წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 12503 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როგორ ავირჩიოთ უთოუთო დიასახლისისთვის მნიშვნელოვან ელექტროხელსაწყოს წარმოადგენს, რომლის კომფორტულობაზე, გამართულ და ხანგრძლივ მუშაობაზე დამოკიდებულია დიასახლისის დრო, ნერვები და რა თქმა უნდა გაუთოვების შედეგად მიღებული ხარისხი.

ამიტომ, უთოს შერჩევის მომენტში, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.

ძირითადად განასხვავებენ სამი სახის უთოებს.

1) მარტივი;

2) ორთქლით;

3) ორთქლის გენერატორით;

პირველი ტიპის უთოები თითქმის აღარ გამოდის, რადგან მათზე ფაქტიურად აღარ არის მოთხოვნა.

ცნობილი ბრენდების წარმოებული მოდელების  მთელი რიგი წარმოდგენილია ძირითადად ორთქლის უთოებით, რადგან ისინი ყველაზე პრაქტიკული და მოხმარებადია ყოფით ცხოვრებაში.

რაც შეეხება ორთქლისგენერატორიან უთოებს ისინი ძირითადად გამოიყენება დიდი, მოცულობითი სამუშაოებისთვის (ატელიე, სალონები, სამრეცხაოები და ა.შ)

ამიტომ განვიხილოთ რა თავისებურებებითა და მონაცემებით გამოირჩევა ჩვეულებრივი ორთქლის უთო, რომელიც აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ლანჩი (ძირი)-უთოს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია

 

ლანჩი (ძირი) უთოს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტიასამეცნიერო გამოკვლევების მთავარი მიზანი უთოს ლანჩის დამუშავების და შექმნის დროს არის ის, რომ გაუთოვების პროცესში შემცირდეს  ხახუნის ძალა და დაცული იქნეს უთოს ლანჩი დაზიანებისაგან.

ეს დაზიანება გარდაუვალია ღილებიანი, ელვაშესაკრავიანი და ა.შ ნივთების გაუთოვების დროს.

გარდა ამისა უთოს ლანჩმა თანაბრად უნდა გაანაწილოს სითბო.

უთოს ლანჩის მასალა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უთოს შერჩევის დროს, ამიტომ მასზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ შეძენის მომენტში.

უთოს ლანჩის დასაფარად მწარმოებლები იყენებენ სხვადასხვა მასალებს :

 უჟანგავი ან ქრომირებული ფოლადი;

 ალუმინი ან ალუმინი მიკვრისსაწინააღმდეგო საფარით;

 მეტალოკერამიკა;

 

უჟანგავი ფოლადი

 

უთოს უჟანგავი ფოლადის ზედაპირიეს არის მყარი მასალა (თუმცა არა ისეთი, როგორიც კერამიკაა), იგი არ იკაწრება, კარგად ხურდება და ცივდება, საკმაოდ მსუბუქად სრიალებს ქსოვილზე, მისი გაწმენდა ადვილია.

თუმცა ის ადვილად ჭუჭყიანდება კიდეც, უფრო მძიმეა და მის გახურებასა და გაცივებას შედარებით დიდი დრო სჭირდება, ვიდრე მაგალითად ალუმინის ლანჩიანი უთოებს.

ყველა ფირმა ცდილობს მიაღწიოს უთოს ლანჩის ზეგამძლეობას:

ზოგიერთი მწარმოებელი უთოს ლანჩს უკეთებს სპეციალურ ჩაღრმავებებს,სადაც ორთქლის მოხვედრის შემთხვევაში იქმნება ჰაეროვანი ბალიში, რისი საშუალებითაც უთო უფრო თავისუფლად  სრიალებს ქსოვილზე (ლანჩი ”Inox”).

ზოგი უთოს ლანჩის უჟანგავ ზედაპირს ამუშავებს საფირის ფხვნილით (ლანჩი “Sapfir”), რათა მას არ ეშინოდეს ტანსაცმლის მეტალის ღილებისა და ელვა-შესაკრავის. ზოგიერთი ფირმა კი იგივე მიზნის მისაღწევად, საფარად ტიტანის ზედაპირს იყენებს.

არსებობს ასევე  ტეფლონის საფარი, მაგრამ მიუხედავად საუკეთესო თვისებებისა მეტალის მასაც ეშინია.

ზოგი მწარმოებელი  იყენებს ქრომირებულ საფარს, რომელიც ამაღლებს უთოს ლანჩის ანტიკოროზიულ ხარისხს.

 

ალუმინი

 

უთოს ალუმინის ლანჩიალუმინის ლანჩი მსუბუქია, იგი სწრაფად ხურდება და ცივდება, კარგად სრიალებს ქსოვილის ზედაპირზე, მაგრამ ამავე დროს  მიდრეკილია დეფორმაციისკენ.

იგი ადვილად იკაწრება ტანსაცმლის მეტალის მოქლონებით, ღილებით ან ელვა შესაკრავით. შემდეგ კი შეუმჩნევლად უთოს ზედაპირზე გაჩენილმა ანატკეჩმა, შეიძლება ტანსაცმლის დაზიანებაც კი გამოიწვიოს.

 

კერამიკა/მეტალოკერამიკა

 

უთოს კერამიკის ლანჩიბევრი მწარმოებელი  უთოს ლანჩის საფარად კერამიკას ან მეტალოკერამიკას  იყენებს. მათი ღირსებაა ის, რომ ძალიან მსუბუქად დასრიალებს ქსოვილის ზედაპირზე და ადვილი მოსავლელია, იგი სველ, საპნიან წყალში დასველებული, ან უბრალოდ ნოტიო ჩვრითაც კი ძალიან ადვილად იწმინდება (ლანჩი Ultrsagliss Actif), მაგრამ ის მაინც ნაკლებად მტკიცეა ნაკაწრების მიმართ, ან მაგალითად თუ უთო დაგივარდათ) ვიდრე სხვა ზედაპირები.

მწარმოებლებმა შექმნეს  უთოს ლანჩის დასაფარი მასალა Duralium, რომელიც შედარებით მტკიცე და ამტანია ნაკაწრების მიმართ, კარგად სრიალებს ქსოვილზე და ასევე ადვილად იწმინდება (ლანჩი Ultragiss Actif).

 

სიმძლავრე

 

გაუთოვების ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული უთოს სიმძლავრეზე. მუშაობის ოპტიმალურ სიმძლავრედ ითვლება 1600 -2000 ვატი.

უთოს მოდელიდან გამომდინარე სიმძლავრე იცვლება 1200 ვატიდან-დან 2400 ვატამდე, გააჩნია თქვენ რა სიმძლავრის უთო გჭირდებათ.

თუ უთოს სიმძლავრე 1800-2000 ვატია-ია უთო არა მარტო სწრაფად გახურდება, არამედ მალე გაუმკლავდება ძლიერ დაჭმუჭვნილ ქსოვილებსაც კი.

რაც შეეხება 2000-2400 ვატის სიმძლავრის უთოს, იგი უკვე უტოლდება პროფესიონალურ მოწყობილობებს.

 

ტემპერატურული რეჟიმები

 

კარგი უთო ზუსტად ინარჩუნებს მიცემულ ტემპერატურას, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სინთეტიკური და აბრეშუმის ქსოვილის გაუთოვების რეჟიმში.

ამის მიზეზია ის, რომ ეს ქსოვილები ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის ოდნავი მომატების დროსაც კი.

 

ორთქლის მიწოდება, დასხურება და დაორთქვლა

ორთქლის მიწოდების  რეგულიატორი და დარტყმის ინტენსივობა

 

ორთქლის მიწოდების რეგულიატორი და დარტყმის ინტენსივობათითქმის ყველა თანამედროვე უთოს გააჩნია ორთქლის ინტენსივობა 25 გ/წთ-დან-200 გ/წთ-მდე.

გაითვალისწინეთ და შეარჩიეთ უთო, რომლის ლანჩსაც ორთქლის გამოსაშვები ნასვრეტები, მთელს ზედაპირზე აქვს განლაგებული და არა მხოლოდ წინა მხარეს გვერდებზე.

ნასვრეტების რაოდენობა უთოს ლანჩზე, მოქმედებს გაუთოვების ხარისხსა და კომფორტულობაზე.

კარგ უთოს 50-110 ნასვრეტი უნდა ქონდეს. რაც გარანტიაა იმისი, რომ ყველა ნაკეცი და ნაოჭი უკეთესად გასწორდება და დაუთოვდება.

 

ორთქლოვანი დარტყმა

 

ორთქლოვანი დარტყმა(ტურბოორთქლი) ღილაკზე თითის დაჭერით მიახლოებით ორჯერ აძლიერებს ორთქლის მიწოდებას.

ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია უკვე თითქმის გამშრალი ნივთების, ან სქელი ქსოვილების (ჯინსი, სელი და ა.შ) დაუთოვების დროს.

ამიტომ სასურველია თუ უთოს ექნება  ფუნქცია ორთქლოვანი დარტყმა, რადგან იგი გაცილებით აადვილებს გაუთოვების პროცესს.

 

ვერტიკალური დაორთქვლა

 

ვერტიკალური დაორთქვლაამ ფუნქციით შესაძლებელია უთოთი ორთქლის მიწოდება ვერტიკალურ მდგომარეობაში.

ვერტიკალური დაორთქვლა საშუალებას იძლევა ფარდები, ასევე  პალტო, პიჯაკი  და ა.შ,  საკიდიდან ჩამოუხსნელად დაუთოვდეს.

ორმაგად პრაქტიკულია, თუ ამავდროულად უთოს ექნება ორთქლოვანი დარტყმის ფუნქცია.

ვერტიკალური დაორთქვლის ფუნქცია იმდენად კომფორტულს ხდის დაუთოვების პროცესს, რომ ასეთი უთოთი თავისუფლად შეუძლიათ ისარგებლონ მამაკაცებმაც.

 

შესხურება (სპრეი)

 

შესხურება (სპრეი)გაუთოვების პროცესში ღილაკზე თითის დაჭერისას უთო თავის წინ ასხურებს წყალს.

ეს ფუნქცია მოსახერხებელია მანჟეტების გარშემო ნაკეცების, საყელოების, ჯიბეების და სხვა რთულადმისადგომი ადგილების დასაუთოვებლად.

არსებობს აგრეთვე ფუნქცია, როცა წყალთან ერთად ცხვირიდან უთო უშვებს ორთქლის ნაკადს.

აღნიშნული ფუნქცია ორმაგად მოსახერხებელია იგივე ნაკეცების გაუთოვების დროს.

 

რეზერვუარი

 

რაც უფრო დიდია უთოს წყლის რეზერვუარი, მით უფრო დიდხანს შეუძლია უთოს ”ავტონომიურ” რეჟიმში მუშაობა.

კარგია თუ რეზერვუარი გამჭირვალე იქნება, რათა აკონტროლოთ მასში წყლის დონე.

თუ თქვენს უთოს არ გააჩნია ნადებისგან დაცვის სისტემა, უმჯობესია თუ უთოში გამოხდილ, ან გადადუღებულ წყალს ჩაასხამთ.

 

წვეთებისსაწინააღმდეგო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა (Drip stop, Aqua stop)

 

უთოს წვეთებისსაწინააღმდეგო სისტემადაბალ ტემპერატურაზე გაუთოვების დროს, ორთქლი უთოში ვერ ასწრებს წარმოქმნას.

ასეთ დროს შეიძლება წყალმა გამოჟონოს ხვრელებიდან, რამაც შეიძლება დაალაქავოს და გააფუჭოს ძვირად ღირებული ტანსაცმელი.

ეს სისტემა კი უზრუნველყოფს რეზერვუარიდან წყლის გამოდინების შეჩერებას მაშინ, როცა თქვენ აუთოვებთ დაბალ ტემპერატურაზე.

ეს საკმაოდ მარტივად ხდება, სპეციალური ფირფიტა 100 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურაზე ავტომატურად ხურავს სარქველს, საიდანაც მოედინება ორთქლი.

შედეგად, შესაძლებელია ნებისმიერი ფაქიზი და დელიკატური ქსოვილების უშიშრად დაუთოვება.

თანამედროვე უთოები, თუ თქვენ დაგავიწყდათ მისი გამორთვა ან არ იყენებთ 5-15 წთ-ის განმავლობაში, ავტომატურად გამოირთვება ქსელიდან, რაც სრულად გამორიცხავს ხანძრის შესაძლებლობას.

 

პატარა ღარაკი ღილებისათვის

 

კარგ უთოში გათვალისწინებული უნდა იყოს ღარაკი ღილებისათვის, ანუ ლანჩის წინა მხარეს კიდეები ისე თხელი უნდა იყოს, რომ ყველაზე ნაზი და დახვეწილი სამოსის დაუთოვების დროსაც კი შეგეძლოთ ადვილად მიიტანოთ უთო ღილთან და დააუთოვოთ მის ქვეშ მდებარე ქსოვილი.

 

უთოს კაბელის სიგრძე, სიმსუბუქე და მანევრირება

 

უთოს კაბელის სიგრძე, სიმსუბუქე და მანევრირებაამ კომპონენტებზე ბევრად არის დამოკიდებული გაუთოვების პროცესის კომფორტულობა.

კაბელს საკმარისი სიგრძე უნდა ქონდეს, ფლობდეს დახვევის ფუნქციას, გააჩნდეს სპეციალური სამაგრი, რისი საშუალებითაც უთოზე დახვევის შემდეგ, მოხდეს მისი დამაგრება.

და რაც მთავარია, ის არ უნდა მოძრაობდეს წინ-უკან ან მარცხნივ-მარჯვნივ.

კარგია, თუ იგი სპეციალური ბურთულის საშუალებით იმოძრავებს 360 გრადუსით. ეს დაიცავს კაბელს გაცვეთისა და დაზიანებისაგან.

 

ნადებისგან დაცვა

 

უთოს ნადებისგან დაცვაუთოში წარმოქმნილი ნადები მნიშვნელოვნად ამცირებს ორთქლის გამოყოფას.

თანამედროვე უთოები აღჭურვილია სპეციალური (anticalc) სისტემით, მოსახსნელი კირსაწინააღმდეგო ღერძებით, რომელიც იცავს უთოს ნადებისაგან.

აგრეთვე გააჩნიათ ნადებისაგან თვითგაწმენდის ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა უთოს რეზერვუარში არა გამოხდილი, არამედ ონკანის წყალი ჩაასხათ.

ყველაზე უკეთესად და პრაქტიკულად ითვლება ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს წყლის წინასწარ გაწმენდას.

ეს ძირითადი ფუნქციებია, რომელთა არჩევა ან უგულვებელყოფა მხოლოდ თქვენი პირადი საქმეა.

 

ფუნქცია Ready For Sky

 

უთოს ფუნქცია Ready For Skyუთოს ზოგიერთ მოდელს აქვს ტექნოლოგია - Ready For Sky. ეს არის სმარტ უთო, რომლის მართვაც ხდება სმარტფონის საშუალებით.

ეს ნიშნავს იმას, რომ უთოს მუშაობის კონტროლს მომხმარებელი შეძლებს საკუთარი სმარტფონის საშუალებით.

ასეთი უთოა მაგალითად - REDMOND SkyIron, რომლის მართვაც შესაძლებელია მაშინაც კი, თუ სახლში არ იმყოფებით. მისი საშუალებით, სულ რამოდენიმე "კლიკით" შეძლებთ შეამოწმოთ დაგრჩათ თუ არა უთო ჩართული.

თუ უთო ჩართული დაგრჩათ, Ready For Sky საშუალებას იძლევა გამორთოთ იგი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ - სამსახურში, ტრანსპორტში, საკუთარ ავტომობილში და ა.შ.

ამგვარად, ამ ფუნქციით აღჭურვილი უთო დიასახლისის მშვიდად ყოფნის გარანტს წარმოადგენს.

გარდა გამორთვისა, სმარტფონის საშუალებით შეიძლება უთოზე დაიბლოკოს ხელით ჩართვის ფუნქცია, რათა ბავშვებმა უნებართვოდ არ ჩართონ უთო. ასევე პროგრამა იძლევა სიგნალს, თუ უთო გადაბრუნდა, გადავარდა, ან არასწორად დგას საუთაო დაფაზე (ლამჩით ქსოვილზე) და ა.შ.

გარდა ასეთი ფუნქციებისა, REDMOND SkyIron ფლობს თანამედროვე უთოს ყველა ფუნქციას - იდეალურად გლუვი კარამიკული ლანჩი, მძლავრი ორთქლოვანი დარტყმა, ვერტიკალური დაორთქვლა, თვითწმენდის ფუნქცია, ნადებისგან დაცვა და სხვა. აუთოვებს მსუბუქად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

უთოები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

უთოები ნადებისგან
დაცული ძირით
უთოები
ვერტიკალური დაორთქვლით
ორთქლის
უთოები

უთოები
ავტომატური გათიშვით
უთოები
ორთქლის გენერატორით
უთოების
სრული კატალოგი
უთოები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:
უთოები
2 წლიანი გარანტიით
უთოები
100 ლარამდე
უთოების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura