მთარგმნელი: ბესო ხომერიკი
ვინა ვარ? რა ვარ? - ვარ მეოცნებე, თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი და ეს ცხოვრებაც ისე ვიცხოვრე, როგორც მის გარდა სხვები მრავალი.
როგორც შენამდე მრავალი ვკოცნე და ვიმეორებ: "მიყვარხარ" მქისედ, ვით ნამეორებს მრავალჯერ ლოცვებს. - "ჩემი სუნთქვა ხარ," "ჩემი ნდომა ხარ", თუ გააღვივებ ვნებას ჩემს გულში, სიმართლეს უკვე ვეღარ მონახავ. ცეცხლს მინთებ, მაგრამ მითხარი რისთვის?! თუ ტანკენარავ ჩემო, ალვის ხევ მოვლენილი ხარ ჩემთვის და სხვისთვის. სხვის ტყვეობაში ვეწამე ბევრი, შენზე არასდროს არ ვეჭვიანობ, ისიც იცოდე, არასდროს გწყევლი. თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი მთელი ცხოვრება მე შენ მიყვარდი, ისევე როგორც სხვები მრავალი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |