მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1087 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მზე ჩადის. ცის კიდური

უხმოდ, ნელ-ნელა ფითრდება

ზღვის მკერდით ანაწური

მწვანე სხივი ინთქება...

მთები ლულავენ თვალებს,

თითქოს შიშით ჰკრთებიან,

შლიან ჩრდილთა დალალებს,

შავად იმოსებიან.

თან ზეფირმა დაჰქროლა,

ფოთოლთ შეახო ფრთები,

ქვითინით აათრთოლა

სუსხით მჭკნარნი, ობლები.

მოიტაცა ოცნება,

სულის ნაზი ჰიმნები,

გულს აღარ ესვენება, -

ატყდა შავი ფიქრები.

აგერ ზღვა აჩურჩულდა,

ტალღებმა იწყეს სრბოლა,

ჩუ ხმა ისმის!.. - „აღსრულდა...

ისევ ბრძოლა და ბრძოლა!

შრრრ! წინ რის ძილი,

თავს დაგვწოლია სალი,

გადავლახოთ მანძილი,

უფსკრულს გავავლოთ კვალი“

მთვარემ სხივები სტყორცნა,

ჩრდილი ისევ ასწურა,

ზვირთნი გრძნობით ჩაჰკოცნა,

მთის თხემი გადასცურა.

გრძნობა, გრძნებით მომტაცა,

შორს, შორს გადამაფრინა,

ჩანგიც გაამამაცა,

მღერის: გასწიე წინა!

მეც ყურს ვუგდებ ზღვას და ჩანგს,

ვარყევ ცხოვრების უფსკრულს,

აღარ შევცვლი მე ჩემს ჰანგს, -

ბრძოლაში ვგრძნობ სიხარულს.

წინ მიძღვის ჩემი მთვარე,

მზე მუდმივად მინათებს,

მოსჩანს ოცნების მხარე, -

მისკენ მივფრენ.. მიტაცებს!..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ