წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 15590 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როგორ ავირჩიოთ ხორცის გასატარებელი მანქანაელექტრონული ხორცის გასატარებელი მანქანა შესანიშნავი მოწყობილობაა გურმანებისთვის, რომელთაც უყვართ ხორცი და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი პროდუქტები.

ხოლო დიასახლისისთვის, რომელიც ხშირად ამზადებს ხორცის პროდუქტებს, იგი ფრიად მოსახერხებელი და საჭირო ნივთია.

იმისათვის, რომ გავერკვეთ როგორი ტიპის ხორცის გასატარებელი მანქანაა პირადად თქვენთვის საჭირო და რა შესაძლებლობები უნდა ქონდეს მას, საჭიროა ზოგადი წარმოდგენა გქონდეთ ამ ხელსაწყოს თავისებურებების შესახებ.

არსებობს სამი ტიპის  თანამედროვე ელექტროხორცსაკეპი მანქანა:

ტრადიციული - წარმოადგენს ძველი, მექანიკური ხორცის გასატარებელი მანქანის თანამედროვე ელექტრო ანალოგს. მას არავითარი დამატებითი ფუნქცია არ გააჩნია და მოსახმარადაც ძალინ მარტივია (აწყობა, მოხმარება, დაშლა და გარეცხვა).

მისი საშუალებით შეიძლება  ფარშის დამზადება, ორცხობილის გახეხვა, მაგრამ სხვა უფრო რთული ხორცის და სხვა პროდუქტის დასამზადებლად, როგორიცაა ძეხვი, სოსისი, სპაგეტი და ა.შ, იგი არ გამოდგება.

უნივერსალური - გაცილებით რთული ხელსაწყოა და მის მექანიზმებში გასარკვევად ყველაზე გამოცდილ დიასახლისსაც კი გარკვეული დრო დაჭირდება. სამაგიეროდ იგი სრულიად ამართლებს თავის სახელწოდებას და მისი საშუალებით მიღწეული შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია.

ასეთ მანქანას შეუძლია არა მარტო აკეპოს და გაატაროს  ცხოველის, ფრინველის, თევზის სხეულის ნებისმიერი ნაწილი, დაამზადოს სოსისი, ძეხვი და ა. შ, არამედ დაჭრას, გახეხოს სხვადასხვა სახის ბოსტნეული, დაამუშავოს მაკარონის ნაწარმი, გამოწუროს წვენი სხვადასხვა სახის ხილისგან და კენკროვანი ნაყოფისგან,ასევე მისი საშუალებით შესაძლებელია ნამცხვრისა და ატრიის დამზადება.

კომბაინის ტიპის - ასეთი ხორცის მანქანა არ შეიძლება ჩაითვალოს ყველანაირი მომხმარებლისთვის მოსაწონ სრულფასოვან ხელსაწყოდ, რადგან მასში ხორცის გატარება - ჩვეულებრივი მბრუნავი ლილვის ნაცვლად, ხორციელდება ფრთიანი დანის საშუალებით, რომელიც ხორცს და ყველაფერ იმას, რაც მანქანაში შეიძლება მოთავსდეს, აქცევს პიურედ (ერთგვაროვან მასად).

მართალია ასეთნაირად მომზადებული ხორცი და სხვა პროდუქტები კარგია ჩვილი ბავშვებისთვის, კუჭის წყლულით დაავადებული ადამიანებისთვის, მოსწონთ დიეტური კვების მოყვარულებსაც, მაგრამ ყველა სხვა მომხმარებელში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.


რომელი ტიპის ხორცის საკეპი მანქანა ავირჩიოთ
 

როგორ ავირჩიოთ ხორცის გასატარებელი მანქანაელექტრონული ხორცის გასატარებელი მანქანის არჩევის დროს უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ ძირითადად რა ამოცანების შესრულება და რა პრობლემების გადაწყვეტა გსურთ მისი საშუალებით:

სტანდარტული ელექტროხორცსაკეპის დანიშნულება ძირითადად მხოლოდ უმი ხორცისგან ფარშის მიღებაა.

უნივერსალური ელექტროხორცსაკეპით შესაძლებელია სხვადასხვა კონსისტენციის ფარშის მომზადება უმი და მოხარშული ხორცისგან, ქათმისგან და თევზისგან.

სხვადასხვა საცმების საშუალებით იგი შეიძლება იქცეს მრავალფუნქციონალურ ხელსაწყოდ, რომელმაც წარმატებით შეიძლება შეცვალოს საფქვავი და წვენსაწური სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის ან კენკროვანი ნაყოფის წვენის, ასევე ტომატის დასამზადებლად.

კომბაინის ტიპის ელექტროხორცსაკეპი  შესაძლოა თქვენთვის მოუხერხებელი აღმოჩნდეს არასაკმარისი სიმძლავრისა და თავისებური კონსტრუქციის გამო.

როგორ ავირჩიოთ ხორცის გასატარებელი მანქანაეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ხშირად და  დიდი რაოდენობით ფარშს ამზადებთ და მიღებული ფარშის ხარისხზე მაღალი მოთხოვნები გაგაჩნიათ.

თანამედროვე ელექტრო ხორცის გასატარებელი მანქანა, დამზადებული უნდა იყოს მაღალხარისხიანი დეტალებისგან, გამოირჩეოდეს სიმსუბუქით, ხოლო მისი მექანიზმი მაღალი ცვეთამედეგობით ხასიათდებოდეს.

პრაქტიკულად ყველა ხორცის მანქანას საკმაოდ მაღალი ხმაურის დონე გააჩნია  მოხმარების პროცესში, თუმცა სასურველია ეს დონე  დასაშვები ნორმის ფარგლებში იყოს.

 

სიმძლავრე

 

 ხორცის გასატარებელი მანქანის სიმძლავრერაც უფრო მეტია ხორცსაკეპი მანქანის სიმძლავრე, მით  მეტია მისი მწარმოებლობა და უფრო უხეში, მაგარი ხორცის და სხვა პროდუქტების გადამუშავებას შეძლებს იგი.

მოდელები, რომელთა სიმძლავრე მერყეობა 200-700 ვატამდე, ითვლება საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის ოპტიმალურ ხელსაწყოდ, როგორც ფასით, ასევე ხარისხით. ასეთ მოდელებს  ერთი ან რამოდენიმე სიჩქარე გააჩნია.

შედარებით ძვირადღირებული და მძლავრი ხორცის გასატარებელი მანქანების სიმძლავრე 800-2000 ვატამდე მერყეობს. ასეთი მანქანებია არა მარტო სწრაფად უმკლავდება დასახულ სამუშაოს, არამედ არანაირად არ არის მომთხოვნი მასში გადასამუშავებელი ხორცის ან სხვა პროდუქტების მიმართ.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მძლავრია ხორცის გასატარებელი მანქანა, მით უფრო ნაკლებად ეკონომიურია იგი და მით მეტ ხმაურს გამოსცემს მუშაობის დროს.

ისეთ მანქანებს, რომელსაც რამოდენიმე სიჩქარე გააჩნია, აქვთ ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც მითითებული უნდა იყოს ინსტრუქციაში.

 

მწარმოებლობა

 

 ხორცის გასატარებელი მანქანის მწარმოებლობასიმძლავრეზეა დამოკიდებული ისეთი პარამეტრიც, როგორიც არის მწარმოებლობა.

მწარმოებლობა არის კილოგრამი ხორცის რაოდენობა, რომელსაც ელექტრონული ხორცის გასატარებელი მანქანა დაამუშავებს ერთი წუთის განმავლობაში.

ძირითადად თანამედროვე ხორცის მანქანები გადაამუშავებენ 0,5კგ/წუთიდან- 2,5 კგ/ წუთში ფარშს.

ელექტრო ხორცსაკეპი მანქანის შეძენის წინ არჩევანის გაკეთება უფრო მარტივია არა სიმძლავრის, არამედ სწორედ იმის მიხედვით, თუ რამდენ კილოგრამ ფარშს გადაამუშავებს მანქანა ერთი წუთის განმავლობაში.

 

მუშაობის ხანგრძლივობა

 

ხორცის გასატარებელი მანქანის მუშაობის ხანგრძლივობაყველა მწარმოებელი ცდილობს დროში შეზღუდოს ელექტრონულო ხორცის გასატარებელი მანქანების მუშაობის ხანგრძლივობა.

შეუჩერებელი მუშაობის მაქსიმალური დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეჟიმში და რა სახის პროდუქტის გადამუშავება ხდება მანქანის საშუალებით.

უმი ხორცის ფარშად გადამუშავების მაქსიმალური დრო შეადგენს 10-15 წუთს.

მარცვლეულის გადამუშავება მიახლოებით 10-20  წამში ხდება.

ამის შემდეგ საჭიროა მანქანის გამორთვა და მისი ელექტროძრავის ოთახის ტემპერატურამდე გაგრილება.

ხორცის მანქანისათვის აუცილებელი დროის შედარებით მცირე მაჩვენებელი არ შეიძლება ელექტროხელსაწყოს ნაკლად ჩაითვალოს, რადგან 10-15 წუთში მას 10კგ- დან-25 კგ-მდე ხორცის გადამუშავება შეუძლია.

ეს საკმარისზე მეტია საშუალო და თუნდაც მრავალრიცხოვანი ოჯახის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ამას გარდა, არ არის რეკომენდირებული მარაგის სახით ფარშის შენახვა. ხორცი ნაჭრებად უფრო ადვილად ინახება, ვიდრე ფარშის სახით.

 

მასალა

 

ხორცის გასატარებელი მანქანის მასალაელექტრო ხორცის გასატარებელი მანქანების კორპუსებს ამზადებენ პლასტმასისგან, მსუბუქი შენადნობებისგან და უჟანგავი ფოლადისაგან.

კორპუსის მასალა უნდა შეესაბამებოდეს სანიტარულ მოთხოვნებს, იყოს მდგრადი საკვები მჟავების მიმართ, რათა იგი არ დააზიანოს კოროზიამ და მალე არ მოგიწიოთ ახალი მანქანის შეძენა.

პლასტმასის კორპუსი სპეციალური პლასტიკისგან მზადდება, რომელიც საკმარისად მტკიცე უნდა იყოს, რათა გაუძლოს  დატვირთვას მუშაობის პროცესში.

შიდა დეტალები კი, როგორიცაა მბრუნავი ლილვი, დანები, ჩარჩოები და ა.შ, უნდა იყოს აუცილებლად მაღალხარისხიანი უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, რადგან ძირითადი დატვირთვა მანქანის მუშაობის დროს სწორედ ამ დეტალებზე მოდის.

 

მანქანის დეტალები და მათი დანიშნულება

 

ბრუნავი ლილვი (დისკი)

 

ხორცის გასატარებელი მანქანის მბრუნავი ლილვი (დისკი)მბრუნავი ლილვი, ხორცის გასატარებელი მანქანის სპირალისებრი ფორმის ძირითადი დეტალია.

ბრუნვის მომენტში იგი ხორცს შესასვლელი ყელიდან გადააადგილებს ფარშის გამოსასვლელი ღიობის მიმართულებით.

ზოგიერთი ხორცის მანქანა აღჭურვილია ერთდროულად ორი ლილვით (დისკით), ერთი მეტალის, ხორცისათვის, მეორე კი პლასტმასის, კენკრის, ბოსტნეულისა და ხილისათვის.

 

ღარი

 

ხორცის გასატარებელი მანქანის ღარიმოთავსებულია მანქანის ყელზე და ეხმარება პროდუქტის ლილვისკენ წარმართვას.

არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის, ასევე მასალის (პლასტმასის ან მეტალის) ღარები.

უფრო მოსახერხებელია ტევადი და ღრმა მეტალის ღარი.

მეტალის ღარი უფრო გამძლე და ჰიგიენურია. პლასტმასის ადვილად იკაწრება, ხუნდება, მეტად ისვრება და უფრო ცუდად ირეცხება.

ამიტომ, შეძენის დროს, კარგად დააკვირდით რა მასალისგანაა დამზადებული ხორცის გასატარებელი ღარი. თუ გურმანი ხართ და მის ხშირად გამოყენებას აპირებთ, უმჯობესია ღარი მეტალის იყოს.

 

დანები 

 

ხორცის გასატარებელი მანქანის დანებიდანა, ისევე როგორც მბრუნავი ლილვი (დისკი), ხორცის მანქანის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

რაც უფრო ხარისხიანია დანა, მით უფრო საუკეთესოა გადამუშავებული პროდუქტის ხარისხი. ამიტომ, დანის ხარისხს მანქანის არჩევის წინ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. იგი დამზადებული უნდა იყოს ხარისხიანი ფოლადისგან.

გაითვალისწინეთ, რომ დროგამოშვებით დანას გალესვა სჭირდება, მის გასალესად უმჯობესია სპეციალისტს მიმართოთ, თუმცა ამის გაკეთება თავადვე შეგიძლიათ. რაც უფრო ხარისხიანია ფოლადი, მით უფრო იშვიათად დასჭირდება დანას გალესვა.

თანამედროვე ელექტრო ხორცის გასატარებელი მანქანების დანებს გალესვა საერთოდ არ სჭირდება, მაღალხარისხიანი სპეციალური ლითონის გამო.

ამიტომ სასურველია ისეთი მანქანა შეარჩიოთ, რომლის  დანას აქვს თვითალესვის ფუნქცია, ასეთი დანები გაცილებით დიდხანს მოგემსახურებათ.

 

ცხაურა (გისოსი)

 

განკუთვნილია გადამუშავებული პროდუქციისათვის საჭირო კონსისტენციის შესაქმნელად. ძირითადად არსებობს ფარშისთვის განკუთვნილი სამი სახის ცხაურა:

 წვრილი ნასვრეტებით (3-3,5 მმ);

 საშუალო სიდიდის ნასვრეტებით (4,5 -6 სმ);

 დიდი ნასვრეტებით (8-9 მმ).

ხორცის გასატარებელი მანქანის ცხაურა გისოსირაც უფრო პატარაა ცხაურას დიამეტრი, მით უფრო წვრილად იკეპება პროდუქტი.

ცხაურა, რომელსაც წვრილი ნასვრეტი გააჩნია, ძირითადად გამოიყენება თხელი ქათმის ხორცისგან ფარშის დასამზადებლად. დიდ ნასვრეტიანი ცხაურები - ბოსტნეულისა და ხილის დასაქუცმაცებლად.

საერთოდ კი პროდუქტის წვრილი კონსისტენცია საჭიროა პაშტეტისა და საბავშვო კვების მოსამზადებლად. პროდუქტის  უხეში კონსისტენცია კი კატლეტის, ქაბაბის და ა.შ დასამზადებლად. თითქმის ყველა ელექტროხორცსაკეპ მანქანას მინიმუმ ორი, სხვადასხვა დიამეტრის ნასვრეტებიანი ცხაურა უნდა მოყვებოდეს.

 

პროდუქტის მოსათავსებელი და ჩასატვირთი ლანგარი

 

ხორცის მანქანის პროდუქტის მოსათავსებელი და ჩასატვირთი ლანგარიმაგრდება ხორცსაკეპი მანქანის ზედა ნაწილში მანქანის ყელთან, იქ, საიდანაც ხდება მანქანაში პროდუქტის ჩატვირთვა.

იგი ძალიან მოსახერხებელია, რადგან მანქანის ყელი საკმაოდ ვიწროა და პროდუქტის პატარა ნაწილები არ დაცვივდება, დარჩება ლანგარზე.

გარდა იმისა, რომ იგი ინარჩუნებს სისუფთავეს, ამასთან ერთად უზრუნველყოფს უსაფრთხოებასაც მანქანის მუშაობის დროს.

ლანგარი შეიძლება დამზადებული იყოს როგორც პლასტმასისგან, ასევე მეტალისგან.

 

ფუშერი (მბიძგავი ბერკეტი)

 

ხორცის გასატარებელი მანქანის ფუშერი (მბიძგავი ბერკეტი)უზრუნველყოფს ყელიდან ხორცის ან სხვა პროდუქტის უსაფრთხოდ ჩატვირთვას მანქანის ყელში.

მეტი ეფექტურობისთვის ასეთ ფუშერებს ისეთი ფორმა აქვს, რომ მანქანის ყელსა და ფუშერს შორის ღრიჭო (სიცარიელე) არ რჩება.

ფუშერები ძირითადად პლასტმასისგან მზადდება.

 

 

 

რევერსი

 

ხორცის გასატარებელი მანქანის რევერსიელექტროხორცსაკეპის  გადატვირთვა ხდება იმის გამო, რომ ხორცის ძარღვოვანი ნაწილი ეხვევა ლილვის (დისკის) ღერძზე იმ ადგილზე, სადაც მაგრდება ოთხფრთიანი დანა. იმისათვის, რომ არ მოგიწიოთ მანქანის დაშლა და და ღერძის ძარღვიანი ხორცისგან განთავისუფლება.

თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ფუნქცია რევერსით. ასეთ დროს საკმარისია გააჩეროთ მანქანა და ხელი დააჭიროთ რევერსის ღილაკს, ლილვი დაიწყებს ბრუნვას საწინააღმდეგო მიმართულებით და გაჭედილი ძარღვიანი ხორცი თავად გამოვა გარეთ.

თუმცა უნდა ვთქვათ, ყველა მანქანა არ არის აღჭურვილი რევერსიის ფუნქციით. ხოლო ზოგიერთ  დიდი სიმძლავრის ელექტროხორცსაკეპს ეს ფუნქცია საერთოდ არ სჭირდება, იმის გამო, რომ მის გარეშეც შესანიშნავად უმკლავდება ნებისმიერ, ძარღვიან და უხეშ ხორცს.

 

უსაფრთხოება

 

ხორცის მანქანის უსაფრთხოებახორცის ჩასატვირთის ყელის სიმაღლე, მანქანას უნდა ქონდეს თქვენს თითებზე დიდი სიგრძის.

ვიწრო და მაღალი ყელი გამორიცხავს თითების მოხვედრას მჭრელი დანების ზონაში და დაგიცავთ ხელის მტევნის ტრამვისგან ნებისმიერი შემთხვევითობისგან.

ძრავის ელექტრონული ბლოკირება - გადახურების ან ზედმეტი დატვირთვის დროს ხდება ძრავის ავტომატური გამორთვა.

ზოგიერთ მოდელში დაცვა თბოელემენტის საშუალებით ხდება - როგორც კი ძრავის ტემპერატურა გადააჭარბებს დასაშვებ ზღვარს, ძრავა ავტომატურად გამოირთვება.

 

საცმები

 

ხორცის გასატარებელი მანქანის საცმებიპირდაპირი დანიშნულების გარდა მაღალი კლასის ელექტრო ხორცის გასატარებელი მანქანები მრავალფეროვანი საცმების დახმარებით მთელ რიგ დამატებით შესაძლებლობებს ფლობს.

მათი დახმარებით შეიძლება დაამზადოთ ძეხვი, სოსისი, მიიღოთ წვენი, პიურე და ა.შ

საცმები, რომლებიც ძირითადად გვხვდება თანამედროვე ხორცის გასატარებელ მანქანაში:

საცმი კებე - ორიგინალური საცმია, მისი დახმარებით შესაძლებელი ფარშირებული სოსისის და აგრეთვე სხვა დელიკატესების დამზადება. (შეგიძლიათ კებეს არაბული ან ევროპული რეცეპტების გამოყენება.

საცმი ძეხვისათვის - მისი საშუალებით ადვილია ოჯახის ძეხვის დამზადება -ნატურალური გარსი მაგრდება საცმზე, საცმი კი ლილვზე, თქვენ კი მხოლოდ აკონტროლებთ ფარშით გარსისი შევსების პროცესს. და ძეხვიც მზადაა.

ბოსტნეულის საჭრელი, საკეპი და სახეხი საცმები - ცილინდრული ფორმისაა, სხვადასხვა ზომისა და ფორმის  ნასვრეტებით, ამ ნასვრეტების ფორმის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა ზომის ფირფიტებისა და ბურბუშელის მიღება. დაკეპვის სიჩქარე საკმაოდ მაღალია, ამაში ხორცის მანქანა არაფრით ჩამოუვარდება სამზარეულოს კომბაინს.

საცმი (აქსესუარი) ორცხობილასთვის - მისი დანიშნულებაა ცომისგან სხვადასხვა ფორმისა და ფიგურების მიღება, რომელიც მანქანის მუშაობის პროცესში დანით იჭრება პატარა, განცალკევებულ ორცხობილებად.

საცმები მაკარონის, სპაგეტის და ატრიასათვის  - ასეთი საცმები არც თუ ისე ხშირად გვხვდება და იგი ალბათ უფრო იმათ დააინტერესებთ, ვისაც სახლის პირობებში მაკარონების დამზადება უყვართ.

ფორმები კატლეტისათვის - საშუალებას იძლევა მოახდინოთ მომზადებული ფარშიდან ერთი ზომის კატლეტების ფორმირება.

როგორც ხედავთ საცმების დიდი არჩევანი არსებობს, ამიტომ სანამ არჩევანს გააკეთებთ, კარგად ჩამოყალიბდით, რომელი საცმია თქვენთვის აუცილებელი და რომელი სრულიად უსარგებლო, მაგალითად, თუ თქვენ მხოლოდ უმი ხორცის გადამუშავების მიზნით გსურთ ელექტროხორცსაკეპის შეძენა, სრულიად უსარგებლო იქნება მრავალფეროვანი საცმებით დაკომპლექტებული ხორცსაკეპის შეძენა, მითუმეტეს, რომ ამაში ზედმეტი თანხის გადახდაც მოგიწევთ.

 

ექსპლუატაცია

 

ხორცის გასატარებელი მანქანის ექსპლუატაციადასაკეცი კორპუსი - საშუალებას იძლევა შემცირდეს ხორცსაკეპის გაბარიტები მინიმალურ ზომებამდე არასამუშაო მდგომარეობაში. ამის ხარჯზე იოლდება ხელსაწყოს შენახვა სამზარეულოში თავისუფალი ადგილის დეფიციტის შემთხვევაში.

კაბელის, საცმებისა და სხვა აქსესუარების ინტეგრირებული სათავსო - შეძენის წინ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ხორცსაკეპი მანქანის კაბელის სიგრძეს. ასევე, აქვს თუ არა ხელსაწყოს კაბელისთვის განკუთვნილი სპეციალური სათავსო, აგრეთვე სათავსო საცმების, დანის და სხვა აქსესუარების შესანახად.

არსებობს მანქანები, რომელთაც მხოლოდ კაბელის სათავსო, ან ორივე ტიპის-საცმების და კაბელის სათავსო გააჩნია. ეს ძალიან მოსახერხებელია კომპაქტურობის თვალსაზრისით.

რაც შეეხება კაბელს, კარგია, თუ იგი ჩასახვევი ტიპის იქნება, და მისი ჩასახვევი მანქანის კორპუსს გვერდზე ექნება მოთავსებული. ეს  საშუალებას მოგცემთ გამოსწიოთ კაბელი თქვენთვის სასურველ სიგრძეზე, გამოყენების შემდეგ კი იგი ავტომატურად დაუბრუნდება თავის ადგილს.

არასასურველია, თუ  კაბელის დასახვევი ხელსაწყოს კორპუსის ფსკერზეა მოთავსებული, რადგან ექსპლუატაციის შემდეგ კაბელის დასახვევად მანქანის ამოტრიალება მოგიწევთ, რაც საკმაოდ მოუხერხებელია.

 

ფარშის გამოსასვლელი

 

ხორცის გასატარებელი მანქანის ფარშის გამოსასვლელიგაითვალისწინეთ, რომ ფარშის გამოსასვლელი ხვრელის მდებარეობა მოსახერხებელი უნდა იყოს, რათა ხელი შეუწყოს თქვენთვის აუცილებელი ჭურჭლის თავისუფლად მოთავსებას, რომელსაც იყენებთ ფარშის მისაღებად.

სხვადასხვა ხორცსაკეპში სიმაღლე ფარშის გამოსასვლელ ხვრელამდე შეადგენს 10 დან 20 სმ-მდე.

სასურველია ეს სიმაღლე უფრო მაღალი იყოს. საერთოდ კი დასაკეც ხორცსაკეპებს ფარშის გამოსასვლელი ხვრელი ნუფრო მაღლა აქვთ, ვიდრე მათ ანალოგებს, რომელთაც დასაკეცი კორპუსი არ გააჩნიათ.

 

ხმაურის დონე

 

ხორცის გასატარებელი მანქანის ხმაურის დონეხმაურის დონე, რომელსაც ადგილი აქვს ხორცსაკეპი მანქანის მუშაობის გამო, დამოკიდებულია მანქანის სიმძლავრეზე.

რაც მეტია ხელსაწყოს სიმძლავრე, მით უფრო მაღალი ხმაურის დონე აქვს მას.

ხმაურის საშუალო სიდიდედ 70 დეციბალი ითვლება. სანიტარული ნორმებით დასაშვებად კი 80 დეციბალი.

ხმაურის დაბალი დონის მიღწევა ხორცსაკეპ მანქანებში საკმაოდ რთულია, თუმცა შეიძლება  შეურიგდეთ ამას, რადგან მანქანის უწყვეტი მუშაობის დრო საკმაოდ ხანმოკლეა 10-15 წუთი.

ხორცსაკეპი მანქანების უმეტესობას აქვს რეზინის საყრდენები, ე. წ რეზინის ფეხები, რომლის საშუალებითაც მანქანის მაგიდიდან მოცურება გამორიცხულია, ამით კი მიიღწევა მისი უსაფრთხოება ექსპლუატაციის დროს.

ამას გარდა რეზინის ფეხები შესამჩნევად ამცირებს ხმაურის დონეს. ზოგიერთ მოდელს მისაკრავიანი საყრდენი გააჩნია.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით ბაზარზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან ნამდვილად არ გაგიჭირდებათ თქვენთვის სასურველი მოდელის შერჩევა.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

ხორცის გასატარებელი მანქანები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

მაღალი სიმძლავრის
ხორცსაკეპები
ელექტრონული
ხორცსაკეპები
მრავალფუნქციური
ხორცსაკეპები

ხორცსაკეპები
ძეხვეულისთვის
საჭრელი
ხორცსაკებები
ხორცსაკეპების
სრული კატალოგი
ხორცის გასატარებელი მანქანები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:
ხორცსაკეპები
200 ლარამდე
ხორცსაკეპები
მაღალი წარმადობით
ხორცსაკეპების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura