წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 8157 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როგორ ავირჩიოთ ელექტროჩაიდანიელექტროჩაიდანი სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომლით სარგებლობაც ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს.

დღესდღეობით ელექტროჩაიდნები ბაზარზე ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი და არჩევნის გაკეთება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა სასურველია თუ ელექტროჩაიდანი ხარისხიანი და მოსახმარად კომფორტული იქნება.

განვიხილოთ განსაკუთრებული მომენტები, რომელზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება ელექტროჩაიდანის არჩევის დროს.

 

 

1) გამათბობელი ელემენტი;

2) მოცულობა;

3) ფილტრები;

4) ელექტროენერგიის მოხმარება;

5) მასალა;

6) მწარმოებელი ფირმა;

 

ელექტროჩაიდნის ტიპები, გამათბობელი ელემენტი

 

არსებობს სამი ტიპის ელექტროჩაიდანი:

1) ელექტროჩაიდანი სპირალით;

2) ელექტროჩაიდანი  დისკით;

3) ელექტროჩაიდანი თერმოსი (თერმოპოტი);

ელექტროჩაიდნის გამათბობელის ტიპებითქვენ აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ  როგორი გამათბობელი ელემენტი ექნება თქვენს ელექტროჩაიდანს.

რა თქმა უნდა უმჯობესია შეიძინოთ ელექტროჩაიდანი. რომლის გამათბობელი ელემენტი დისკია, რადგან დისკს აქვს  უფრო დიდი მოცულობა, რის გამოც  წყალი უფრო  სწრაფად დუღდება.

მეორე მიზეზია ის, რომ თქვენ არ გიხდებათ ზრუნვა იმის შესახებ, საკმარისია თუ არა თქვენს ელექტროჩაიდანში  წყალი და დაფარულია თუ არა სპირალი.

რადგან თუ ის მთლიანად დაფარული არ არის, ან დაფარულია ნაწილობრივ, ჩაიდანი  შეიძლება ძალიან მალე გადაიწვას მაღალი ტემპერატურის გამო.

გვხვდება ხოლმე მოოქროვილი სპირალი, დისკის მოოქროვება არ ხდება, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ასეთ რამეს მხოლოდ მომხმარებლის მოსაზიდად აკეთებენ. მოოქროვება არავითარ ეფექტს არ იძლევა, თუმცა ზოგიერთი ფირმის პოზიციით მოოქროვება ნადების საწინააღმდეგო საშუალებაა.

თერმოპოტი - ელექტროჩაიდნისა და თერმოსის ჰიბრიდია, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს წყლის ტემპერატურა ადუღებიდან 24 საათის განმავლობაში. ზოგიერთი მოდელები, წყლის ტემპერატურას გაცილებით დიდი ვადითაც ინარჩუნებენ ხოლმე, რაც გარდა იმისა, რომ ძალიან კომფორტულია, ეკონომიურიცაა (ელექტროენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით), რადგან აღარ არის საჭირო წყლის კვლავ და კვლავ ადუღება.

თერმოპოტში წყლის ტემპერატურა 95-98 გრადუსის დონეზე რჩება ადუღებიდან 5-6 საათის განმავლობაში, ხოლო ამ დროის გასვლის შემდეგ, წყლის ტემპერატურა 80 გრადუსის ფარგლებში ნარჩუნდება.

სხვადასხვა თერმოპოტი აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციებით, მაგალითად პრაქტიკულად ყველა თერმოპოტს გააჩნია გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმზე დაყენების ფუნქცია - ჩაის, ან ყავის მოდუღებისთვის, ბავშვის საკვების დამზადებისთვის და სხვა საჭიროებისთვის.

ზოგიერთი თერმოპოტის მოდელი აღჭურვილია დაბალი დონის ორთქლის წარმოქნის ფუნქციით.

იმისათვის, რომ წყალი ჩაასხათ ჭიქაში, საჭირო არ არის თერმოპოტის დახრა. ყველა მოდელს გააჩნია წყლის ელექტრონასოსით მიწოდების ფუნქცია და სხვა ფუნქციები. არსებობს ყველა ზომის თერმოპოტები 2 - დან 5 ლიტრამდე.

აღსანიშნავია, რომ ელექტროიჩაიდნისგან განსხვავებით, თერმოპოტი ხარჯავს უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას, რადგან მას სჭირდება სულ რაღაც 0,7-0,8 კვტ სიმძლავრე.

თერმოპოტის კორპუსი დამზადებულია სპეციალური, თერმოგამძლე მასალისგან, რომელიც უნარჩუნებს ადუღებულ წყალს ტემპერატურას ისე, რომ ამ დროს კორპუსი გარედან ცივი რჩება.

სამოვარი - თანამედროვე, ორიგინალური ელექტრონული ელექტროჩაიდანი, რომელსაც მრგვალი ფორმები და ქვედა ნაწილში ჩამონტაჟებული გამათბობელი გააჩნია.

რაც შეეხება ზედა ნაწილს, იქ მოთავსებული ნაყენის (ფერის) დასაყენებელი პატარა ჩაიდანი, რომელიც იმავდროულად თავსახურის ფუნქციასაც ასრულებს. ამას გარდა, მას გააჩნია კორპუსზე განთავსებული მოსახერხებელი ონკანი.

ასეთ სამოვრებს ძირითადად დეკორაციის სილამაზისთვის და ორიგინალურობისთვის იყენებენ, თუმცა იგი ფლობს თითქმის ყველა იმ აუცილებელ და საჭირო ფუნქციებს, რასაც ჩვეულებრივი, თანამედროვე ელექტროჩაიდნები.

 

მოცულობა

 

ელექტროჩაიდნის მოცულობაამის გასაწყვეტა საკმაოდ იოლია, ფირმების მიერ წარმოდგენილია ელექტროჩაიდნები, რომელთა მოცულობა 0,5-დან 2 ლიტრამდეა.

უფრო მეტად გავრცელებულია და გვხვდება ელექტროჩაიდნები, რომელთა მოცულობა 1,5-1,8 ლიტრია.

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდი მოცულობისაა ჩაიდანი, რა თქმა უნდა მით უფრო მეტი რაოდენობის წყალს აადუღებს იგი, თუმცა შესაბამისად მოიხმარს მეტ ელექტროენერგიას.

ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია რა მოცულობის ჩაიდანი გჭირდებათ.

 

 

ფილტრები

 

ელექტროჩაიდნის ფილტრებიბევრი მწარმოებელის  მიერ გამოშვებულ ელექტროჩაიდანს ერთი ან ორი ფილტრი აქვს. პირველი ფილტრი განთავსებულია იქ, საიდანაც ჩაიდანში ისხმება წყალი. იგი იცავს ჭუჭყისგან, რომლიც შეიძლება მასში წყლის ონკანიდან მოხვდეს.

ჩვეულებრივ, ფილტრად ლითონის ან პლასტმასის  წვრილი ბადეა ხოლმე გამოყენებული.

არსებობს ელექტროჩაიდანი, რომელსაც ნახშირის ფილტრი აქვს. მართალია ეს გარკვეულწილად ართულებს წყლით  ავსებას, მაგრამ სამაგიეროდ ჩაიდანში მაქსიმალურად გაფილტრული და სუფთა წყალი ხვდება.

თუმცა  არის ერთი პრობლემა, დაზიანების შემთხვევაში ასეთი ფილტრების ცალკე შეძენა თითქმის შეუძლებელია.

ელექტროჩაიდანი ამ ფილტრის გარეშე ჩვეულებრივად, უპრობლემოდ იმუშავებს, მაგრამ  მეორე ფილტრი, რომელიც ჩაიდანს აქვს ცხვირის ნაწილში იმ ადგილზე, საიდანაც  უნდა ჩამოასხათ წყალი, მისთვის უბრალოდ აუცილებელია.

ეს იმისათვის, რომ ფინჯანში, რომელიც განკუთვნილია  ჩაისთვის ან ყავისათვის, არ მოხვდეს ჩაიდნის ნადები.

ასე რომ თუ თქვენ მოგეწონათ ჩაიდანი, რომელსაც არა აქვს პირველი ფილტრი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ, როცა მეორე ფილტრის არსებობა აუცილებელია.

არსებობს ჩაიდანი, რომელსაც წყლის გაფილტვრის უნიკალური მექანიზმი გააჩნია, ის წარმოადგენს წყლის მფილტრავი მოწყობილობისა და ჩაიდანის ჰიბრიდს.

 

მასალა

 

კერამიკული ელექტროჩაიდანიძირითადად არსებობს 5 ტიპის მასალა:

1. პლასტმასი;

2. მეტალი;

3. მეტალი + პლასტმასი;

4. მინა;

5. კერამიკა;

ოთხივე ტიპის მასალა კარგია და პრაქტიკული, თუმცა მეტალის ელექტროჩაიდანი, მიუხედავად შედარებით ეფექტური დიზაინისა, გაცილებით რთული მოსავლელია ვიდრე პლასტმასის ელექტროჩაიდანი.

რაც შეეხება მინას, გვხვდება მინის კოლბიანი, შუშის ელექტროჩაიდნებიც, მინა ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მასალაა, თუმცა მოსავლელად რთული და ამვე დროს მისი დაზიანების (გატეხვის) შანსიც მაღალია.

კერამიკა ლამაზი და ორიგინალურია, თუმცა იგი თვისებებით (დადებითი+უარყოფითი) ძალიან ჰგავს მინას. იგი ნეიტრალურია წყალთან, ამიტომ მიიჩნევა ეკოლოგიურად სუფთად.

კერამიკა შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი და მყიფე, ასევე მტკიცე და მძიმე. მისი ერთ-ერთო მთავარი კოზირია ის, რომ ძალიან უხმაუროა მუშაობის დროს.

ასე რომ აქაც არჩევანი თქვენზე და თქვენს გემოვნებაზეა.

 

სიმძლავრე, ელექტროენერგიის მოხმარება

 

ელექტროჩაიდნის ელექტროენერგიის მოხმარებაელექტროჩაიდანი საკმაოდ მძლავრი ელექტრონული ხელსაწყოა. მის მიერ  მოხმარებული სიმძლავრე 1000-დან 3000-მდე ვატს შეადგენს.

შედარებისთვის - მიკროტალღური ღუმელი მაქსიმუმ 1600 ვატს მოიხმარს.

ამიტომ თუ თქვენ დიზაინთან და სხვა მონაცემებთან ერთად ეკონომიაც გაინტერესებთ, შეიძინეთ შესაბამისი სიმძლავრის ჩაიდანი, განსხვავება დაბალი და მაღალი სიმძლავრის ელექტროჩაიდნით წყლის ადუღების დროში უმნიშვნელოა, ელექტროენერგიის ეკონომია კი საგრძნობი.

გარდა ამისა, მართალია მაღალი სიმძლავრის ელექტროჩაიდანი რამდენადმე სწრაფად ადუღებს წყალს, მაგრამ ასეთ ჩაიდანში, შესაბამისად ხმაურის დონეც შედარებით მაღალია.

არსებობს ელექტროჩაიდანის სიმლავრის კიდევ ერთი მაჩვენებელი - სითბოს შენარჩუნებისმ რომელიც მერყეობს 120-200 ვატს შორის. თუმცა ეს მაჩვენებელი ძირითადად გვხვდება სამოვარის ტიპის ელექტროჩაიდნებში.

შეერთების დროს ყურადღება მიაქციეთ და ამოირჩიეთ შტეფსელი, რომელიც გაუძლებს თქვენი ელექტროჩაიდანის სიმძლავრეს.

 

 

დამატებითი ფუნქციები

 

ელექტროჩაიდნის დამატებითი ფუნქციებიარსებობს და სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია ახალი კლასიფიკაციის ელექტროჩაიდნები, რომლებიც მთელი რიგი დამატებითი ფუნქციებით არის აღჭურვილი.

ეს დამატებითი ფუნქციები სხვადასხვა დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი და ელექტროჩაიდნების მოხმარებას გაცილებით კომფორტულს ხდის, მაგალითად:

 

  • ტემპერატურული რეჟიმები - ელექტროჩაიდნის საშუალებით შესაძლებელია წყლის ადუღება 40, 60, 80 და 100°C ტემპერატურაზე. ეს საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციაა, რადგან თუ წყლის მხოლოდ გათბობა გსურთ - რეჟიმი - 40°C, კერძების დამზადება -  რეჟიმი - 60°C, ჩაი ან ყავა - რეჟიმი 80°C, ფაფებისა და სუფების დასამზადებლად -  რეჟიმი - 100°C.
  • სითბოს შენარჩუნების რეჟიმი - შესანიშნავი რეჟიმია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, წყლის ტემპერატურის განსაზღვრული დონის შენარჩუნება ჩაიდანში.
  • დამახსოვრების რეჟიმი - ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეიძლება ჩაირთოს რეჟიმი, რომელიც ბოლოს იყო გამოყენებული (ბოლოს შესრულებული ოპერაცია).
  • სპეციალური ფილტრი - ეს ფილტრი წმენდს წყალს და იცავს ჩაიდანს ნადებისაგან.
     
  • წყლის მაჩვენებლის ინდიკატორი - ელექტროჩაიდანს კორპუსზე გააჩნია ინდიკატორი, რომელიც უჩვენებს, თუ რა რაოდენობის წყალია ჭურჭელში.
  • ავტომატური გამორთვის რეჟიმი - ჩვეულებრივ, ელექტროჩაიდნები ავტომატურად ითიშება, როდესაც წყლის ტემპერატურა მიაღწევს 100°C -ს (ეს ფუნქცია გააჩნია, ყოველ შემთხვევაში უნდა გააჩნდეს ნებისმიერ ელექტროჩაიდანს).
  • ავტომატური გამორთვის რეჟიმი (თუ ჩაიდანში წყლის ჩასხმა დაგავიწყდათ) - ეს მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რადგან იგი არა მარტო იცავს ჩაიდანს გადაწვისგან, არამედ გამორიცხავს ხანძრის შესაძლებლობას)
  • ხმოვანი სიგნალი წყლის ადუღების შემდეგ - როგორც კი წყალი ადუღდება, ელექტროჩაიდანი იძლევა ხმოვან სიგნალს.
  • როგორ ავირჩიოთ ჩაიდანიჩაიდანში ჩაის დამზადების შესაძლებლობა - ჩაიდანში (ან მის თავზე) მოთავსებულია სპეციალური კალათი, რომელშიც იყრება ჩაი, შემდეგ მიცემთ სასურველ დროს (სხვადასხვა ტიპის ჩაისთვის, დრო სხვადასხვაა), წყლის ადუღების შემდეგ, ჩაით სავსე კალათი ავტომატურად ჩაეშვება წყალში და ხდება ჩაის დაყენება.
  • განათება - ჩაიდანი, ჩართვის მომენტში, სპეციალური შუქითაა განათებული, ხოლო როცა წყალი ადუღდება, განათების ფერი იცვლება, რაც წყლის ადუღებაზე მიანიშნებს.
  • კაბელის დახვევის რეჟიმი - შესაძლებლობას იძლევა ავტომატურად დაიხვეს და ჩაიმალოს ჩაიდნის კორპუსში კაბელის ზედმეტი სიგრძე.
  • ჩართვა-გამორთვის და სხვა ფუნქციების ინდიკატორები - ინდიკატორები მიუთითებს ჩართულია თუ გამორთული ჩაიდანი, ან მისი რომელი ფუნქციაა ჩართული (მაგალითად წყლის დონის ინდიკატორი და ა.შ)
  • ელექტროჩაიდნის კორპუსის ბრუნვის რეჟიმი - შესაძლებელია ელექტროჩაიდანმა 360° - ით იბრუნოს გამათბობელი ქვესადგარის (ფსკერის) ირგვლივ.
  • ჩაიდნის დაცურების საწინააღმდეგო ფეხები - ელექტროჩაიდნის ფეხები, რომელიც სპეციალური მასალისგანაა დამზადებული და ვიბრაციის დროს ხელს უშლის ჩაიდნის დაცურებას.
  • და სხვა...

 

მწარმოებელი ფირმა

 

ელექტროჩაიდნის მწარმოებელი ფირმათითქმის ყველა ფირმა ერთნაირი ტიპის, ერთმანეთის მსგავს  ელექტროჩაიდანს აწარმოებს. ელექტროჩაიდანი არ არის ისეთი რთული ხელსაწყო, რომ  მისი შექმნა მწარმოებელი ფირმებისთვის  რაიმე სიძნელეს წარმოადგენდეს.

ასე რომ წყნარად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ჩაიდანი ისე, რომ მწარმოებელ ფირმას დიდი ყურადღება არ მიაქციოთ. თუ რა თქმა უნდა მიკერძოებული არ ხართ და რომელიმე ფირმას განსაკუთრებულ უპირატესობას არ ანიჭებთ (შეიძლება სახლში ყველაფერი იმ ფირმის გაქვთ).

ასე, რომ მთავარი, რასაც ამ დროს შეიძლება ყურადღება მიაქციოთ ეს დიზაინია, რომლის არჩევანიც საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძინოთ გაურკვეველი წარმოების ელექტროჩაიდანი, რომელსაც ერთი შეხედვითაც  აშკარად ეტყობა, რომ ყალბი და დაბალი ხარისხისაა, თანაც იყიდება არა სპეციალიზირებულ მაღაზიებში, არამედ დახლებზე ან სხვა შეუსაბამო ადგილზე.

ასეთი ჩაიდნის შეძენის შემთხვევაში  ვერავინ  ვერავითარ გარანტიას ვერ მოგცემთ, ან თუ მოგცემთ, მაინც არ იქნებით  გარანტირებული რომ იგი მალევე არ დაგეწვებათ ან მოკლე ჩართვას არ მოახდენს.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

ელექტროჩაიდნები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

ჩაიდნები უჟანგავი
მეტალის კორპუსით
ჩაიდნები
მინის კორპუსით
ჩაიდნები
პლასტმასის კორპუსით

თერმული
ჩაიდნები
ჩაიდნები
სამოვარის ფუნქციით
ჩაიდნები
ტემპერატურის შენარჩუნებით
ელექტროჩაიდნები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:
ელექტრო ჩაიდნები
50 ლარამდე
ელექტრო ჩაიდნები
დიდი მოცულობით
ელექტრო ჩაიდნების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura