მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2391 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ეს ქუთაისში შეიტყვეს შუბლში იტკლიცეს ხელია, 

ნუთუ ქართლსა და კახეთსა ვაჟკაცი შემოელია, 

აქ რაღაც ცბიერობაა უთუოდ საეჭველია

უნდა უშველოთ როგორმე თუ სადმე მისაშველია.

როგორ თუ მთელი ქვეყანა მან ასე აიბუაო?

მოდი გავგზავნოთ აქედან მეგრელი ესებუაო.

ისე დაბლაგვოს, იცოდეთ, როგორც რომ დანის ყუაო.

მაშინ იტლინკოს გლდანელმა, მერე ისწავლოს ჭკუაო.

მაშინ წამოდგა ნესტორა სიმდაბლით მოუბარია:

უფროსები ხართ და ჩემგან არ გეკადრებათ ვარია.

თუ გავიმარჯვე აქავე ჩამოვალ მომცინარია,

თუ ვერა კომბალს ავიღებ და წავალ სადაც ცხვარია.

გლდანელის საპირდაპიროდ აქ ვიღაც ჩამოსულაო,

მაგრამ ყურებსაც არ იბერტყს ჩვენი ნაქები კულაო,

ამბობს, ამისი ტოლები აქ ბევრი გალახულაო,

და ესეც ისე გავპენტო როგორც რომ ბამბის ქულაო.

გამოდის კულა გლდანელი მხარბეჭა და შიშველია, 

ჯეირანივით ნავარდობს, მაღლა ხტის როგორც შველია,

ტანზედაც ერბო წაუსვამს, რომ ვერ მოავლონ ხელია,

გარს ახვევია ამქრები, სუყველა მისი მშველია.

მეორე მხრიდან მეგრელი გამოძვრა როგორც ტურაო, 

რომ დაინახა გლდანელი ლომივით მიაშურაო,

მკლავებში ხელი მოავლო და ერბომ აიცურაო,

კინაღამ უცბად გაფუჭდა და ბედმა მოიმდურაო.

განზე გადუხტა მატყუარს, სისწრაფით მოიშორაო.

ამბობს, ხელს ვერსად ვკიდებ, რა ცუდად მომაღორაო.

მივარდა, გულში ხელი ჰკრა, ბურთივით გააგორაო.

ვეფხვივით ზურგზე დაახტა, დათვივით მოიტორაო.

ქვეშ დევს, ფართხალობს გლდანელი, ცდილობს ზე წამოდგომასა.

ზემოდან მტკვალავს ნესტორა, თითქო იღებდეს ზომასა.

თან ეუბნება დაცინვით: კულა ნუღარ სწევ შრომასა,

უფრთხილდი თან არ გადაყვე შიშსა და გულისწყრომასა.

ფეხებში ხელი მოჰკიდა, თავდაღმა დააყირაო, 

საცეცხლურივით დაკმევა ოთხკუთხივით დაუპირაო.

იმისი მაყურებელი სუყველა გააკვირაო, 

კულა გლდანელის მომხრენიც უწყალოდ აატირაო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ