დიდ მარხვაში ბალ-მასკარადს მართავენ და გავიგე შეგიკერავს მესტები. შენს მზადებას სხვანაირათ მარტავენ. იმ მასკარადს რომ დავესწრო, ვეცდები. დამრჩა ოხვრა შენი ტრფობის ქირაში. როს ბაბუა საშიშ ზღაპრებს მოყობა, მე ვზიარობ თევდორობის კვირაში. და გავიგებ: ვინ გყავს დასაფიცარი. თუ სხვა გიყვარს, მე მადარებ ნარჩიელს - სჯობს გამიტყდეს დანით გულის ფიცარი. შენი ნაზი ლაპარაკით დათრობა. თუმცა ჩემთვის არის დაუსამხარი, - მასკარადზე ვერ გაგიწევ ხათრობას. როგორც მავრი ეჭვებს ვეღარ ვიცილებ. როცა წვიმს და ბნელში ცეკვავს ქაჯები: ძველ ბუხართან, როგორც კატა, ვიძინებ. როგორც დედას პირველ შვილის დარწება. მესიზმრება: შენი თმების ზონარი, და მესტებით გავხარ უცხო არსებას. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |