მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 881 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მუნჯ მოგონებით დავიტირე ჩვენი წარსული,

ჯვარი დავუსვი ყმაწვილობის თავხედ გიჟობას;

ჯერ ახალგაზრდა… და, უდროოდ ხანში შესული -

ტანჯვით ვამშვენებ ჩემი ყრმობის ფერმკრთალ დღეობას.

ჭლექის სტუმრობამ გამიყინა სისხლი ძარღვებში,

აღარც ვნება მაქვს, აღარც გული, - დაჰვკარგე ყველა.

სისხლის ფურთხებით ვიტანჯები ქარვის თვეებში…

ნეტავ, თუ როდის მეღირსება სიკვდილით შველა?..

იყო და, გაჰქრა - ვით სიზმარი, როგორც ჩვენება:

ჩვენი გიჟობა… სიყვარული უსაზღვრო შვებით…

რა ვქნა არ ვიცი… ვეღარ მხიბლავს შენი შვენება,

და, ვერც სამოსი შემკობილი საფირის ქვებით.

თავდავიწყებას ვეღარ იწვევს ჩემში ზმანებით:

შენი ღიმილი… და, თვალები ნაზ-ბივრიტისა,

ვერც შენი ტანი მოღვედილი ლამაზი ვნებით,

ვეღარც სინაზე - სამკაული წმიდა ხატისა.

არ ვიცი რატომ, - დავავიწყდით უკვდავ სიყვარულს,

და, რად ასრულდა მხოლოდ ჩვენზე "ზანგის იგავი";

ალბათ, იმიტომ, რომ ვერ გხედავ, - ტრფობით დანატრულს,

რომ დავიწყებას ჩავაბარეთ ჩვენი ამბავი.

მაგრამ დრო გავა… - და, ჩემს კუბოს უხმოთ ასწევენ,

დამიტირებენ მხოლოდ ლანდნი, ჩემი წარსულის;

შავი კაცები ჩემს ჩონჩხ სხეულს ცეცხლზე დასწვავენ…

იქნება მხოლოდ სახე დამრჩეს ლამაზი სულის. -

თუ გაგახსენდე შენგნით მკვდარი, ტრფობის მემინდე, -

ნუ! ნუ მიტირებ, ვერას მარგებს ხმა სინანულის,

მხოლოდ ამას გთხოვ, და ცოდვები ამით შემინდე: -

ყველას აუწყე დაფარული ჩვენი წარსულის!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ