მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1177 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მე დავრჩი მარტო ჯვარედინ გზაზე...

და მოველოდი ჩემზე მძლეს უფრო:

ის არ მოსულა... მოვა ჩემს ხმაზე...

მინდა შევესწრო და ლხინს ვესუფრო!

ჩემს შემდეგ მოვა ვრცელს მიდამოში

სიცარიელის ამოსავსებად;

ჩემებრ შეამკობს სიბრძნის სამოსი,

მძებნელს გარდაჰქმნის თავის მსგავსებად.

დაიძახებს: „აღახვენით!“

ჩამოჰკრავენ სულის კარებს;

ბრწყინვალება ჩაუქრებათ

ნიღაბებში შემკულ მთავრებს.

იგი ერთი, მაღლა მდგომი

არავის არ მიიკარებს

სხვა რად უნდა? მასთან არის,

რაც კაშკაშებს, მოელვარებს.

ჩემს შემდეგ მოვა შავის ფიქრებით

ტანჯვის დემონი ედგება მხარში,

მის სულს ჩაჰხედავთ და გაჰფითრდებით;

ჩემს შემდეგ მოვა სიძე ბატონი,

თავის პატარძალსაც მოუფრენს რაში

დიდ სასახლეში შევლენ მარტონი.

კედელზე ჰნახავს ჩემს ობოლ ჩანგურს

სიმებ დაწყვეტილს, მტვერმოკიდებულს;

ის ახალგაზრდა იცნობს იქ წარსულს

და ცრემლს დააფრქვევს გულზე მუდებულს.

სდგას მის პირდაპირ ჩემი ტაძარი

იქ მივა... პორფირს შენ მოგაბარებს,

მას მუხლს მოუდრეკს, ვინც მე აღვძარი,

ლოცვას სევდიანს შემომაპარებს.

მე იმ ლოცვაში მომელანდება

თავდავიწყება, ჩემი ბურანი,

ახ, მას კი რარიგ დაუღამდება...

არც ცხენი ელის და არც ქურანი!

ჩემს შემდეგ მოვა, იყავით ფთხილად!

ძველი კერპები არ აღადგინოს

მაშინ იქნებით თქვენ ყველა სიზმრად..

ქრისტეს მონები თაყვანს სცემთ ნინოს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ