მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 18984 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ სამზარეულოს კომბაინიკვების პროდუქტების მრავალფეროვნად, გემრიელად და რაც მთავარია სწრაფად მომზადებისთვის, სამზარეულოში მთელი რიგი მოწყობილობებია საჭირო, თუმცა ყველაფერ ამას წარმატები ასრულებს სამზარეულოს კომბაინი.

ეს მაღალტექნოლოგიური აპარატი საგრძნობლად აიოლებს პროდუქტის მომზადების პროცესს, ამცირებს მისი მომზადების დროს, ხდის მას სასიამოვნოს და ნაკლებად შრომატევადს.

ერთმნიშვნელოვანი პასუხი იმისა, თუ ვინ გამოიგონა პირველად სამზარეულოს კომბაინი, არ არსებობს.

ზოგი თვლის, რომ ამ გამოგონების ავტორები ფრანგი მონარქები არიან, რომლთაც იგი ღვინის წარმოებისთვის შექმნეს.

სხვები გამოგონების ავტორად ფრანგ კარლ სონტჰაიმერს ასახელებენ, რომელმაც წინა საუკუნის 70 -იან წლებში საფუძველი ჩაუყარა ბლენდერის გამოყენებას.

მაგრამ უმრავლესობა მაინც აღიარებს, რომ სამზარეულოს კომბაინები ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგა გამომგონებელმა და კომპანია Robot Coupe - ეს დამფუძნებელმა პიერ ვერდენმა.

 

როგორი ტიპის კომბაინი ავირჩიოთ

 

როგორი ტიპის სამზარეულოს კომბაინი ავირჩიოთპირველ რიგში უნდა გაერკვეთ, რა არის თქვენთვის მთავარი განმსაზღვრელი კომბაინის არჩევის დროს - სისწრაფე, მრავალფუნქციურობა, თუ დიდი პორციების მომზადების შესაძლებლობა.

თანამედროვე სამზარეულო კომბაინი ითავსებს მთელი რიგი წვრილი საოჯახო ტექნიკის ფუნქციებს, როგორიცაა: წვენსაწური, ბლენდერი, ჩოფერი, ხორცსაკეპი, ყავის საფქვავი, ყინულის სამტვრევი და ა.შ

აქედან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, უნდა აირჩიოთ კონკრეტული მოდელი, რადგან მაგალითად, არ ღირს შეიძინოთ მრავალფუნქციური დიდი მოდელი იმისთვის, თუ იგი მხოლოდ კვერცხის ასათქვეფად, ან მცირე მოცულობის პროდუქტის დასაჭრელად გესაჭიროებათ. ამისთვის მცირე ზომის კომპაქტური მოდელიც იქნება საკმარისი.

სამაგიეროდ მრავლაფუნქციური კომბაინი, თუ იგი შეითავსებს სხვადასხვა საჭირო ფუნქციებს,  საზარეულოს სხვა მოწყობილობების შეძენას აგარიდებთ თავიდან.

ასე, რომ თქვენი გადასაწყვეტია რა გსურთ, კომპაქტური ზომის კომბაინი თუ მისი სოლიდური გარეგნული იერ-სახე. მრავალფუნქციურობა, თუ 2-3 აუცილებელი ფუნქციის არსებობა. მძლავრი, დაუღლელი კომბაინი, თუ მცირე სიმძლავრის აპარატი, რომელიც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

მაშ ასე, სამზარეულოს კომბაინი შედგება სამი ნაწილისგან: ძრავი, ჯამი და საცმების კომპლექტი.

ჯამის მოცულობა, ძრავის ფუნქციების რაოდენობა და საცმების რაოდენობა განსაზღვრავს კონკრეტული კომბაინის შესაძლებლობებს და შესაბამისად მის ფასსაც.

 

ჯამის მოცულობა

 

სამზარეულოს კომბაინის ჯამის მოცულობასამზარეულოს კომბაინის ჯამის მოცულობა შესაბამისობაში უნდა იყოს იმ პროდუქტების რაოდენობასთან, რა რაოდენობის გადამუშავებასაც აპირებთ.

თუ პატარა ოჯახი გაქვთ, დიდი მოცულობის ჯამის მქონე კომბაინის შეძენა შეცდომაა, რადგან მცირე ზომის პორციების მომზადება დიდ ჯამში გარდა იმისა, რომ მოუხერხებელია, წამგებიანიცაა, რადგან მომზადებული პროდუქტის საკმაო რაოდენობა ისე დარჩება ჯამის კედლებზე, რომ მას ბოლომდე ვერ ამოიღებთ.

არ ღირს ძალიან პატარა მოცულობის ჯამის მქონე კომბაინზე არჩევანის გაკეთებაც, რადგან შესაძლოა მოგიწიოთ უფრო მეტი მოცულობის პროდუქტის მომზადება, ვიდრე ჩვეულებრივ, და ამისთვის ჯამი არ იქნება საკმარისი.

ჯამის საშულო მოცულობად - 1,5-4 ლიტრი ითვლება. მინიატურულ სამზარეულოს კომბაინებს 200 მლ ჯამი გააჩნიათ, ხოლო მძლავრი კომბაინების ჯამის მოცულობა 5 ლიტრი და მეტიცაა.

 

სიმლავრე

 

სამზარეულოს კომბაინის სიმძლავრესამზარეულოს კომბაინის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, ჯამის მოცულობასთან ერთად მისი სიმძლავრეა.

ამასთან, აუცილებელია ამ ორი პარამეტრის ერთმანეთთან შესაბამისობაში განხილვა.

სამზარულოს კომბაინების სიმძლავრე 220 ვატიდან 2000 ვატამდე მერყეობს, თუმცა პირდაპირი ურთიერთდამოკიდებულება ხელსაწყოს სიმძლავრესა და ოპერაციების შესრულების სისწრაფეს შორის არ არსებობს.

ტრადიციულად, კომბაინის არჩევის დროს სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან ორიენტაცია აიღოთ შემდეგი სქემით: 

1,5 ლიტრიანი ჯამის მოცულობისთვის - საკმარისი სიმძლავრე 300 ვატი.

2 ლიტრიანი ჯამის მოცულობისთვის - საკმარისი სიმძლავრე 400 ვატი.

3 ლიტრიანი ჯამის მოცულობისთვის - საკმარისი სიმძლავრე 700 + ვატი.

სიმძლავრისა და მოცულობის ასეთი შეფარდების პარამეტრების მქონე კომბაინები პრინციპში აჩვენებენ ერთნაირ სისწრაფეს, თუმცა თუ შევადარებთ ერთნაირი მოცულობის ჯამის მქონე კომბაინებს, მეტი სისწრაფე ექნება იმ კომბაინს, რომელსაც მეტი სიმძლავრეა აქვს.

ამიტომ, თუ ნახეთ ორი კომბაინი, რომელთაც ერთნაირი მოცულობის ჯამი აქვთ, არჩევანი გაააკეთეთ იმ მოდელზე, რომელსაც მეტი სიმძლავრე გააჩნია.

სიმძლავრეს აგრეთვე განსაზღვრავს ისეთი პარამეტრი, როგორიცაა სიჩქარის რეგულირების შესაძლებლობა და მუშაობის რეჟიმების რაოდენობა.

ჩვეულებრივ, დაბალი სიჩქარე უზრუნველყოფს პროდუქტების ერთმანეთში შერევას, ხოლო უფრო მაღალი სიჩქარე პროდუქტების დაქუცმაცებაზეა პასუხისმგებელი.

კომპაქტურ მოდელებში საცმების ბრუნვის სიჩქარე 5000 - 10000 ბრ/წუთში მერყეობს,

მაღალფუნქციურ მოდელებში (როცა კომბაინით ყინულის დამტვრევა ან ფარშის მომზადებაა საჭირო) ბრუნვის სიჩქარე 12000-14000+ ბრ/წთ უნდა იყოს.

დიდი სიმძლავრის მქონე კომბაინები ჩვეულებრივ აღჭურვილია 5 სიჩქარიანი ძრავებით, რაც ძალიან მოსახერხებელია.

კობმაინს უნდა გააჩნდეს 2 სიჩქარე მაინც, მაგრამ სასურველია თუ ექნება არანაკლებ 3 სიჩქარისა.

კარგია, თუ კომბაინს გააჩნია მუშაობის იმპულსური რეჟიმი. ამ დროს მუშაობის სიჩქარე იმატებს იმ დროის განმავლობაში, ვიდრე ხელი დაჭერილი გაქვთ იმპიულსური რეჟიმის სპეციალურ ღილაკზე.

აუცილებლად გაარკვიეთ აქვს თუ არა კომბაინს ზედმეტი დატვირთვისა და გადახურების საწინააღმდეგო რეჟიმი, რომელიც საჭირო მომენტში ავტომატურად გათიშავს აპარატს და მის მწყობრიდან გამოსვლას აგარიდებთ.

 

ჯამის მასალა

 

სამზარეულოს კომბაინის ჯამის მასალაშემდეგი საკითხი, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება, არის მასალა, რისგანაცაა დამზადებული სამზარეულოს კომბაინის ჯამი.

ძირითადად, კომბაინის ჯამები დამზადებულია პლასტმასისგან, მინისგან და უჟანგავი მეტალისგან.

იმაზე თუ რა თვისებებით აღჭურვეს მწარმოებლებმა მასალები, რისგანაც დამზადებულია ჯამი, დამოკიდებულია შეიძლება თუ არა მაცივარში პროდუქტის პირდაპირ ჯამით შენახვა, ან მისი პირდაპირ ჯამით შედგმა და გათბობა მიკროტალღურ ღუმელში.

ასე, რომ მოხერხებულობისა და პრაქტიკულობისთვის, სასურველია ჯამი იყოს დარტყმის მიმართ მტკიცე და როგორც მაღალი, ასევე დაბალ ტემპერატურის ამტანი.

ზოგიერთი მწარმოებელი ერთ კომბაინში რამოდენიმე, სხვადასხვა მასალის ქვაბს ათავსებს. ასეთ ხელსაწყოს შესაძლოა ჰქონდეს 3 მუშაობის სისტემა და თითოეულ სისტემის მუშაობაზე გამოყენებული იყოს ცალკე ჯამი.

ერთი სისტემა შესაძლოა განკუთვნილი იყოს ცომის მოსამზადებლად, შესაბამისად იგი აღჭურვილი იქნება უჟანგავი მეტალის ჯამით, სადაც მოხდება ცომის მოზელვა, სპეციალური, იგივე მასალისგან დამზადებული საცმით.

მეორე სისტემა შესაძლოა აღჭურვილი იყოს უნივერსალური პლასტმასის ჯამით, უნივერსალური დანით და უჟანგავი მეტალის დისკოებით, აგრეთვე უნივერსალური, ასაკეპი დანით, რომლებიც განკუთვნილია გასახეხად, ასაკეპად, წვრილ ნაჭრებად დასაჭრელად, ბოსტნეულის დასაჭრელად და ა.შ

მესამე სისტემა კი შესაძლოა აღჭურვილი იყოს ცეცხლგამძლე მინის ჯამით და სპეციალური დამაქუცმაცებელი დანით.

 

საცმები

 

სამზარეულოს კომბაინის საცმებისაცმები სამზარეულოს კომბაინის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს აპარატის შესაძლებლობებს და ფუნქციონალობას.

ამიტომ, სწორედ იმაზე დაყრდნობით, თუ რა ფუნქციების შესრულება გსურთ კომბაინისგან, ყურადღება უნდა მიაქციოთ თითოეულ საცმს და მის დანიშნულებას.

განვიხილოთ სამზარეულოს კომბაინის ყველაზე მეტად გავრცელებული საცმები და მიმოვიხილოთ მათი დანიშნულება.

უჟანგავი მეტალის პროდუტის დასაჭრელი და დასაკეპი დანა - ეს საცმი ყველა კომბაინს გააჩნია, თუმცა მისი საშუალებით შეუძლებელია მიიღოთ ფარში (ისე როგორც ტრადიციული ხორცის გასატარებელი მანქანისგან). ამისათვის საჭიროა სპეციალური ფარშის დასამზადებელი საცმი, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს ასეთ კომბაინებს, უარს ამბობს მოდელში წვენსაწურის გამოყენებაზე. ანუ ასეთ მოდელს შესაძლოა არ გააჩნდეს წვენსაწური.

უჟანგავი მეტალის დისკოს ფორმის უნივერსალური დანა - ეს საცმიც თითქმის ყველა კომბაინს გააჩნია, მისი დანიშნულებაა წვრილ ნაჭრებად დაჭრა, დაქუცმაცება, დაკეპვა. ყველაზე ხშირად მას გამოიყენებენ ხილისა დაბოსტნეულის გადასამუშავებლად.

უჟანგავი მეტალის სახეხი დისკი - იგი ერთნაირად წარმატებით უმკლავდება როგორც ყველს, ასევე შოკოლადს. შეიძლება იყოს ორმხრივი (ცალ მხარეს წვრილი, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი)

უჟანგავი მეტალის ორმხრივი საჭრელი დისკი -  გამოიყენება პროდუქტების დასაჭრელად (როგორც მსხვილას, ასევე წვრილად)

დისკი ემულგატორი - კვერცხის ცილის, თხევადი ცომისა და სოუსების მოსარევად.

საცმი კარტოფილი ფრის დასამზადებლად - მისი საშუალებით ხდება სხვადასხვა ფორმის კარტოფილის ფრის მომზადება,

პრესი - ხილფაფისა და პიურეს მოსამზადებლად.

ბლენდერი - წვენების, კოქტეილისა და ბავშვის საკვების ასათქვეფად.

ხორსაკეპი - გამოიყენება ხორცის დასაკეპად და ფარშის დასამზადებლად.

წვენსაწური - იგი შეიძლება იყოს ორი სახის: ცენტრიფუგა - ხილისა და ბოსტნეულისთვის და ცალკე პრესი - ციტრუსებისთვის.

ცომის მოსარევი საცმი - კომბაინების უმრავლესობას მოჰყვება ეს საცმი, რაც ძალიან კომფორტულია დიასახლისებისთვის.

წისქვილი მარცვლეულისთვის - ძალზე მოსახერხებელი და პრაქტიკული საცმია, გამოიყენება ნებისმიერი მარცვლეული კულტურის, მათ შორის ყავის დასაფქვავად სასურველ დონეზე.

მინი წისქვილი - პროდუქტების მცირე პორციის დასაფქვავად და მოსამზადებლად.

სანაყინე - გამოყენებამდე ერთი დღით ადრე, აუცილებლად უნდა შეიდგას საყინულეში სამუშაო ტემპერატურის მისაღწევად, ხოლო შემდეგ დაემატოს ინგრედიენტები და მომზადდეს საყვარელი დესერტი.

ყინულის სამტვრევი საცმი - ძალაინ კომფორტულია ყინულის დასქუცმაცებლად საჭირო დონეზე.

და სხვა...

 

კომპაქტურობა

 

საზარეულოს კომბაინის კომპაქტურობასამზარეულოს კომბაინების მასა ძირითადად მერყეობს 1,5 კგ - იდან 15 კგ - მდე. როგორც ხედავთ სხვაობა უზარმაზარია.

მცირე ზომის კომბაინები მოსახერხებელია, თუ მათი ყოველდღიური გამოყენება არ ხდება, ანუ არ არის აუცილებლობა ყოველი საჭიროების დროს აიღოთ და შეინახოთ კომბაინი - მაგალითად ადგილის ეკონომიის მიზნით.

დიდი, მრავალფუნქციური კომბაინებისთვის კი, რომლებიც უამრავ სხვადასხვა საცმებს შეიცავენ, სავარაუდოდ სამზარეულოში ერთი და იგივე - „მკაცრად დამკვიდრებული ადგილი“ დაგჭირდებათ, თუმცა ამასაც აქვს თავისი პლუსი. არ დაგჭირდებათ მისი ყოველი მოხმარების შემდეგ აღება და სხვა ადგილზე შენახვა (თუმცა ესეც თქვენს მიერ მისი მოხმარების სიხშირეზეა დამოკიდებული).

სასურველია, რომ კომბაინის კორპუსს, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის საცმების შესანახი სათავსოები ჰქონდეს. რა თქმა უნდა ყველას ვერ დაიტევს, მაგრამ მაინც.

კაბელი მიახლოებით ერთი მტრი სიგრძის უნდა იყოს და სასურველია მისი სათავსოც კომბაინის კორპუსში იყოს მოთავსებული.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ