წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 5920 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

საარჩევნო უფლების პრინციპებიარჩევნების განხორციელება ხდება საზოგადოების სხვადასხვა დონეზე:

საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ირჩევენ ხელმძღვანელობას. სააქციო საზოგადოებაში - დირექტორთა საბჭოს, ან სხვა ორგანოს. კომერციულ სტრუქტურებში - მმართველობას და ა.შ

სახელმწიფო ორგანოების არჩევა ხდება: ადგილობრივ დონეზე  - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გამგეობები, მერიები და ა.შ), ხოლო ცენტრალური სახელწიფო ორგანოების არჩევა ხდება ცენტრში (პარლამენტები, პრეზიდენტები).

ორგანოების უმრავლესობა, რომელთა არჩევა ხდება მოქალაქეების მიერ, ითვლება წარმომადგენლობით ორგანოებად.

სხვადასხვა სახის ადგილობრივი  და ცენტრალური წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევა ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად.

არჩევნები სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ელიტის შერჩევას და სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშან-თვისებაა.

არჩევნები  სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბებისა და თანამდებობრივი პირებისთვის უფლებამოსილების მინიჭების პროცესია, რომელიც ხორციელდება  ხმის უფლების მქონე პირების მიერ.

სახელწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევნები შეიძლება იყოს:

  • საყოველთაო (სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე);
  • რეგიონალური;
  • პირდაპირი (მოქალაქეები ხმას აძლევენ უშუალოდ კანდიდატებს);
  • არაპირდაპირი, მრავალსაფეხურიანი;
  • სრული და ნაწილობრივი (დამატებითი);
  • მომავალი (დანიშნულ ვადაში) და რიგგარეშე;
  • განმეორებითი (თუ  გამოცხადდა, რომ არჩევნები არ შედგა);
  • და ა.შ

საარჩევნო უფლების პრინციპებიარჩევნების რიგი რეგულირდება ბევრი ნორმით, რომლებიც თავისი ერთობლიობით შედგენს არჩევნების ინსტიტუტს - ნორმების სისტემას, რომელიც არეგულირებს წარმომადგენლობით ორგანოებში კანდიდატებისა და არჩევით სახელმწიფო თანამდებობებზე, პიროვნებების არჩევის პროცესს.

ეს ნორმები აყალიბებს საარჩევნო უფლების პრინციპებს, კანდიდატებისა და ამომრჩევლების მიმართ მოთხოვნებს, არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარები წესებს, საარჩევნო ერთეულების განსაზღვრის პროცესს, ამომრჩევლებისა და მათი გაერთიანებების სტატუსს, წინასაარჩევნო აგიტაციისა და ხმის მიცემის პროცედურებს, შედეგების განსაზღვრის წესებს, შედეგების გასაჩივრების ხერხებს.

საარჩევნო უფლებას შეიძლება ქონდეს ორი მნიშვნელობა:

  • ობიექტური საარჩევნო უფლება - ანუ კონსტიტუციურ - სამართლებრივი ნორმების  სისტემა, რომელიც არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოების არჩევნებით დაკავშირებულ საზოგადობრივ ურთიერთობებს.
  • სუბიექტური საარჩევნო უფლება - ანუ როცა სახელმწიფო აძლევს გარანტიას და შესაძლებლობას, მოქალაქეს, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ორგანოებისა და თვითმმართველობის არჩევნებში.

არჩევნები პოლიტიკური ცხოვრების ბარომეტრია, რომელიც  ახდენს მთავრობის ლეგიტიმაციას და წარმოადგენს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სელექციის საშუალებას.

საარჩევნო უფლების პრინციპებია - როცა:

საარჩევნო უფლების პრინციპები1. არჩევნები საყოველთაოა, ანუ საარჩევნო უფლება აღიარებულია ყველა სრულწლოვანი, ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის მიერ. თუმცა საყოველთაო საარჩევნო უფლებაც შეზღუდულია, პოტენციური ამომრჩევლის მიმართ რიგი მოთხოვნებით. 

გამოყოფენ საერთო და დამატებით მოთხოვნებს.

საერთო მოთხოვნებში, რომელიც ახდენს აქტიური საარჩევნო უფლების - არჩევანის უფლების - რეგლამენტირებას, შეიძლება შედიოდეს შემდეგი ტიპის ცენზი:

  • ასაკობრივი ცენზი (როცა კანონის მიხედვით დაწესებულია ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ ეძლევა პიროვნებას არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
  • ბინადრობის ცენზი (როცა კანონის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც განსაზღვრული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე);
  • პროფესიული ცენზი (როცა კანონის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ სამხედრო მოსამსახურეებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს);
  • ქონებრივი ცენზი (უკვე იშვიათად გვხვდება, მთუმეტეს ღია სახით);
  • მორალური ცენზი (მაგალითად, იტალიაში, ”არასაკადრისი საქციელის” გამო შეიძლება მოქალაქეს ჩამოერთვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
  • რასისტული ცენზი (არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეიძლება ჩამოერთვას რომელიმე ნაციონალურ უმცირესობას);
  • სქესის ცენზი (ზოგიერთ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ მამაკაცებს ქონდათ);

დამატებით მოთხოვნებში, რომელიც განეკუთვნება პასიურ საარჩევნო უფლებას, ანუ უფლებას - პიროვნება იყოს არჩეული - განეკუთვნება:

  • მაღალი ასაკობრივი ცენზი (25-35წ - ქვედა პალატაში, 30-40წ - ზედა პალატაში);
  • ბინადრობის ცენზი ( გაცილებით  მკაცრი პირობებით);
  • არა არჩევითობის ცენზი (თანამდებობის პირს არა აქვს კანდიდატურის დაყენების უფლება, თუ იგი არ დატოვებს დაკავებულ პოსტს);
  • შეუთავსებლობის ცენზი (იკრძალება ერთდროულად არჩევნებთან დაკავშირებული და სხვა სახელწიფო პოსტის დაკავება);
  • განათლებითი ცენზი (აუცილებელია სახელმწიფო ენაზე წერა-კითხვა და სახელმწიფო ენის ცოდნა);
  • საარჩევნო გირაოს ცენზი (პასიური საარჩევნო უფლებით შეიძლება თავისუფლად ისარგებლოს მხოლოდ იმ კანდიდატმა, რომელმაც შეიტანა გირაო);
  • რელიგიური ცენზი (კანდიდატი უნდა აღიარებდეს რომელიმე რელიგიას)

საარჩევნო უფლების პრინციპები2. თავისუფალი მონაწილეობა არჩევნებში - ანუ როცა ამომრჩეველი თავად წყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, და თუ მიიღოს როგორი სახით.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აბსენტეიზმი ქწოდება, იგი შეიძლება იყოს :

  • აპოლიტიკური (ავადმყოფობა, სადმე გამგზავრება, არჩევნებისადმი ინტერესის დაკარგვა);
  • პოლიტიკური (თავისებური დემონსტრაცია არასასურველი კანდიდატების წინააღმდეგ);

ზოგიერთ ქვეყანაში გათვალისწინებულია აუცილებელი ვოტუმი, ანუ ამომრჩევლების იურიდიული ვალდებულება მიიღოს მონაწელეობა ხმის მიცემის პროცესში (საბერძნეთი, იტალია, თურქეთი და სხვა).

3. თანაბარი საარჩევნო უფლება - კანონის მიერ დაწესებულია არჩევნების მონაწილეობის მიღების, შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის თანაბარი უფლებები, ასევე თანაბარი შესაძლებლობა ყველა კანდიდატისთვის, რათა იყოს არჩეული ამომრჩევლების მიერ. 

ამ პრინციპის დარღვევას პლურალური ვოტუმი ეწოდება (როცა ამომრჩეველთა ძირითად ნაწილს აქვს მხოლოდ ერთი, ხოლო ზოგიერთს რამოდენიმე ხმის უფლება).

ამომრჩეველთა თანაბარი უფლებების დარღვევა ხდება კურიალური საარჩევნო სისტემის დროს, როდესაც მოსახლეობა იყოფა  სხვადასხვა ჯგუფებად:

  • არათანაბარი წარმომადგენლობებით;
  • საარჩევნო გეოგრაფიით - როცა საარჩევნო ოლქები იყოფა ისე, რომ მოსახლეობის რაოდენობა ოლქებში არათანაბრადაა განაწილებული. (ამ მეთოდის გამოყენებით ადმინისტრაცია, რომელიც დგას მართვის სათავეში, ყოფს საარჩევნო ოლქებს იმ პრინციპით, რომ გაიმარჯვოს ოლქთა უმრავლესობაში, თუნდაც მინიმალური უპირატესობით, ხოლო სხვა პარტიების ელექტორატის ყურადღება გადააქვს და ამარჯვებინებს მათ დიდი უპირატესობით, ოლქების მინიმალურ რაოდენობაში)

არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი არჩევნები:

  • პირდაპირი  - ანუ მოქალაქის უშუალო უფლება, რათა აირჩიოს ან იყოს არჩეული  საარჩევნო ორგანოში ან არჩევით თანამდებობაზე.
  • არაპირდაპირი ანუ მრავალეტაპიანი - როცა ამომრჩეველი ირჩევს მხოლოდ კოლეგიის წევრებს, რომლებიც შემდგომში ირჩევენ საარჩევნო ორგანოს, ანუ მისი საშუალებით ხდება კანდიდატების შერჩევა საარჩევნო ორგანოს შემადგენლობაში.

საარჩევნო უფლების პრინციპებისაარჩევნო უფლების ერთ-ერთი მთავარ პრინციპს, ხმის მიცემის საიდუმლოება წარმოადგენს.

ასეთ დროს აკრძალულია ყოველგვარი დაკვირვება და კონტროლი ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე.

როგორც წესი, ამ პრინციპის დარღვევა მკაცრად ისჯება კანონით.

პირთა გაერთიანებას, რომელთაც გააჩნიათ ხმის მიცემის უფლება ამომრჩეველთა კორპუსი ეწოდება.

 

იხილეთ: ყველაფერი არჩევნების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura