მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 788 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენ, ქუჩის ბავშვო, ქუჩა გზრდის მარტო,

ცივ ფილაქანზე დარბი და წვები,

არვინ გყავს ქვეყნად, რომ ფიქრი ანდო

და გათოშილი გაგითბოს ძვლები!

აქ შენზე ფიქრი არვის აწუხებს,

თუმც ყოველ გამვლელს აედევნები;

ყინვა და ქარი გიჭერს მარწუხებს

და იტვირთები ცრემლთა მტევნებით!

თავიდან დაგყვა იღბალი ოხრის,

კონკებში ზიხარ, ვინ მოგცემს ახლებს

და როს შიმშილი რკალივით მოგხრის, -

ხარკს ახდევინებ უჩინრად ბაყლებს.

შენ აქ იხრწნები... და იქ კი დედა

ლოთობს და არაყს გადაჰყოლია;

ალბათ ვერ ზიდა ცხოვრების სევდა

და მშობლიური მელანქოლია!

ახლა ერთმანეთს აღარც კი იცნობთ,

ცხოვრების შხამმა ადრე გაგყარათ:

მას - სამიკიტნო, შენ - ქუჩა გიძმო

და თქვენს სავალზე ქაცვი დაჰყარა!

მამაც ხომ ტანჯვამ მოიდნო უდროდ

და კაცის მკვლელის გაჰყვა სახელი?

არც შენ მოგელის დღეები მყუდრო,

რაკი ცხოვრების ფსკერზე დახვედი.

ეჰ, უბედურო! ბედი უტეხი

ვინ იცის კიდევ თუ სად წაგიღებს?

ეთრევი ასე, ვიდრე მეტეხი,

ან და - სამარე კარს არ გაგიღებს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვარლამ რუხაძე  • • •   ვარლამ რუხაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ