სტანდარტულ საცხში როგორც წესი სილიკონის ზეთი გამოიყენება.

 უხვი საცხით - თითქმის გაორმაგებული რაოდენობა.

 არომატიზირებული საცხით -  საცხში უმატებენ არომატიზატორებს ხილისა და პარფიუმერიის სუნით (სუნამოს, მარწყვის, ფორთოხლის, ბანანის და ა.შ)

 სპერმიციდული საცხით - საცხში უმატებენ ნივთიერებას (როგორც წესი ნონოქსინოლ-9), რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს და ზღუდავს მათ მოძრაობას. ასეთ პრეზერვატივებს პრეზერვატივებს ორმაგი დაცვით უწოდებენ (double  protection condoms).

 საცხით, რომელიც ახანგრძლივებს სექსუალურ აქტს -  საცხს უმატებენ ანესტეზირებულ ნივთიერებას, რომელიც აგვიანებს თესლდანთხევის მომენტს ისე, რომ არ ახდენს ერექციის დაქვეითებას (Long Love).

ქალის პრეზერვატივი

 

პრეზერვატივების მრავალსახეობაარსებობს ქალის პრეზერვატივიც, ის უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე მამაკაცის პრეზერვატივი, მაგრამ სიგრძე იგივე აქვს.

ქალის პრეზერვატივს მოქნილი, რკალისმაგვარი შესასვლელი აქვს  და  თავსდება ვაგინაში.

მას აქვს შიგა რკალიც, რომელიც ეხმარება შეყვანის პროცესში და აჩერებს  პრეზერვატივს საჭირო ადგილზე სექსუალური აქტის დროს.

ქალის პრეზერვატივები, ისევე როგორც მამაკაცისა, ლატექსისგან და პოლიურეთანისგან მზადდება.

 

მრავალსახეობა:

 

პრეზერვატივების მრავალსახეობა დიდი ზომის, მსხვილი პრეზერვატივები;

 სუპერ თხელი პრეზერვატივები;

 მანათობელი პრეზერვატივები (საცხს უმატებენ ფოსფორიზირებულ ნივთიერებას);

 პრეზერვატივი, რომელშიც შეფუთვის მომენტში ახვევენ რეზინის ლენტს, მისი გაკეთების დროს  მხოლოდ  რეზინის ლენტის დაქაჩვაა საჭირო და პრეზერვატივი მორგებულია სასქესო ასოზე;

 ასევე სხვადასხვა ფორმის (გასართობი), შინაარსის, რელიეფის (ბოლოში სქელი დაბოლოებით, ბურთულებიანი, ფოსფორის (მანათობელი), ულვაშებიანი, ხორკლიანი და ა.შ);

 

პრეზერვატივების მრავალსახეობაგერმანელმა კონტრაცეპციის ინსტიტუტის თანამშრომლებმა  პრეზერვატივი-სპრეი შექმნეს. იგი მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი

გამოყენების არსი შემდგომშია - მამაკაცის სასქესო ასოზე ისხმება სპეციალური სპრეი, რომელიც ელასტიურ გარსს ქმნის.ელასტიური ნივთიერების საფრქვეველი წარმოადგენს სპეციალურ მილს. პრეზერვატივის გასაკეთებლად ამ მილში მამაკაცმა უნდა მოათავსოს ასო, დააჭიროს ღილაკს, რის შემდეგაც ასოზე სპრეის დაფრქვევა დაიწყება, რამოდენიმე წამის შემდეგ კი  სპრეი თხელ აპკად გარდაიქმნება, რომელიც თავისი თვისებებით ლატექსის ანალოგია.

კანადურ-ჩინურმა კომპანიამ კი პირველი თხევადი  ნანო-ვერცხლისფერი კრიპტომორფული პრეზერვატივი შექმნა, იგი განკუთვნილია ქალებისთვის და არა მამაკაცებისთვის.

პრეზერვატივების მრავალსახეობაეს ქაფიანი სპრეია, რომელიც ქმნის საშვილოსნოს შიგნით ფიზიკურ მემბრანას. მემბრანა კი იცავს ინფექციებისგან, გამორიცხავს დაფეხმძიმების რისკს და საცხის ეფექტიც გააჩნია.

მწარმოებლები ამბობენ, რომ მათი პროდუქცია ანადგურებს ინფექციის გამომწვევ მიკრობებს და აჩერებს დასნებოვნების საფრთხეს.

ისინი ასევე თვლიან, რომ სპრეი საშვილოსნოში დადი ხნის განმავლობაში რჩება ისე, რომ არ არღვევს შიდა ქიმიურ ბალანსს, მისი ყოველდღიური გამოყენება კი ხელს უწყობს სასქესო ორგანოების ჰიგიენას და აფერხებს ინფექციების წარმოშობას.

ძირითადად გავრცელებული და პოპულარული შემდეგი ფირმების პრეზერვატივები:

Ceylor (შვეიცარია)                                                                                    

Sico (გერმანია);

Vizit (გერმანია);

Durex (გერმანია);

Masculan (გერმანია);

Life Styles (მსოფლიო მარკა);

Innotex (საფრანგეთი);

Preventor (ბელგია)

Romed (ჰოლანდია)

Khondoms (საფრანგეთი)

Reflex (რუსეთი).

და მრავალი სხვა...

 

იხილეთ: ყველაფერი პრეზერვატივების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura