წერილის გაგზავნა!
თემატიკა
 
 
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
  ნანახია 14379 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორ ავიორჩიოთ ეპილატორითითქმის ყველა ქალბატონისთვის, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას, ეპილატორი აუცილებელი ელექტრონული ხელსაწყოა, რათა სხეულიდან მოცილებული იქნეს ზედმეტი თმები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რა შემთხვევებში იყენებენ სუსტი სქესის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად ეპილატორს?

საინტერესო შედეგები აჩვენა გამოკვლევებმა, რომელთა შედეგად დადასტურდა, რომ:

83% ქალბატონებისა არასასურველ თმებს იცილებს პლიაჟზე გასვლის წინ.

70% ამას ექიმთან (გინეკოლოგთან) ვიზიტის დროს აკეთებს.

40% სიყვარულის დღის, დაბადების დღის ან სხვა ღირსშესანიშნავი დღესასწაულების დროს.

45% სპორტით დაკავების შემთხვევაში.

65% სამსახურთან დაკავშირებული გასაუბრების დროს.

როცა ეპილატორები პირველად გამოჩნდა ბაზარზე, მათი მოხმარების პროცესი ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა დღეს ეპილატორები თანამედროვე  ტკივილგამაყუჩებელი მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

 

განსხვავება  სხვა მეთოდებთან

 

თმების მოცილების რამოდენიმე მეთოდი არსებობს, მათგან ძირითადია:

სპეციალური კრემები (კრემი-პილინგი);

მექანიკური სამართებელი (ბრიტვა);

ელექტროსაპარსი და ეპილატორი.

როგორ ავიორჩიოთ ეპილატორიკრემების მოქმედების ვადა ძალიან შეზღუდულია, რადგან  მოცილებული თმები ძალიან მალე ამოდის.

ქალბატონები, რომლებიც უპირატესობას მექანიკურ სამართებელს (ბრიტვა) ანიჭებს, გაცილებით მეტია და ეს გასაგებიცაა, რადგან მექანიკური სამართებლით პარსვა უფრო სწრაფი, იაფი და უმტკივნეულო საშუალებაა, ვიდრე ეპილაცია.

თუმცა სამართებელი (ბრიტვა) თმას კანის ზედაპირზე ჭრის და იგი რამოდენიმე დღეში ისევ ამოდის, მაშინ როცა ეპილატორი ამოგლეჯს თმას თავისი ბოლქვიანად. კანი უფრო გლუვი და ნაზი რჩება და ახალი თმის ძირის ჩამოყალიბებისათვისაც საკმაოდ დიდი დროა საჭირო. არ ხართ დაზღვეული კანის უნებლიე გაჭრისაგან. ამას გარდა სამართებლით გაპარსვის შემთხვევაში კანი ბიკინისა და იღლიების ზონაში ღიზიანდება.

ელექტროსაპარსით გაპარსვის შემთხვევაში კანის გაჭრა პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა ისიც აღიზიანებს კანს და ძირიანად არ იღებს თმას. მისი მოხმარების შემდეგაც თმა ძალიან სწრაფად ამოდის, თუმცა პროცესი ეპილაციასთან  შედარებით ნაკლებად მტკივნეულია.

 

და მაინც ეპილატორი

 

როგორ ავირჩიოთ ეპილატორითუ  ეპილატორს პირველად ყიდულობთ, თქვენთვის ალბათ აქტუალური იქნება საკითხი, როგორ აირჩიოთ ეპილატორი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

სწორად შერჩეული ეპილატორი დაგეხმარებათ რაოდენიმე კვირის ან ერთი თვის განმავლობაშიც კი განთავისუფლდეთ ზედმეტი თმისგან და მინიმუმამდე დაიყვანოთ უსიამოვნო შეგრძნებები ეპილაციის პროცესში.

ეპილაციის ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული ეპილატორის ხარისხზე. ეპილატორების ასორტიმენტი და მოდელთა კლასი კი  ბაზარზე ფართოდ არის წარმოდგენილი, რაც შედარებით ართულებს არჩევანს. ამიტომ მიმოვიხილოთ ეპილატორის ტიპები და განვიხილოთ მათი შესაძლებლობები.

 

ეპილატორის ტიპები

 

როგორ ავირჩიოთ ეპილატორიეპილატორები ერთმანეთისგან ძირითადად სიჩქარეების რაოდენობით, გაუტკივარების სისტემით, დამატებითი ფუნქციების, საცმების  რაოდენობით და ბოლოს დიზაინით განსხვავდება.

ეპილატორის არჩევის წინ, პირველ რიგში საჭირიოა იცოდეთ, თუ  რა ზონებში გსურთ მისი გამოყენება (სახე, ფეხები, იღლიები, ბიკინის ზონა თუ ყველა ერთად).

ზოგიერთი ეპილატორი განკუთვნილია მხოლოდ ცალკეული ზონებისთვის, თუმცა მათ უმრავლესობას შეუძლია თმების მოცილება  ნებისმიერი ზონიდან.

თუ ნორმალური კანი და ძალიან მცირე რაოდენობის თმები გაქვთ, არ არის აუცილებელი ძალიან ძვირადღირებული და მრავალრიცხოვანი საცმებით აღჭურვილი ეპილატორი შეიძინოთ, თქვენთვის საკმარისი იქნება მინიმალური ფუნქციებით აღჭურვილი ბიუჯეტური მოდელი.

ეპილატორი, რომელსაც გააჩნია პატარა სამუშაო ზედაპირი, უკეთესია გამოყენებული იქნას კანის მცირე მონაკვეთებზე  და პირიქით, ამიტომ  დარწმუნდით, რომ ეპილატორი, რომელსაც ირჩევთ, გამოდგება იმ ზონისთვის, რომელზეც გსურთ მისი გამოყენება. თუ  ორივე ტიპის ეპილაცია გჭირდებათ, აირჩიეთ ისეთი მოდელი, რომელი მრავალფეროვანი საცმებითაა აღჭურვილი და ნებისმიერ ზონაში შეძლებს არასასურველი თმებისგან გაგათავისუფლოთ.

ეპილატორები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

• ეპილატორები დისკით

ეპილატორები სამტვრევით

 

როგორ ავირჩიოთ ეპილატორიპირველი წარმოადგენს მბრუნავ ფოლადის დისკებს, რომლებიც ამოგლეჯენ მათ შორის მოქცეულ თმას თავის ძირიანად. (მულტიპინცეტური სისტემა). ასეთი ეპილატორები თმას ძალიან სწრაფად აცილებს, თუმცა ეს პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია.

მეორე ტიპის, სამტვრევებით აღჭურვილი ეპილატორით ჩატარებული პროცედურა უფრო კომფორტულია, ის ფაქიზად ედება თმას და იღებს მას კანის ზედაპირიდან. განსხვავებით დისკიანი ეპილატორისგან, რჩება მინიმუმი უსიამოვნო შეგრძნება და პროცესიც ნაკლებად მტკივნეულია, თუმცა გაცილებით ნელა მუშაობს და ეპილაციის დასრულებას დიდი დრო ჭირდება.

ბოლო დროს მწარმოებლების მიერ ეპილატორები ორივე ტიპის საცმებითაა აღჭურვილი,  და თუ რომელს გამოიყენებს მომხმარებელი,  მისი გადასაწყვეტია.

იმ ქალბატონებისათვის, ვინც ეპილატორს ირჩევს, მაგრამ ელექტროსაპარსიც სჭირდება, მწარმოებლებმა შექმნეს მოდელები ”ორი ერთში”. ასეთ ეპილატორებს როგორც ეპილაციის, ასევე ელექტროსაპარსის საცმები გააჩნია და შესანიშნავად უმკლავდება ორივე ფუნქციას. ეს უნივერსალური მიდგომაა მთელს ტანზე თმების მოსაცილებლად, რადგან ერთი ხელსაწყო შეგიძლიათ სურვილისამებრ როგორც ეპილატორად, ასევე ელექტროსაპარსად აქციოთ.

ასეთი ეპილატორები აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე  მულტიპინცეტური სისტემებით, ხოლო ელექტროსაპარსის თავები აღჭურვილია სუპერ თხელი ბადით, რომელიც ჰიგიენური შენადნობისგანაა დამზადებული, ასევე ტრიმერით, რაც კიდევ მეტ კომფორტის საშუალებას იძლევა.

 

თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ

 

ეპილატორი - თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთძალიან მგრძნობიარე კანისთვის, განსაკუთრებით იღლიებისა და ბიკინის ზონებში ეპილაცია რთული გამოცდაა. ყველა ქალბატონი ვერ ახერხებს ამ ზონებში ეპილატორის გამოყენებას. არსებობს ეპილატორები, რომელთაც კომპლექტში გააჩნიათ საცმები ”დამწყებთათვის”. ინსტრუქციის თანახმად ასეთი საცმები საჭიროა მათთვის, ვინც პირველად, ან დიდი ხნის შესვენების შემდეგ იკეთებს ეპილაციას ხელებზე და ფეხებზე. ხოლო თუ ტკივილის ზღვარი საკმაოდ მაღალია, ასეთი საცმით შესაძლებელია თმების მოცილება მგრძნობიარე ადგილებშიც კი. ასეთი შედეგი მიიღწევა იმით, რომ საცმში დისკების რაოდენობა გამეჩხერებულია (შემცირებულია), რის შედეგად ერთი მოძრაობით ხდება თმების ნაკლები რაოდენობის ამოღება, შესაბამისად ტკივილიც ნაკლებია.

ცდილობენ რა გახადონ ეპილაციის პროცესი რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული და კომფორტული, მწარმოებლები უფრო შორსაც წავიდნენ.  მათ შექმნეს მოდელები, რომლებიც განკუთვნილია ყველაზე მტკივნეული ადგილების, იღლიებისა და ბიკინის ზონებში ეპილაციისათვის. ასეთ მოდელებს გააჩნია სპეციალური საცმი პრეციზიონური თავით, იგი საშუალებას იძლევა  დახუროს 5 პინცეტიდან 3, მგრძნობიარე ადგილებში ეპილაციის დროს  და  ამავდროულად  მსუბუქად დაჭიმოს კანი მუშაობის პროცესში, რაც საგრძნობლად ამცირებს ტკივილს.

 

ტკივილის გაყუჩების სხვა ხერხები ეპილატორებში

 

სპეციალური მასაჟის გასაკეთებელი ჯაგრისი

 

როგორ ავირჩიოთ ეპილატორიიგი წარმოადგენს რბილ რეზინის ჯაგრისს როდესაც ეპილატორს ამოძრავებთ, ჯაგრისები მსუბუქად, განუწყვეტლივ  ამასაჟებენ კანს, რომლიდანაც მოცილებული იყო თმები, როგორც ცნობილია მასაჟი ხელს უშლის ნერვიული დაბოლოებებიდან ტკივილის სიგნალის გადაცემას,  ამიტომ  ჯაგრისის ვიბრაცია ახშობს ტკივილს და ეპილაციის პროცესიც უფრო კომფორტულია.

მოსახერხებელია ისიც, რომ კანის მგრძნობელობის მიხედვით ტკივილის გაყუჩება შესაძლებელია გაკონტროლდეს (დარეგულირდეს) ორ საფეხურად. არჩეული საფეხურის შესაბამისად იცვლება მასაჟის ინტენსივობაც.

არსებობს მოდელები, რომელშიც მასაჟის ინტესივობა არ რეგულირდება, თუმცა მათი მოხმარება უფრო მარტივია და ეპილატორის დაზიანების შანსიც უფრო დაბალია.

ზოგიერთ მოდელს  მოყვება საცმი, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მასაჟის ბურთულებით (შარიკებით). ასეთი საცმით ჩატარებული ეპილაცია საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულია.

 

მხსნელი ყინული (გამაგრილებელი თათმანი)


 

როგორ ავირჩიოთ ეპილატორიეს ყველაზე თანამედროვე და უმტკივნეულო მეთოდია, ამავე დროს ასეთი ეპილატორები ყველაზე ძვირადღირებულ სეგმენტს განეკუთვნება. მისი მოქმედების პრინციპი შემდეგშია: გამოყენების წინ  მყინავ ხუფში ისხმება წყალი და იყინება საყინულეში, ამის  შემდეგ კი მისი დაყენება ხდება  ეპილატორზე.   სპეციალურად შემუშავებული მყინავი საცმი კანის გაყინვა-გაყუჩებას უშუალოდ თმის ამოღების წინ უზრუნველყოფს.

ამ ტიპის ეპილატორი არაჩვეულებრივია ფაქიზი და მგრძნობიარე კანის მქონე ქალბატონებისთვის. თუ ეპილაციის პროცესში სისხლი წამოგივიდათ ან კანი სხვაგვარად დაგიზიანდათ, ყინული უმალვე შეაჩერებს სისხლდენას და ანელებს ტკივილს. ასეთ ეპილატორს გააჩნია ასევე კანის მოვლის სპეციალური საცმი, რომელიც ეფექტურია კანის ზედაპირიზე  მყოფი მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად და ამცირებს თმის ჩახვევა-ჩაბრუნების რისკს.

არსებობს გაყინვა-გაყუჩების სხვა მეთოდიც, სპეციალურ თათმანში  თავსდება  გელიანი ბალიში. უშუალოდ ეპილაციის დაწყების წინ თუ ამ თათმანს დაიდებთ დასამუშავებელ ადგილზე, იკარგება მგრძნობელობა და კანი ვერ გრძნობს ვერაფერს, გარდა გაყინვის შეგრძნებისა.

უახლეს მოდელებს კომპლექტში მოყვება სპაციალური Olay - ის გამაგრილებელი ხელსახოცები, რომელიც შექმნილია ეპილაციის პროცესის შერბილებისათვის. ეპილაციის წინ ხელსახოცი აგრილებს და არბილებს კანს, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ მოქმედებს როგორც ლოსიონი, რომელიც კანს გლუვსა და აბრეშუმივით ნაზს ხდის.

 

კანის დაცვა

სუსტი სქესის წარმომადგენლები საკმაოდ დიდ დისკომფორტს გრძნობენ თმის ბოლქვის ამოღების შედეგად კანის ამოწევით.

მწარმოებელმა ექსპერტებმა აქაც მიაგნეს გამოსავალს და შექმნეს სპეციალური ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიით დამზადებული ეპილატორი აღჭურვილია სპეციალური დისკებით, რომელიც აწვება კანს და ხელს უშლის იმას, რომ ის ამოყვეს თმის ბოლქვს. ამასთან ერთად პინცეტები, რომლითაც ხდება თმების მოცილება, საერთოდ არ ეხება კანს.

 

სიჩქარე

 

სიჩქარე ეპილატორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია, ამიტომ შეძენის პროცესში აუცილებლად გაამახვილეთ მასზე ყურადღება. არსებობს ეპილატორები, რომელთაც  მხოლოდ ერთი სიჩქარე აქვს, თუმცა სასურველია თუ მოერიდებით ასეთი მოდელის  შეძენას და აირჩევთ ისეთ ეპილატორს, რომელსაც ორი ან სამი სიჩქარე გააჩნია.

რატომ აქვს მნიშვნელობა ეპილატორის სიჩქარეების რაოდენობას?  საქმე იმაშია, რომ ბევრი ქალბატონი მგრძნობიარეა ტკივილის მიმართ. სწორედ ამ მიზეზის გამო უფრო მაღალი სიჩქარის  რეჟიმები საშუალებას იძლევა სწრაფად გაუმკლავდეთ ძირითად პრობლემას მინიმალური ტკივილის ხარჯზე. მაღალი სიჩქარით თმების მოცილების პროცესი ნაკლებად მტკივნეული და საკმაოდ სწრაფია.

მაქსიმალური სიჩქარე რეკომენდირებულია გრძელი და უხეში თმების მოსაცილებლად, მაღალი სიჩქარის  დროს სწრაფად და შედარებით უმტკივნეულოდ ხდება თმების მოცილება.

გარდა მაქსიმალიური სიჩქარისა ასევე აუცილებელია მინიმალური სიჩქარის რეჟიმიც, რომელიც მოკლე და ძალიან წვრილი თმების მოსაცილებლადაა საჭირო, რადგან თუ ასეთ  თმას მაღალი სიჩქარით მოიცილებთ, თმის ღერები დაიმტვრევა და  ძირიანად (ბოლქვიანად) არ ამოვა.

 

განათება

 

ეს საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციაა, რომელიც საშუალებას იძლევა ეპილაციის პროცესი უფრო ზუსტი გახადოს.

ამ დროს საჭირო აღარ არის ნათელი ადგილი და სპეციალური განათება, რადგან ეპილატორში ჩამონტაჟებული განათების სისტემა მაქსიმალურად ანათებს დასამუშავებელ ზონას, რაც გამორიცხავს ვერ დაინახოთ და დაგრჩეთ თმის არც ერთი ღერი.

 

კვების წყარო

როგორ ავირჩიოთ ეპილატორიყველა ეპილატორი ერთმანეთისგან განსხვავდება იმითაც, თუ რა ტიპის კვების სისტემითაა იგი აღჭურვილი.

არსებობს ეპილატორები, რომელიც მხოლოდ დენის წყაროდან იკვებება, ზოგიერთი მოდელი როგორც დენის წყაროდან, ასევე ბატარეების საშუალებით მუშაობს.

ასევე არის მოდელები, რომელიც აკუმულიატორითაა აღჭურვილი და დამუხტვის შემდეგ მისი გამოყენება  გარკვეული დროის განმავლობაში დენის წყაროს გარეშე შეიძლება.

ასეთი ეპილატორები განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ სამოგზაუროდ, ან ისეთ ადგილზე წასვლა გსურთ, სადაც არ მოგიხდებათ დენის ჩამრთველის ძებნა.

 

ხმაურის დონე

 

აუცილებლად  მიაქციეთ ყურადღება ამ პარამეტრს, რათა თქვენი ეპილატორის ხმაურმა არ შეგაწუხოთ.

სასურველია ხმაურის დონე შეადგენდეს 55 დეციბალს, თუმცა ძალიან ბევრ მოდელში ეპილატორის ხმაურის დონე 76 დეციბალია, რაც ასევე ნორმალურია.

ერიდეთ ისეთ ხელსაწყოს, რომლის ხმაურის დონე ამ  მონაცემებს სცილდება.

 

დამატებითი საცმები

 

როგორ ავირჩიოთ ეპილატორიუკვე განვიხილეთ, მაგრამ მაინც ჩამოვთვალოთ ძირითადი საცმები, რომელიც თან ახლავს თანამედროვე ეპილატორებს:

შემზღუდავი საცმი (დამწყებთათვის) - ამცირებს საეპილაციო ზონის ფართობს.

საცმი რომელიც ამოკლებს თმის სიგრძეს - ამოკლებს თმის სიგრძეს ეპილაციისთვის საჭირო სიგრძემდე.

საცმი სამართებელი - მოსახერხებელია იმ ადგილებში, სადაც ეპილაცია არასასურველია.

საცმი ტრიმერი - კომბინირებული პარსვისა და სტაილინგისთვის ბიკინის ზონაში.

საცმი წერტილოვანი ეპილაციისთვის - რამოდენიმე ერთ რიგად განლაგებული პინცეტები საგრძნობლად აჩქარებს ეპილაციის პროცესს ჩვეულებრივ პინცეტებიან საცმთან შედარებით.

საცმი პილინგისათვის - ასუფთავებს კანს მკვდარი  უჯრედებისაგან  და ათავისუფლებს თმას, რითაც გამორიცხავს  მისი ჩახვევის შესაძლებლობას.

საცმი წარბების ზონის ფორმირებისათვის - მისი საშუალებით შესაძლებელია წარბების ფორმის ფორმირება.

გასაცივებელი საცმი - ყინვა ამცირებს და ფაქტიურად ხსნის ტკივილის შეგრძნებას.

სპეციალური საცმი დელიკატური ზონებისთვის

და სხვა...

ნებისმიერ ეპილატორს კომპლექტში აუცილებლად უნდა ახლდეს საცმების გასაწმენდი ჯაგრისი და შესანახი შალითა. ეს ნაკლებად ფუნქციონალური, თუმცა არა ნაკლებად აუცილებელი ნივთებია.

 

როგორ ვისარგებლოთ სწორად ეპილატორით (ზოგადი რჩევები)

 

1) გამოიყენეთ ეპილატორი ცხელი აბაზანის, ან შხაპის შემდეგ. ცხელი წყალი ხელს უწყობს ფორების გაფართოებას და თმის ძირების დასუსტებას, რაც აიოლებს თმის მოცილების პროცესს და უფრო უმტკივნეულოს ხდის მას.

2) ეპილაციის პროცესის წინ სასურველია კანი გაიწმინდოს ლოსიონით, რომელიც შეიცავს 30%-მდე სპირტს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ  თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის შეჭრის შესაძლებლობა. თუმცა თვითონ ეპილაციის პროცესში კანი უნდა იყოს აბსოლიტურად მშრალი და სუფთა.

3) ნუ მიიჭერთ ეპილატორს ძლიერად ტანზე, რადგან ამან შეიძლება კანის ტრამვა გამოიწვიოს.

4) ნუ გამოიყენებთ ეპილაციის შემდეგ ლოსიონს, რადგან მასში შემავალმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება გამონაყარი და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

5) ეპილაციის პროცესის დასრულების შემდეგ  გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ან გელი, რომელიც განკუთვნილია პარსვის შემდგომი პროცესისთვის. ეს აუცილებელია განსაკუთრებით პლიაჟზე ან სოლარიუმში წასვლის წინ.

6) ეპილაციის დაწყებამდე ხელი გადაატარეთ ტანის იმ მონაკვეთზე, სადაც იკეთებთ ეპილაციას, თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ხოლო თუ თმა ძალიან გრძელია, გამოიყენეთ სპეციალური საცმი გრძელი თმისთვის. თუ თქვენს ეპილატორს ასეთი საცმი არ გააჩნია, მაშინ თმა გაიკრიჭეთ მაკრატლით. სასურველია თმის სიგრძე ეპილაციის პროცესში იყოს 0,5-1სმ.

7) გადაატარეთ ეპილატორი თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით, კანის ზედაპირის პერპენდიკულარულად. სასურველია კანი იყოს დაჭიმული, განსაკუთრებით იღლიისა და ბიკინის ზონაში, რადგან ეპილატორი უფრო წიწკნის კანს, თუ იგი მოდუნებულია და მტკივნეულს ხდის პროცესს.

8) ეპილატორი ოდნავ დახარეთ და ეპილაცია გაიკეთეთ ძალიან ნელა, თქვენ იგრძნობთ როგორ მოედება ეპილატორი თმის ფოლიკულებს. რაც უფრო ნელა გადაატარებთ ეპილატორს კანზე, მით უფრო გულდასმით ამიღებს იგი თმას.

9) პროცესის დასრულების შემდეგ ყველა საცმი, რომელიც გამოიყენეთ, გულდასმით უნდა იქნას გაწმენდილი სპეციალური ჯაგრისით, ან სუფთა ტილოთი, რომელიც ეპილატორის კომპლექტში შედის. ეს მინიმუმამდე დაიყვანს ინფექციის შეჭრის ალბათობას.

10) ნუ გამოიყენებთ ეპილატორს სახიდან თმის მოსაცილებლად. ეს საშიშიცაა და შეიძლება გამოიწვიოს უკუშედეგი.

11) ნუ შეგაშინებთ ეპილაციის პროცესის შემდეგ კანზე წითელი ლაქები, ეს ბუნებრივია და იმის მანიშნებელია, რომ თმები ბოლქვიანად ამოვიდა და პროცესი წარმატებით ჩატარდა.

 

პს

როგორ ავირჩიოთ ეპილატორიმიაქციეთ ყურადღება იმ საკითხს, რომ მწარმოებელი აუცილებლად ცნობილი ბრენდი იყოს, რაც ხარისხის, კომფორტისა და თქვენი ეპილატორის ხანგრძლივი, გამართული მუშაობის გარანტიაა.

სასურველია, თუ შეძენის წინ მოსინჯავთ და თქვენი მეგობრის ეპილატორით ისარგებლებთ, რათა ზედმიწევნით ზუსტად გაიგოთ საერთოდ შეძლებთ თუ არა ეპილატორით სარგებლობას და მიახლოებით როგორი ტიპის ეპილატორი დაგჭირდებათ.

სუფთა და გლუვი კანისათვის ტკივილის მოთმენაც ღირს, თუმცა რაც უფრო ნაკლებ მსხვერპლს გაიღებთ სილამაზისთვის ბრძოლაში, მით უკეთესია. ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა მწარმოებელმა ვერ შეძლო გადაექცია ეპილაცია სასიამოვნო პროცესად. ამიტომ ეპილატორის არჩევის დროს კარგად აწონ-დაწონეთ  ზემოთ აღწერილი თვისებებიდან რომელია თქვენთვის და თქვენი კანისთვის ყველაზე მისაღები.

 

ბედნიერ არჩევანს გისურვებთ!

 

რეკომენდებული ეპილატორები:

 

www.be.ge
მშრალი
www.be.ge
ნოტიო
www.be.ge
ტრიმერით
     

www.be.ge
განათებით
www.be.ge
მასაჟორით
www.be.ge
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები



 

 



 

დღის აურა