მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 871 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ფრთებ ჩამოყრილი ტყვიის ნისლი გულს აკვნესებდა,

ცა აღარ იყო დაფერილი ოქროს ვარაყით,

ვიღაც უცნობი ღრუბლის მთებში ცეცხლს აკვესებდა,

ზღვა ბარბაცობდა როგორც ლოთი, მთვრალი არაყით.

ზარით მოსთქვამდა ტალღათ რაზმი მძლე, ბობოქარი,

დღე მიზოზავდა სევდიანი და ფერწასული;

თმა გაწეწილი და მწუხარე სტიროდა ქარი,

სტიროდა ქარი, ვით ომში მკვდარ სატრფოს ასული.

სანთლის თითებით გამალებით პირჯვარს ვიწერდი,

ცისფერ ცრემლებით სავსე მქონდა თვალების უპე,

სანუგეშებლად ანგელოსთა კრებულს ვიწვევდი

და ღმერთს ვკითხავდი: მომავალი რად დამიღუპე?

ამ დროს შეგხედე ნაზ ფერიას, შენთან მოველი,

ცხელი ბაგეთი შემიშრალე ცრემლთა ნაკადი:

ნისლივით დადნა მაშინ ჩემი დარდი ყოველი

და სიყვრულის ღმერთს დავუწყე წრფელი ღაღადი.

თეთრ ყვავილების სამოსელით ტანშებურვილი

შენ ჩემს ნაღვლიან სულის ბაღში შემოიჭერი,

ტრფობით ამიგზნე ნეტარების მკვდარი სურვილი

და ამიცეკვე მოდუდუნე სიცოცხლის ჩქერი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ივანე ყიფიანი  • • •   ივანე ყიფიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ