წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 7154 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფუტკრის ანათალიფუტკრის ყველასათვის ცნობილი პროდუქტების გვერდით თანამედროვე მედიცინა ცდილობს ხელმეორედ აღმოაჩინოს იშვიათი, თითქმის დავიწყებას მიცემული თაფლის პროდუქტები.

ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან პროდუქტად მიიჩნევა ფუტკრის ანათალი.

როგორც ცნობილია, ფიჭა შედგება უჯრედებისაგან, რომლებშიც ფუტკრები აგროვებენ თაფლს, ხოლო ზემოდან ბეჭდავენ ცვილის თხელი ფენით.

იმისათვის, რომ ფიჭებიდან თაფლი გამოიწუროს, საჭიროა მისი უჯრედების გახსნა, ამისათვის კი აუცილებელია ფიჭიდან თხელი ფენის ათლა. ამ პროცესის შედეგად გროვდება ანათალი.

ერთი სიტყვით, ფუტკრის ანათალი თაფლის ფიჭის ზოლებად დაგმანული სახურავია. რით განსხვავდება იგი ცვილისგან? რა თქმა უნდა სხვაობა დიდია.

პირველ რიგში - შემადგენლობით. თაფლის ფიჭის დაგმანვისას, იგი უფრო არომატულია. იმიტომ, რომ ფიჭის შენახვისას ფუტკრები იყენებენ განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელშიც შედის ფუტკრის ცვილი და ნერწყვი, პროპოლისი და ყვავილის მტვერი. სწორედ ეს განაპირობებს მის განსაკუთრებულ და უნიკალურ თვისებებს.

გამოდის, რომ ანათალი, თავისი შემადგენლობით, ბევრად აღემატება ჩვეულებრივ ცვილს. ესაა თაფლის პროდუქტის მთელი ბუკეტი, უნიკალური ბუნებრივი კონგლომერატი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. ასეთი კომპონენტებით მიღებული პროდუქტები აძლიერებს ერთმანეთის ეფექტს.

ფუტკრის ანათალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა ის, რომ იგი შეიცავს ფერმენტ ლიზოციმს, რომელიც ანათალში 10-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ცვილში და გადაწურულ თაფლში.

ლიზოციმი არის ფერმენტი, რომელიც ურთიერთქმედებს ბაქტერიის უჯრედის კედელში არსებულ გარკვეული ტიპის შაქრებთან და შლის ბაქტერიული უჯრედების გარსს. ამ თვისებების გამო, ლიზოციმი ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის მძლავრი აქტივატორია, რომელიც აძლიერებს როგორც ნორმალური, ასევე იმუნური ანტისხეულების გამომუშავებას.

ლიცოზიმი აქტიურ მონაწილეობას იღებს ქსოვილური ბარიერებში შეღწევადობის რეგულაციაში და განაყოფიერების პროცესში.

ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევებით დადგინდა, რომ ანათალი ამაღლებს ცხვირხახისა და ზედა სასუნთქი გზების, თვალების, სასქესო გზების ლორწოვანი გარსის იმუნიტეტს. აგრეთვე ემბრიონის იმუნიტეტს.

იგი მიიჩნევა ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების განსაკურნ მაღალეფექტურ საშუალებად.

ამავე დროს იგი გამოირჩევა იმით, რომ ფუტკრის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით არ იწვევს ალერგიას და შეჩვევას. ავადმყოფები იკურნებიან სწრაფად. ძირითადად რეკომენდებულია 1 ს/კ ანათალის ღეჭვა 5-10 წუთის განმავლობაში, 4-ჯერ დღეში ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში.

ფუტკრის ანათალი თაფლის ფიჭის ზოლებად დაგმანული სახურავიასურდოს დროს რეკომენდებულია ანათალის ღეჭვა 15 წუთის განმავლობაში. რამოდენიმე საათში მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

ჰაიმორიტის დროს რეკომენდებულია საათში ერთხელ 15-წუთიანი ანათლის ღეჭვა 4-6 საათის განმავლობაში. ხშირად შედეგი ერთ დღეშიც თვალსაჩინოა. ეფექტის შესანარჩუნებლად, სასურველია მკურნალობის გაგრძელება 10 დღის განმავლობაში (ანათალის ღეჭვა დღეში ერთხელ, 15 წუთის განმავლობაში).

ალერგიული სურდოს და ბრონქული ასთმის დროს, მიზანშეწონილია დღეში ერთხელ ანათალის ღეჭვა. ძლიერი სიმპტომებისას პირველი ორი დღე პროცედურა უნდა მეორდებოდეს დღეში 5-ჯერ, ხოლო შემდგომ დღეში 3-ჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ფუტკრის ანათალით შესაძლებელია სამივე ტიპის ციებ-ცხელებისგან (სუსტი, ზომიერად ძლიერი და ძლიერი) განკურნება.

ფუტკრის ანათალით მკურნალობენ სტომატიტს, გინგივიტს, პაროდონტოზს, ანგინას.

მსუბუქი ციებ-ცხელების შემთხვევაში, რეკომენდებულია ფუტკრის ანათალის ღეჭვა კვირაში სამი დღის განმვლობაში (დღეში მხოლოდ ერთხელ).


იხილეთ: ყველაფერი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura