გაჰქრა კვალი! ბნელა, ცივა... მოკვდა მზე! გულში გასწყდა რაღაც... მტკივა!.. მოკვდა მზე! შავი ნისლი ჰბურავს არეს, მიწის მკერდს. ვინ ხარ, რა ხარ? სად ხარ?.. გახსენ კრიჭა, სთქვი! ბნელში ჩემი ხმა ვერ მოვა: მოკვდა მზე! ისევ მარტო... მცივა... მტკივა... მოკვდა მზე!. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |