ძღვნად ვაჟას
ღრუბლით მოსილ მაღალ მთებში დავიბადე მე - არწივი; შექმნის დღიდან პიტალო კლდით მძლავრ სიმღერას გადმოვყივი!.. ელვა-მეხი მემუქრება, ქარიშხალი დაჰქრის მთებში, პირქუშ კლდე-ღრეთ ეხეთქება! ათასფერად მოქარგულსა მაგრამ მტირალს, მტრისგან თელილს, მწარე სევდით დადაგულსა! სინანულის მდუღარება, განთიადზე ვყივი: კმარა საუკუნო მდუმარება!! ნაკადული ჰგოდებს ხევში, ჩემი მოთქმა იმარხება ობოლ ცრემლად მაღალ მთებში! ზღვა არ ღელავს, მიყუჩულა, ბარის ელჩათ მყინვარისკენ, მიისწრაფის ღრუბლის ქულა! თავს დამქროლა ქარიშხალმა; კლდის ნაპრალში გამოჰკვეთა ჩემი ბინა მუდმივ ძალმა! ბნელი ნათელს ემუქრება... და ჩემს მკერდში ბრძოლის ცეცხლი არასოდეს არ ჩაქრება. |