წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 14092 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზოგადი რჩევები

 

როგორ ავირჩიოთ ნატურალური თაფლი - ზოგადი რჩევებიერთადერთი, ნამდვილი გარანტია ნატურალურია თუ არა თაფლი და როგორია მისი ხარისხი, არის პირადი ნაცნობობა თაფლის მწარმოებელებთან და დარწმუნება მათ კეთილსინდისიერებაში.

თუმცა არსებობს გარკვეული ხერხები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ნამდვილი, ნატურალური და ხარისხიანი თაფლი გაარჩიოთ ფალსიფიცირებული და უხარისხო თაფლისგან.

ყველაზე უფრო გავრცელებული თაფლის ფალსიფიკაციაა - შაქრის სიროფი, რომელსაც ზოგჯერ ურევენ ახალ, მოუმწიფებელ თაფლს საკმარისი სიტკბოს მისაცემად.

ახალი, ჩაუშაქრავი (დაუკრისტალებელი) თაფლის სიმწიფის განსაზღვრისთვის, მისი ტემპერატურა აჰყავთ 20 გრადუსამდე, ურევენ კოვზით, შემდეგ კი კოვზს იღებენ და ატრიალებენ, თუ თაფლი მომწიფებულია, იგი ლენტივით დაეხვევა კოვზზე.

დროთა განმავლობაში, თაფლის შეიძლება ჩაშაქრდეს (დაკრისტალდეს), მაგრამ ნუ შეშფოთდებით, ეს ნორმად მიიჩნევა და არავითარ გავლენას არ ახდენს თაფლის გემოზე, არომატზე და სასარგებლო თვისებებზე.

ბევრი ადამიანი, გაუთვითცნობიერების გამო არ ყიდულობს დაკრისტალებულ თაფლს, ფიქრობს რა, რომ იგი არ არის ნატურალური და ურჩევნია თხევადი სახით შეიძინოს. სინამდვილეში კი შეიძლება ხელთ შერჩეს გაცხელებული (წამოდუღებული) იგივე თაფლი.

თაფლის გაცხელება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან თერმულად დამუშავებული და 40 გრადუს ტემპერატურაზე ადუღებული თაფლი გადაიქცევა უბრალო, ტკბილ სუბსტანციად, რომელსაც დაკარგული აქვს ძირითადი სასარგებლო თვისებები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სახეობის თაფლი არ კრისტალდება. თაფლის დაკრისტალება დამოკიდებულია მისი შენახვის პირობებზეც. თბილ გარემოში თაფლი ძალიან ნელა კრისტალდება, სიცივეში კი დაკრისტალების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.

ზოგჯერ, შენახული თაფლი იყოფა ორ ფენად, ქვემოდან კრისტალდება, ხოლო ზემოთ თხევადია. ეს ნიშნავს, რომ თაფლი არ არის მომწიფებული და შეიცავს ზედმეტი რაოდენობის წყალს. ამიტომ, იგი რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს საკვებად გამოყენებული, რადგან მოუმწიფებელი თაფლი ინახება მხოლოდ რამოდენიმე თვის განმავლობაში.

ძირითადად ნამდვილი თაფლი სკიდან ამოღებიდან 2-3 კვირაში კრისტალდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თაფლის ბოლო ამოღება დაახლოებით სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში ხდება, ნატურალური თაფლი ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე დაკრისტალებული უნდა იყოს. გამონაკლისია თეთრი აკაციის თაფლი, რომელიც დიდხანს, ზოგჯერ  გაზაფხულამდეც არ კრისტალდება. აგრეთვე მანანის თაფლი, რომელიც რკინის მაგვარ მასად იქცევა.

სამწუხაროდ, დღესდღეობით ფალსიფიცირებული თაფლს ძალიან ხშირად შეხვდებით. თუ თქვენს მიერ შენახული თაფლი ზამთარშიც თხევადია და არ კრისტალდება, დიდი ალბათობით იგი ფალსიფიცირებულია, რადგან ამ დროისთვის თაფლი აუცილებლად დაკრისტალებული უნდა იყოს.

ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მეფუტკრე, არ უშვებს ფუტკარს ნექტარის მოსაპოვებლად და კვებავს მათ შაქრით. შაქრის თაფლი არ არის ნატურალური და არ შეიცავს არავითარ სასარგებლო ნივთიერებებს. ასეთი „შაქრიანი“ თაფლის გამოცნობა არაბუნებრივად თეთრი ფერით შეიძლება.

როგორ განვასხვავოთ ნატურალური და ფალსიფიცირებული თაფლიარ წამოეგოთ ანკესზე, რომ მთის თაფლი გაცილებით სასარგებლო და ძვირფასია, ვიდრე ბარის თაფლი.

მართალია ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან ფერითა და არომატით, მაგრამ არავითარი განსაკუთრებული უპირატესობა მთის თაფლს ბარის თაფლთან შედარებით, არ გააჩნია.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ალპური ზონის თაფლს, ალპური ზონის იშვიათი ყვავილების დამსახურებით, განსაკუთრებული არომატი და გემო გააჩნია.

თაფლის ხარისხი და მასში სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია. პირველ რიგიში დამოკიდებულია მეფუტკრის გამოცდილებასა და პატიოსნებაზე.

აგრეთვე იმ გარემოს ეკოლოგიურობაზე, სადაც ხდება თაფლის მოპოვება. ფუტკრის მიერ თაფლის მოპოვების არეალი არ უნდა მდებარეობდეს ახლოს ქიმიურ ქარხნებთან და ზოგადად, ეკოლოგიურად დაბიუნძურებულ გარემოსთან.

საინტერესოა, და უნდა იცოდეთ, რომ ერთი კგ ნატურალური თაფლი არ უნდა იწონიდეს 1,4 კგ-ზე ნაკლებს.

ნამდვილი თაფლი არ უნდა ქაფდებოდეს. თუ თაფლი ქაფდება, ე.ი იგი დუღს, ან გაფუჭებულია. ნატურალური თაფლის ადუღება გამორიცხულია, რადგან იგი ბაქტერიციდულია.

არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელიც დაგეხმარებათ თაფლის ხარისხისა და ნატურალურობის განსაზღვრაში:

1 ფერი - ყველა სახეობის თაფლს საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი ფერი გააჩნია. ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელია, წაბლის ყავისფერი, ცაცხვის ქარვისფერი, იონჯის თაფლი უფეროა და წყალივით გამჭვირვალე, წიწიბურას თაფლს სხვადასხვა ფერის მოყავისფრო შეფერილობა აქვს, აკაციის თაფლი დაკრისტალებამდე გამჭვირვალეა, თუმცა დაკრისტალების შემდეგ თოვლივით თეთრი ხდება და ა.შ

რა ფერიც არ უნდა ჰქონდეს თაფლს, თუ იგი სუფთა და ნატურალურია, აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე. ფალსიფიცირებული თაფლი, რომელსაც სხვადასხვა მინარევებს (შაქარს, კრახმალს, სხვადასხვა ფქვილს და ა.შ) შეიცავს, მღვრიეა, დაბურული და თუ კარგად დააკვირდებით, სესაძლოა ნალექიც შეამჩნიოთ.

2 არომატი - ნატურალური თაფლი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სურნელოვანი არომატით გამოირჩევა. ეს არომატი არც ძალიან მძაფრია და არც ძალიან სუსტი. 

ფალსიფიცირებულ თაფლს არომატი არ აქვს, შაქრიანი თაფლის გემო ახლოსაა შაქრით დამტკბარი წყლის გემოსთან.

3 სიბლანტე/სისქე - თაფლიან ქილაში ჩადეთ წვრილი წკირი (ან პატარა კოვზი) და შემდეგ ამოიღეთ. თუ თაფლი ნატურალურია, წკირის გასწვრივ წარმოიქმნება გრძელი, ხანგრძლივად უწყვეტი "ძაფი". ხოლო როცა ძაფი გაწყდება, იგი ქვემოთ დარჩება კოშკისებური მასა, რომელიც ძალიან ნელა გასწორდება.

ხოლო თუ თაფლი ფალსიფიცირებულია, ის გააკეთებს ისე, როგორც წებო -  უხვად ჩამოიღვენთება წკირიდან და დაიწყებს ქვემოთ წვეთას, ამასთან წარმოქმნის შხეფებს.

დაიწვეთეთ თაფლი ხელისგულზე ან ხელის ზურგზე, თუ იგი ნატურალურია, შეინარჩუნებს ფორმას და არ დაიშლება, ასევეა მისი საკვებად მიღების შემთხვევაშიც - პირში იგი სწრაფად არ დნება და მცირე ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ფორმას.

4 გემო - მართალია ნატურალური თაფლი ტკბილია, მაგრამ აქვს ოდნავ მომწარო გემო და გადაყლაპვის დროს ცოტათი წვავს ყელს.

5 კონსისტენცია - ნამდვილ, ნატურალურ თაფლს თხელი, ნაზი კონსისტენცია აქვს. დაკრისტალებულიც კი ერთგვაროვანია, განშრევების გარეშე. იგი ადვილად ისრისება თითებით და შეიწოვება კანში.

ფალსიფიცირებული თაფლს კი უხეში სტრუქტურა აქვს,  თითებით  დასრესის შემთხვევაში, მას კანი არ შეიწოვს, თითებს შორის დაიგორგლება და დარჩება მცირე ზომის კოშტების სახით.

6 წყლის შემცველობა - თუ თაფლი მომწიფებული და ნატურალურია, იგი თითქმის არ უნდა შეიცავდეს წყალს. აიღეთ პატარა ქაღალდი, რომელიც კარგად შეიწოვს ტენს და დააწვეთეთ მასზე თაფლი.  თუ ქაღალდი დასველდა, ანუ წარმოიქმნა სველი ლაქა, რომელიც მეორე მხრიდანაც ჩანს, თაფლი ფალსიფიცირებულია. 

7 შაქრის შემცველობა - თაფლში შაქრის არსებობის დასადგენად, 5-10% წყალგარეულ თაფლს უმატებენ ლიაპისის ხსნარის რამოდენიმე წვეთს. თუ ამ წვეთების ირგვლივ თაფლი შეიმღვრა და გაჩნდა თეთრი ნადები, თაფლში შაქარია გარეული.

8 ფქვილისა და სახამებლის შემცველობა - თაფლში ფქვილისა და სახამებლის (კრახმალის) არსებობის დასადგენად, მცირე რაოდენობით წყალგარეულ თაფლს უმატებენ ერთ წვეთ იოდს, თუ ხსნარი გალურჯდა, თაფლში ფქვილი ან სახამებელია გარეული.

9 ცარცის შემცველობა - თაფლში ცარცის არსებობის დასადგენად, მცირე რაოდენობის წყალგარეულ თაფლს უმატებენ რამოდენიმე წვეთ ძმრის ესენციას, თუ ხსნარი აშიშინდა, თაფლში ცარცია გარეული.

10 სხვა მინარევების შემცველობა - აიღეთ გაცხელებული უჟანგავი ფოლადის მავთული (შეგიძლიათ გააცხელოთ სანთებელას დახმარებით) და ჩაუშვით თაფლში. თუ მას მიეკრა წებოვანი, უცხო მასა - თაფლი ფალსიფიცირებულია.

თუ მავთული სუფთა დარჩა, თქვენს წინაშე ნატურალური, სრულფასოვანი თაფლია.

 

ნატურალური თაფლის გამოცნობის სხვა მეთოდები

 

ნატურალური თაფლის გამოცნობის სხვა მეთოდები»» ფინჯანში, რომელში ასხია თბილი ჩაი (სასურველია ჩაი არ იყოს მაგარი), დაამატეთ მცირე რაოდენობის თაფლი. თუ თაფლი ბოლომდე გაიხსნა, ჩაი გამუქდა და მის ფსკერზე არ წარმოიქმნა ნალექი, თაფლი ნატურალურია.

»» ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და ამოიღეთ 8-10 წთ - ის შემდეგ. ნატურალურ თაფლში პური გამაგრდება, თუ პური დარბილდა, ან კიდევ უარესი - დაიშალა,  თაფლი ფალსიფიცირებულია ანუ თქვენს წინაშე შაქრიანი სიროფია.

»» დააწვეთეთ თაფლი ფურცელზე და წაუკიდეთ მას ცეცხლი. მის ირგვლივ ქაღალდი  დაიწვება, მაგრამ ნატურალურ თაფლი არ იწვის, არ დნება და არ იღებს მუქ ყავისფერ ფერს.

თუ თაფლმა დნობა დაიწყო, ე.ი ფუტკრებს კვებავდნენ შაქრიანი სიროფით, ხოლო თუ გაყავისფერდა, ე.ი მასში გარეულია შაქარი.

აქვე მოკლედ ჩამოვთვალოთ თაფლის სახეობები, რომელთა შეძენის დროს სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო:

სინთეტიკური თაფლი - თაფლის ცუდ სახეობად მიიჩნევა, რადგან იგი დამზადებულია შაქრის სიროფში სხვადასხვა მინარევების (შაქარი, ფქვილი, სახამებელი, საღებავები, ცარცი და ა,შ) სინთეზით.

მისი გემო თითქოსდა წააგავს თაფლის გემოს, მაგრამ ვისაც ნატურალური თაფლი თუნდაც ერთხელ გაუსინჯავს, გამორიცხულია ვერ მიხვდეს რომ ფალსიფიკაციასთან აქვს საქმე.

გაზავებული თაფლი - თაფლს ურევენ წამოდუღებულ შაქრის სიროფს. ერთ კილოგრამ სიროფს სჭირდება კილოგრამზე ნაკლები შაქარი. რა თქმა უნდა ასეთი თაფლს ასე თუ ისე, გააჩნია ნამდვილი თაფლისთვის დამახასიათებელი სასარგებლო თვისებები, თუმცა შორსაა ნატურალური თაფლისგან. ასეთი თაფლის ფალსიფიკაციის დადგენა შედარებით რთული ამოცანაა.

შაქრიანი თაფლი - შაქრიანი თაფლი მიიღება, როცა ფუტკარს ნექტარის მაგივრად კვებავენ შაქრით. ასეთი მეთოდით მიღებული თაფლი რა თქმა უნდა არ არის ნატურალური და დაკარგული აქვს ძირითადი სასარგებლო თვისებები.

ქიმიური თაფლი - როცა ფუტკრები ავადდებიან, მეფუტკრეები იწყებენ მათ მკურნალობას. არსებობს მკურნალობის ძველისძველი მეთოდი, როცა სპეციალურ, სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებულ ბოლს აფრქვევენ სკაში, მაგრამ არსებობს თანამედროვე მეთოდებიც, რომელიც დაფუძნებულია ქიმიურ პრეპარატებზე.

ფალსიგიცირებული თაფლის სახეობებიამ პრეპარატებს აფრქვევენ როგორც ფუტკრებს, ასევე ფიჭებს. ასეთი ქიმიური პრეპარატების დიდი ნაწილი მავნეა როგორც ფუტკარისთვის, ასევე ადამიანისთვის. მართალია მათი კონცენტრაცია თაფლში ძალიან დაბალი და უმნიშვნელოა, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს.

მოუმწიფებელი თაფლი - პირველ რიგში, თაფლი უნდა იყოს მომწიფებული. როგორც ცნობილია, ფუტკრები ნექტარის შესაგროვებლად მუშაობენ ერთი კვირის განმავლობაში: ისინი აორთქლებენ ნექტარიდან ზედმეტ წყალს, ამდიდრებენ მას ფერმენტებით, ხლეჩენ რთულ შაქარს და გარდაქმნიან უბრალო, მარტივ შაქრად.

ამ დროის განმავლობაში ხდება თაფლის დაყენება. მზა პროდუქტს ბეჭდავენ ცვილის თავსახურით.

სწორედ ასე დაყენებული თაფლს გააჩნია ყველა სასარგებლო თვისება და ინახება დიდი ხნის განმავლობაში (თუმცა არა უმეტეს ერთი წლისა).

ძალიან ხშირად, მეფუტკრეები არ ელოდებიან ზემოთ აღწერილი პროცესის დასრულებას და იღებენ თაფლს ფუტკრების მიერ თაფლის შეგროვების პროცესში ისე, რომ არ აცლიან თაფლს მომწიფებას ფიჭების ნაკლებობის (დეფიციტის) გამო.

ასეთ თაფლში, წყლის შემადგენლობა ზოგჯერ ორჯერ აღემატება ნორმას, ნაკლებადაა გამდიდრებული ფერმენტებით, საქაროზით და მალე მჟავდება.


იხილეთ: ყველაფერი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura