მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1680 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

არა, აღარ მსურს გიმზირო ტრფობით,

მძულს შენი სახე, გიგონებ გმობით!

წადი, გამშორდი და ის იკმარე,

რაც შეჰსვი, გველო, სისხლი მჩქეფარე!

შენ, რომელსაც კი მე გაღმერთებდი,

და საამებლად გრძნობას ვანთებდი, -

სამარადისოდ იყავ წყეული,

გესლმა გიკვნესოს სული გრძნეული!

ესრედ თვალთმაქცი შენი ღიმილი,

მალულ სევდაზე ოხვრით ჩივილი:

ვითომც გიყვარდე, ჩემთვის ტანჯულხარ..

ვერ დამაჯერებ, გამშორდი, მძულხარ!..

რას წარმოადგენ? - თიხას, არარას!

მომაკვდავს მავი მიწა დაგფარავს!

განა ღირსი ხარ, ჩანგსა გიჟღერდე,

ჩემს უკვდავ ლექსებს ლოცვად გიმღერდე?

ვერც შეგიყვარებ, არც მყვარებიხარ,

ერთხელ ნაცნობსა - ვეღარ გცნობ, ვინ ხარ!

ავო, ავგულო, წყევლითამც კრულ ხარ!

არ მომეკარო, გამშორდი, მძულხარ!...

...და დავივიწყებ იმ მოგონებას,

თუ კი ოდესმე დავყე შენს ნებას,

რად ვათენებდი, ახ, თეთრად ღამეს?

სჩანს, ცოდვილ ვიყავ - მაღლით მაწამეს,

და იგი ცოდვა მოვინანიე,

სამსალა შენი ხელით დავლიე.

და დღეს გგონია, - კვლავ შენთვის ვწუხვარ?

ნეტა იცოდე, თუ რა რიგ მძულხარ!

თუ რამ მოგიძღვენ ჩემად სახსოვრად,

მას გულით ვნანობ, გადმექცა გლოვად.

შენს ლამაზს სურათს მოვსპობ, მტვრად ვაქცევ,

ხსოვნისა ტაძარს მოვსრავ, დავაქცევ,

ვარდს გადავაგდებ დამჭკნარსა, მწუხარს

.ცეცხლში შევაგდებ ტრფიალის უსტარს,

აღარ დაგინდობ, თუ კვლავ მოჰსულხარ.

გველო შავთვალავ, გამშორდი, მძულხარ!

ვინა სთქვა, გქონდეს ხმა ტკბილ ნარნარი, -

მაშ დაგვატკბობდა ქაჯის ხარხარი.

შენი კოცნაა შავი სიკვდილი,

მუდამ საზარი და ფერ-მიხდილი.

როს უწინ გრძნობით გიალერსებდი,

შენ, ვით ასპიტი, დაჰსრიალებდი.

სულს მიხუთავდი, გულმკერდს მგლეჯავდი,

სამარის კარად ვნებით მიგყავდი.

დღეს ვეღარ მომწვდე! ვერც ნეშტრის ისარს

გააგმირვინებ ნორჩ გულის ფიცარს,

მომაკვდავთ საზღვარს მე გარდავსულვარ.

ნეტა იცოდე, თუ რა რიგ მძულხარ?

ვეღარ მომხიბლონ შავმა თვალებმა,

ვერც ბაგე-ვარდთა ფერად ლალებმა.

ვერც შეგიყვარო შენ - მიწიერი,

არსი მიმიწვევს მე ზეციერი,

ოცნებით შევქმენ, სულსა ჰფლობს მარად,

გრძნობის სამთავროს ვბრწყინავთ მზის დარად.

იგი ჩემშია, მე მისთვის ვწუხვარ...

შენ კი - გამშორდი! გამშორდი, მძულხარ!..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ