წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
 
  ნანახია 19680 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როგორ ავირჩიოთთმის დასახვევი - თმის დახვევის ტიპებიიმის მიუხედავად, თუ როგორ თმებია მოდაში, ხუჭუჭა და ტალღოვანი თმები ყოველთვის ამშვენებს ქალის ვარცხნილობას და ანიჭებს თმებს სტილსა და მოცულობას.

ხუჭუჭა თმები ნატურის შემოქმედებითობასა და რომანტიკულობაზე მიანიშნებს, ხოლო გემოვნებით გაკეთებული კულულები ქალურობასა და ელეგანტურობას უსვამს ხაზს.

არსებობს თმის დახვევის ქიმიური და ბიო (ბუნებრივი) მეთოდები, რომელსაც სილამაზის სალონი და პროფესიონალი სტილისტი სჭირდება. თუ თმის ქიმიური დახვევა ზიანს აყენებს თმას  ისეთი ბრუტალური შეამადგენლობის გამო, როგორიცაა - ამიაკი და წყალბადის პიროქსიდი, რომლებიც შლის თმის სტრუქტურას და დიდ ზიანს აყენებს მას

თმის თმის ბიო დახვევა თავისი სტრუქტურით ქიმიური დახვევის იდენტურია, თუმცა არ შედგება ამიაკისა და წყალბადის პიროქსიდისგან. მის შემადგენლობაშია ცისტინი - ცისტეამინ ქლორჰიდრატი – ორგანული ცილა, რომელიც არა თუ არ აზიანებს თმას, არამედ, როგორც სტრუქტურული ცილების ანალოგი, აუმჯობესებს თმის ხარისხს და ანიჭებს მას ბზინვარებას.

იმისათვის, რომ თმის დახვევა / დახუჭუჭება სილამაზის სალონში წასვლისა და სტილისტის გარეშეც შეძლოთ, არსებობს შესანიშნავი ელექტრონული მოწყობილობა - თმის დასახვევი, რომელიც ზედმეტ ხარჯებს აგარიდებთ თავიდან, რადგან თმის დახვევა / დაკულულებას და სასურველი ვარცხნილობის დაყენებას, სახლის პირობებშიც შესძლებთ.

ხარისხიანი თმის დასახვევის შეძენა, ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა - წახვალთ და იყიდით! - თუმცა სულაც არ არის ასე.

ცუდად შერჩეული თმის გამაცხელებელით არა თუ ვერ შეძლებთ თმების დახვევას, კულულების გაკეთებას და სასურველი ვარცხნილობის გაკეთებას, არამედ მან შეიძლება თმების დაზიანებაც კი გამოიწვიოს.

ამის მიზეზია ის, რომ თანამედროვე თმის დასახვევი არ არის მხოლოდ თმის დასახვევი გამაცხელებელი ელემენტი, იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, ხარისხის და სხვადასხვა მიზნისთვის განკუთვნილი, რამაც შეიძლება გამოცდილი მყიდველიც კი შეიყვანოს შეცდომაში.

ამიტომ, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა ტიპის ხელსაწყოა იგი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენის დროს.


თმის დასახვევის ტიპები


არსებობს ოთხი ტიპის თმის დასახვევი:

თმის დასახვევი მომჭერით - მისი ზედაპირის დიამეტრი ერთნაირია მთელს სიგრძეზე.

თმის დასახვევი მომჭერის გარეშე (კონუსური) - მისი ზედაპირის დიამეტრი იცვლება - ფართოა სახელურთან და ვიწროვდება ხელსაწყოს ბოლოსკენ (ბუნიკისკენ).

თმის დასახვევი ცვლადი საცმებით - ასეთ ხელსაწყოს კომპლექტში მოჰყვება სხვადასხვა ტიპისა და დიამეტრის ცვლადი საცმები.

 თმის ავტომატური დასახვევი - ეს არის, კომპანია BaByliss - ის მიერ შექმნილი მოწყობილება კულულების ავტომატურად შესაქმნელად.

თმის დასახვევი მომჭერით

თმის დასახვევი მომჭერითსტანდარტულია და მოსახერხებელი. მისი მოხმარება ძალიან მარტივია - საკმარისია დაახვიოთ თმა ხელსაწყოს საშუალებით, დაატრიალოთ ხელსაწყო ღერძის გარშემო, მოუჭიროთ მომჭერი და გააჩეროთ - კულული მზადაა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მანიპულაციის შესრულება ერთი ხელითაც არის შესაძლებელი (ეს მოეწონებათ იმ ქალბატონებს, ვისაც ერთდროულად უყვართს რამდენიმე საქმის კეთება.

გასათვალისწინებელია, რომ ასეთი თმის დასახვევით გაკეთებული კულულები ყველას არ მოსწონს, რადგან კულულების მოცულობა (სისქე), თმის მთელს სიგრძეზე ერთნაირია, რაც მართალია ლამაზია, მაგრამ ცოტათი ხელოვნურის შთაბეჭდილებას ქმნის.

თმის დასახვევი მომჭერის გარეშე

თმის დასახვევი მომჭერის გარეშეასეთი თმის დასახვევი არ არის აღჭურვილი მომჭერით, მაგრამ სამაგიეროდ იძლევა საოცრად ბუნებრივი კულულების გაკეთებისა და მისი მოცულობის ვარირების საშუალებას.

ბევრ ქალბატონს ეშინია ასეთი თმის დასახვევის გამოყენების, რადგან მას მოუხერხებლად თვლიან, თუმცა ეს სულაც არ არის ასე.

მართალია ასეთ თმის დასხვევს არა აქვს მომჭერი, მაგრამ თმის დაფიქსირება ხდება ხელის საშუალებით, რაც მოსახერხებელია და სრულებით არ არის საშიში, რადგან დასახვევის ბოლო, ქვედა ნაწილი არ ცხელდება. ამას გარდა კომპლექტში მას მოჰყვება თერმოდამცავი ხელთათმანები.

ერთი სიტყვით, ვისაც ხიბლავს სიახლე და მრავალფეროვნება, არჩევანი სწორედ ასეთი ტიპის თმის დასახვევზე უნდა გააკეთოს.

თმის დასახვევი ცვლადი საცმებით

როგორ ავირჩიოთ თმის დასახვევი - თმის დასახვევი ცვლადი საცმებითექსპერიმენტების მოყვარულთათვის კარგი არჩევანი იქნება თმის დასახვევი მრავალფეროვანი ცვლადი საცმე ბით.

კომპლექტაციაში შეიძლება შედიოდეს : სწორი, კონუსური, მრგვალი, ოვალური, სპირალური და სხვა ტიპის საცმები.

პოპულარობით სარგებლობს სწორკუთხოვანი, ორმაგი და სამმაგი დახვევისთვის განკუთვნილი ზიგზაგისებური მაშები, აგრეთვე მაშები ტექსტურაიზერი - თმებზე სხვადასხვა ფიგურული ეფექტების შესაქმნელად.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს თმის დასახვევი საცმების ორიგინალური ტიპები, მაგალითად როგორიცაა  - საცმები გოფრირებული ფირფიტებით.

თმაზე, ასეთი ფირფიტებით აღჭურვილი საცმების ზემოქმედებით, შესაძლებელია მოდური ვარცხნილობა - „გოფრეს“ გაკეთება. ტალღოვანი თმებისა და კულულების ზომა და სიხშირე დამოკიდებულია მრავალფეროვანი გოფრირებული ფირფიტების ზედაპირის თვისებებზე.

სხვადასხვა გოფრირებული საცმების საშუალებით შესაძლებელია ტალღოვანი თმების სხვადასხვა ეფექტების შექმნა.

არსებობს საცმი, რომელსაც წყლის რეზერვუარი გააჩნია. ასეთი საცმი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან  აცხელებს თმას ორთქლის საშუალებით და არ იწვევს მის გადახურებასა და ტრამვირებას.

კარგია თუ თმის დასახვევს ექნება საცმი - უთო, რათა სურვილის შემთხვევაში შეძლოთ თმების გასწორება და არ დაგჭირდეთ ცალკე თმის უთოს შეძენა.

ზოგიერთი საცმის ზედაპირი დამუშავებულია ვერცხლის ნანონაწილაკებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ თმაზე, რადგან როგორც ცნობილია, ვერცხლი გამოირჩევა ანტიბაქტერიალური თვისებებით.

თმის ავტომატური დასახვევი

თმის ავტომატური დასახვევიეს არის ავტომატური ელექტროინსტრუმენტი, რომელიც „ისრუტავს“ თმას და რამდენიმე წამის შემდეგ გადააქცევს მას კულულად.

სხვათა შორის,  ფორმისა და მომავალი კულულების მიმართულების მიცემა მოწყობილობაზე წინასწარაა შესაძლებელი, სასურველი პარამეტრების მითითებით.

ასეთი მოწყობილობის ყველაზე დიდი პლიუსი, მისი საშუალებით კომფორტული მუშაობაა. საკმარისია გამოაცალკავოთ თმის ნაწილი, მოათავსოთ აპარატში და სულ ეს არის. „ჭკვიანი“ ელექტროინსტრუმენტი დანარჩენს თავად გააკეთებს.

ერთადერთი მისი მინუსი - მაღალი ფასია, რადგან იგი ფასით საგრძნობლად განსხვავდება სხვა თმის დასახვევებისგან.


დიამეტრი


თმის დასახვევის დიამეტრისასურველი ვარცხნილობის გაკეთების დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს თმის დასახვევის მაშების დიამეტრს. სწორედ ის განაპირობებს კულულების ზომას.

თანამედროვე თმის დასახვევებში, მაშების დიამეტრი მერყეობს - 13-დან 35 მმ-მდე. ყველაზე მცირე დიამეტრის მაშის საშუალებით, შეიძლება პატარა ზომის და მოქნილი კულულების გაკეთება.

25 მმ დიამეტრის მაშის გამოყენება კარგია დიდი ზომის კულულების გასაკეთებლად. ხოლო ყველაზე დიდი დიამეტრის მაშით, დიდი მოცულობის ვარცხნილობისა და დიდი ზომის ტალღოვანი თმის გაკეთებაა შესაძლებელი.

გარდა კულულების ზომისა, მაშების დიამეტრის არჩევანი დამოკიდებულია თმის სიგრძესა და სტრუქტურაზე. კულულების გაკეთება ისეთი თმისგან, რომელიც მტვრევადია და რთულად ექვემდებარება დახვევას, უმჯობესია ყველაზე მცირე დიამეტრის მაშების საშუალებით.

მძიმე და გრძელი თმების დასახვევად უმჯობესია დიდი დიამეტრის მაშები. გაითვალისწინეთ, რომ მაშის დიამეტრის ზომა, უნდა იყოს სასურველი კულულის ზომაზე ნაკლები.

კონუსური (მომჭერის გარეშე) თმის დასახვევები შეიძლება უნივერსალურად ჩაითვალოს, რადგან იგი იძლევა მაშის დიამეტრის ცვლილების საშუალებას ისე, რომ გამოყენებული იქნას მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი.


სიმძლავრე / ოპტიმალური ტემპერატურა


როგორ ავირჩიოთ თმის დასახვევი - სიმძლავრერაც უფრო მეტია თმის დასახვევის სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად მოხდება მისი გაცხელება, ანუ მუშა მდგომარეობაში მოყვანა.

თანამედროვე, პროფესიონალურ მოდელებში, სიმძლავრის მაჩვენებელი მერყეობს 25-90 ვატის ფარგლებში, თუმცა ასეთ ხელსაწყოებს დიდი გაბარიტები აქვს  და მათი გამოყენება შედარებით მოუხერხებელია.

სახლის პირობებში, კარგი ხარისხის თმის დასახვევის გამოყენებისთვის, სრულიად საკმარისია 25-50 ვატი სიმძლავრე. ამ სიმძლავრის ხელსაწყო ცხელდება დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.

რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, იგი თმის დასახვევებში მერყეობს 100 - დან 200 გრადუსამდე. უფრო მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში  შესაძლებელია რთული ვარცხნილობების გაკეთება, თუმცა ამ შემთხვევაში თმების დაზიანების რისკი საკმაოდ მაღალია.

სასურველი ტემპერატურის შესაჩვევად და მისი რეგულირებისთვის, მიზანშეწონილია თუ თმის დასახვევს ექნება ტემპერატურის რეგულირების ფუნქცია.


ტემპერატურის რეგულირება


თმის დასახვევის ტემპერატურის რეგულირებათმები, ისევე როგორც ადამიანები, განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგი თმა სქელია და უხეში, ზოგი თხელი და მტვრევადი, ზოგი შეღებილი და ა.შ.

აქედან გამომდინარე, თუ ერთი ტიპის თმისთვის გარკვეული ტემპერატურა არის უსაფრთხო, შესაძლოა სხვა ტიპის თმისთვის იგივე ტემპერატურის ზემოქმედება აღმოჩნდეს ზიანის მომტანი.

მაგალითად, რაც უფრო დაზიანებული და თხელია თმა, მით უფრო დაბალი ტემპერატურის გამოყენებაა საჭირო მის დასამუშავებლად (მაქსიმუმ 100-150), ხოლო უხეში, შეუღებავი თმის დასახვევად რეკომენდებულია მაღალი ტემპერატურა (200-250), რადგან თმა ნაკლებად ზიანდება და კულულების შენარჩუნება უფრო დიდხანს არის შესაძლებელი.

ამის გამო, თანამედროვე თმის დასახვევების უმრავლესობა, აღჭურვილია თერმორეგულიატორით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტემპერატურისა და მუშაობის რეჟიმების რეგულირება.

ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებში, ასეთი რეგულიატორი წარმოადგენს მბრუნავ რგოლს თმის დასახვევის სახელურზე, ან მცოცავ გადამრთველს რამდენიმე პოზიციაში.

ხოლო ძვირადღირებულ, მაღალხარისხიან მოდელებში, ტემპერატურის რეგულირება ხდება კლავიშებით, ხოლო მისი მნიშვნელობა ნაჩვენებია თმის დასახვევში ჩამონტაჟებულ დისპლეიში (რაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან გეცოდნებათ ზუსტი ტემპერატურული რეჟიმი და არა მიახლოებითი).

ტემპერატურის რეგულირების კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია თმის კულულებს მისცეთ სხვადასხვა ფორმა და მოცულობა. ასე, რომ თმის უსაფრთხოებისა და ხელსაწყოს კომფორტული მოხმარებისთვის, რეკომენდებულია აირჩიოთ თმის დასახვევი, ტემპერატურის რეგულირების ფუნქციით.


ზედაპირის მასალა


თმის დასახვევის ზედაპირის მასალამასალა, რისგანაც არის დამზადებული თმის დასახვევის მუშა ზედაპირი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია არჩევანის გაკეთების დროს. სწორედ ფირფიტების მასალაზეა დამოკიდებული თმის დაახვევის პროცესის უსაფრთხოება და თმების მდგომარეობა დაკულულების შემდეგ.

სხვადასხვა მწარმოებელი მაშებისა და ფირფიტების დასაფარად იყენებს სხვადასხვა ზედაპირს: იონურ-კერამიკული, ტურმალინის, ტეფლონის, ტიტანის და ალმასის საფარით დაფარული.

მეტალი - უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მაშების გაცხელებას დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად თმის დასახვევადაც მეტი დროა საჭირო.

თმის დასახვევს, რომელსაც უჟანგავი მეტალის მაშები გააჩნია, არა აქვს თერმორეგულიატორი და  არ გამოყოფს ორთქლს. იგი ზედმეტად ახურებს თმას, აშრობს მას და უკარგავს სილამაზეს.

ამავე დროს, უჟანგავი ფოლადის მაშები არ სრიალებს თმებზე და შეიძლება გარდიგარდმო ზოლებიც კი დატოვოს დაკულულებული თმის არეში.

იონურ-კერამიკული მაშები - შეიცავს დამუხტულ ნაწილაკებს, რომელიც დადებითად მოქმედებს თმაზე, ანოტივებს  მას, მატებს მოქნილობას, აღადგენს თმას და ანიჭებს მას ბზინვარებას.

ტურმალინი - წარმოადგენს ბუნებრივ კონდიციონერს. იგი კრისტალების ნარევია, რომლის გაცხელებისას გამომუშავდება უარყოფითი იონები, რომლებიც დადებითად მოქმედებს თმაზე, გამორიცხავს მის აბურდვასა და აწეწვას გამოყენების პროცესში, ანიჭებს თმას სიჯანსაღეს.

ტეფლონის და ტიტანის საფარით დაფარული მაშები -  ასევე აჯანსაღებს თმას, არ წვავს და ხდის მას სრიალასა და აბრეშუმისებრს, არ იწებებს თმაზე დასხმულ სხვადასხვა გელებსა და მუსებს, იდეალურია ნებისმიერი სიგრძის თმისათვის. დახვევის შემდეგ, თმა არის იდეალურ მდგომარეობაში და შედარებით დიდხანს ინარჩუნებს ასეთ სახეს.

ალმასის საფარი - დაფარული გამაცხელებელი ფირფიტები ზემოთ აღნიშნულ ყველა დადებით თვისებასთან ერთად გამოირჩევა იმით, რომ ის არის ზეგამძლე მასალა და მასზე მუდმივ გარანტიას იძლევიან.


დამატებითი ფუნქციები


თმის დასახვევის დამატებითი ფუნქციებიმწარმოებლები ზრუნავენ, რომ თანამედროვე პროფესიონალური თმის დასახვევი კომპაქტური და ამავდროულად ყველა საჭირო ფუნქციით აღჭურვილი იყოს.

თანამედროვე თმის დასახვევებში გამოყენებულია იონური კონდიცირებისა და კომპიუტერული დიზაინის ტექნოლოგიები.

ასეთი მოდელები აღჭურვილია თხევადკრისტალური დისპლეით, ელექტრონული თერმორეგულიატორით და ტემპერატურის ინდიკატორით. 

»» იონიზაცია - თანამედროვე მოდელებში ხშირად გვხვდება იონიზაციის ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის კანის მდგომარეობას. გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები და ანიჭებს თმას ბზინვარებას.

»» ბურთულოვანი კაბელი - რეკომენდებულია, თუ თმის დასახვევის კაბელს ექნება მბრუნავი, ბურთულოვანი მოძრაობის რეჟიმი, ხოლო კაბელის სიგრძე არ იქნება 1,5-2 მეტრზე ნაკლები.

»» უსადენო თმის დასახვევი - არსებობს უკაბელო თმის დასახვევები, რომლებიც იმუხტება უსადენოდ, სპეციალური, დასამუხტი სადგარის საშუალებით.

»» ავტომატური გამორთვის რეჟიმი (თუ გამორთვა დაგავიწყდათ, თმის დასახვევი ავტომატურად გამოირთვება ერთ საათში);

»» PTC Heating (და მსგავსი: Aqua Ceramic, Aqua Ionic, Floating plates) - ტექნოლოგიები, რომლებიც სწრაფად ახდენენ ტემპერატურის სტაბილიზაციას, რის გამოც არ ხდება თმების გადახურება და გამოშრობა, იგი ინარჩუნებს ჯანმრთელობასა და სილამაზეს.

»» ხმოვანი სიგნალი - საჭირო ტემპერატურამდე გაცხელების დროს;

»» დიოდური ეკრანი;

»» ტემპერატურული რეჟიმის ციფრული რეგულირება;

»» ტურბო რეჟიმი;

»» და სხვა...


პს


როგორ ავირჩიოთ თმის დასახვევი - პსაქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ აბსოლიტურად უსაფრთხო არც ერთი თმის დასახვევი, უთო თუ ფენი არ არის და მათი გამოყენებისას, გარკვეული ზომებისა და სიფრთხილის დაცვაა საჭირო.

მაგალითად, რეკომენდებულია მათი გამოყენება -  კვირაში 1-2-ჯერ. მეტი სიხშირით გამოყენებით უკვე საფრთხე ექმნება თმის ჯანმრთელობას.

მაგრამ, სწორად შერჩეული და გონივრულად გამოყენებული თანამედროვე თმის დასახვევი, არა მარტო დაგეხმარებათ მომხიბლავი და განსხვავებული ვარცხნილობა გქონდეთ, არამედ დაიცავს თქვენს თმას გადახურებისა და ბაქტერიებისგან.

შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ თმის დასახვევის ბრენდს, ხარისხს, კარგად ჩამოყალიბდით თუ რომელი ფუნქციებია თქვენთვის მნიშვნელოვანი და თუ მრავალფეროვნება გხიბლავთ, არჩევანი გააკეთეთ ცვლადი, მრავალფეროვანი საცმებით დაკომპლექტებულ თმის დასახვევზე.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

თმის დასახვევი უთოები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

თმის დასახვევი
უთოები
თმის გასასწორებელი
უთოები
უთოები
თმის გაშრობისთვის და ფორმირებისთვის

კერამიკის
თმის დასახვევები
იონური
თმის დასახვევები

თმის დასახვევების
სრული კატალოგი
თმის დასახვევი უთოები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:
თმის დასახვევები
100 ლარამდე
Philips-ის
თმის დასახვევები
თმის დასახვევების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები



როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა