წერილის გაგზავნა!
თემატიკა
 
 
 
 

ვებ კატალოგი

 

 

ფული ინტერნეტით

 

 

  ნანახია 33805 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ადამიანის სიმაღლეადამიანის სიმაღლეზე დამოკიდებულია არა მარტო პირადი ცხოვრება, არამედ გარკვეულწილად მისი კარიერაც. ამიტომ ეს საკითხი ძალიან აქტიური და მტკივნეულია ბევრი ადამიანისთვის. 

რა განსაზღვრავს და რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიმაღლე?

მემკვიდრეობითობა -  ადამიანის სიმაღლე 90%-ით დამოკიდებულია გენებზე, ამიტომ მისი გამოთვლა ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე შეიძლება.

ბიჭის სიმაღლე - (მამის სიმაღლე+დედის სიმაღლე) : 2 + 6,4სმ.

გოგონას სიმაღლე - (მამის სიმაღლე+დედის სიმაღლე) : 2 - 6,4სმ.

არსებობს კიდევ ერთი პოპულარული ფორმულა - ვიღებთ ბავშვის ზომას სამი წლის ასაკში და ვამრავლებთ ორზე.

რა თქმა უნდა ეს არ არის ზუსტი ფორმულები, მაგრამ შედეგები საკმაოდ მიახლოებულია.

ჰორმონალური სტატუსი - პირველ რიგში - სიმაღლის ჰორმონი სომატოტროპინი, რომელიც არა მარტო ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის აქტივიზაციას, არამედ ზრდის კუნთოვან მასას, აუმჯობესებს გულის და ცენტრალური ნერვიული სისტემის მუშაობას. სომატოტროპინის ნაკლებობას  ყოველთვის თან ახლავს ზრდის შეფერხება.

სწორი კვება - მოზარდის ზომა შეიძლება 10%-ით გაიზარდოს რაციონალური კვების ხარჯზე. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ზრდის ჰორმონის სტიმულირებას ხელს უწყობს ცილოვანი საკვები, ხოლო გლუკოზა პირიქით აფერხებს მას. ამიტომ მოზარდის რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს ხაჭო, უცხიმო ხორცი, კვერცხი, რაც შეეხება ტკბილეულს- მხოლოდ დღესასწაულებზე!

სიმაღლეზე  დადებითად მოქმედებს A ჯგუფის ვიტამინები: სტაფილო (ზეთთან, რძესთან ან არაჟანთან ერთად), თევზის პროდუქტები, ღვიძლი, ქორფა ბოსტნეული. აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები: კარაქი, რძე, კვერცხი, ნიგოზი, ჭვავის პური, კალციუმი (რძის პროდუქტები) და ფოსფორი (თევზი).

ქრონიკული დაავადებები - სიმაღლე არც თუ ისე უსაფუძვლოდ ითვლება მოზარდის ჯანმრთელობის ინდიკატორად. მისი შეფერხება ისეთი ქრონიკული დაავადებების შედეგად ხდება, როგორიცაა ანემია, კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევა, ხშირი ბრონხული დაავადებები, გულის მანკი, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.

ასეთ შემთხვევაში ზრდის შეჩერება დროებითია, დაავადების განკურნებასთან ერთად ზრდა ისევ გრძელდება.

მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა - მკვლევარებს სპეციალური ტერმინიც კი აქვთ - ზრდის შეჩერების ფსიქოსოციალური მიზეზი.

ხანგრძლივი სტრესის შედეგად ზრდის ჰორმონის გამომუშავება ფერხდება და მოზარდები ძალიან ცუდად იზრდებიან.

 

როგორ უნდა გავიგოთ როგორია მოზარდის ზრდის პერსპექტივა?

 

საჭიროა მტევნის რენტგენის გადაღება, თუ სურათში ჩანს გამჭვირვალე ადგილები, ეგრეთ წოდებული ზრდის ზონები-ხრტილოვანი ფენები, რომლიდანაც ხდება ძვლის გაზრდა სიგრძეში, ე.ი სიმაღლეში გაზრდა შესაძლებელია;

მაგრამ თუ გამჭვირვალე ადგილები, ანუ ხრტილოვანი ფენები არ არსებობს და იგი უკვე ძვლოვანია, ე.ი ზრდის ზონები დახურულია და მათ სტიმულირებას აზრი არა აქვს.

 

როგორ შეიძლება სიმაღლეში მომატება?

 

ქირურგიული ოპერაცია - ოპერაციის არსი ასეთია: წვივებს ამტვრევენ და აფიქსირებენ სპეციალური აპარატით 12 თვის განმავლობაში.

ამ მეთოდის პლიუსი ისაა, რომ იძლევა 5-10 სმ-ით სიმაღლეში მომატების 100%-იან გარანტიას.

მინუსი კი საავადმყოფოში ხანგრძლივი დროით ყოფნის აუცილებლობა, გართულების დიდი რისკი, მოძრაობის შეზღუდვა და ოპერაციის საკმაოდ სოლიდური ფასია.

ფარმაკოლოგიური მეთოდი - მეთოდის არსია ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნა, რომელიც ახდენს ძვლის ზრდის სტიმულირებას. 

ამ მეთოდის პლიუსია ამბოლატორიული, უმტკივნეულო მკურნალობა და  სწრაფად სიმაღლეში მომატება (10-12 სმ) პირველი ორი წლის განმავლობაში. 

მინუსი კი ორგანიზმის ჰორმონალური სტატუსის დარღვევის რისკი და  წამლების ეფექტურობის ასაკით შეზღუდულობა (ტაბლეტების გამოყენება ხდება ზრდის ზონების დახურვამდე).

სტატურანითუმცა პოპულარობით სარგებლობს სიმაღლეში ზრდის პრეპარატი - სტატურანი (Staturan).

ეს პრეპარატი არ იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, შედეგი მიიღწევა ნივთიერებათა ცვლის პროცესის მოწესრიგების გზით.

სტატურანი უსაფრთხოა და მისი მიღება შესაძლებელია 6 წლის ასაკიდან 18 წლის ასაკის ჩათვლით (დოზები ასაკის მიხედვით მითითებულია ინსტრუქციაში).

ფიზიკური ვარჯიშები, გაჭიმვა (გაწელვა) - მეთოდის არსი დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვებშია. ღერძზე (ტურნიკზე) დაკიდება და სპეციალური გაჭიმვის ვარჯიშები ამაგრებს ძვლებს და ავითარებს მოქნილობას სახსრებში. აღადგენს მალთაშორის დისკებს.

ამ მეთოდის პლიუსია ორგანიზმის გაძლიერება, გაჯანსაღება და სიმაღლეში მომატება 3-5 სმ-ით, რომელიც მიიღწევა სახსრების მოქნილობის აღდგენის, ხეხემლის შეუმჩნეველი გამრუდების გამოსწორების და სწორი ტანადობის  ჩამოყალიბების (მხრებში გამართვა და წელში გასწორება) ხარჯზე.

მინუსი კი ფიზიკური დატვირთვების დოზის გადამეტებაა. დამძიმებულმა ვარჯიშებმა შეიძლება მალებშუა დისკების გამკვრივება გამოიწვიოს.

 

კარგია იცოდეთ

 

აინტერესებთ ხოლმე, სიმართლეა თუ არა, რომ ბავშვი იზრდება ძილში.

ეს აბსოლიტური სიმართლეა და დადასტურებულია მეცნიერულადაც. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ზრდის ჰორმონების თითქმის 70% გამოიყოფა ღამით, ძილის პროცესში. ამიტომ, ბავშვის ორგანიზმისთვის სრულყოფილი გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოუძინებელ ბავშვებში ხშირად შეიმჩნევა ზრდაში ჩამორჩენა.

 

რომელ ასაკამდე იზრდებიან ადამიანები?

 

გოგონები იზრდებიან 17-19 წლის ასაკამდე, ზრდის პიკი 11-12 წლის ასაკშია, როცა წელიწადში 8,5 სმ-ს იმატებენ.  

ვაჟები იზრდებიან 19-21 წლის ასაკამდე, ზრდის პიკი  12-13 წლის ასაკშია, როცა წელიწადში 9,5 სმ-ს იმატებენ.

ასაკთან  ერთად ადამიანის სიმაღლე იკლებს, 60 წლისთვის - 2-2,5 სმ - ით, 80 წლისთვის კი 5-6 სმ-ით.

 

ასევე იხილეთ:


სიმაღლეში ზრდის ხალხური რეცეპტები

როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი

სიმაღლეში ზრდის ბერგის მეთოდი

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები



 

 



 

დღის აურა