ვუძღვნი ტიციან ტაბიძეს
პარასკევს ყაფანზე გაყიდეს ჩოჩორი, ატირდა საბრალო თაფლისფერ თვალებით. ახალმა პატრონმა მოპარსა ქოჩორი და თოთო ტერფებზე დააკრა ნალები. კოცნიან, ახრჩობენ რძიანი ბალახით. ორშაბათს ხურჯინით აჰკიდეს მაწონი: პატარა ფეხები ეტკინა ტალახით. ნაცნობებს შეხვდება, უეცრად ქრებიან. სურს დედის ალერსი, ვერ ხედავს ვერავის, მხოლოდ ხარს უცქერის საყანწე რქებიანს. ჩოჩორიც მიჰყვება ბედს გადანაბირებს. ამბობენ: ბაზარში არ იყო სიძვირე, ღამდება და ქარი ამოსვლას აპირებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |