მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 705 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გახსოვს, ერთხელ სიომ ჩანგი წამოანთო ასაჟღერად;

გახსოვს, ფოთლებს სისხლის ლაქა წაცაეცხო წინწკლის ფერად;

გახსოვს, წყაროს ქიმ-ნაპირი ისე იყო დახავსული,

ვით ჩემს ლექსში იდუმალად მომწყვდეული შენი სული.

ვკენჭაობდით, გახსოვს, ორნი ვცელქაობდით, ვნავარდობით,

აწმყოს ვჭვრეტდით ღიმილითა და წარსულზედ არ ვდარდობდით

ვიგონებდით ძველ მეგობრებს, ვოცნებობდით მომავალზე

და ცრემლები სიცილისა ძეწკვაობდნენ ლამაზ თვალზე.

ამ დროს უცბად ბაღს ესტუმრე და გამშორდი ისე ხელად,

რომ მე სიტყვაც ვერ გითხარი ხვაშიადის გასამხელად,

აკონილი ყვავილების რამდენიმე სტრიქონ-ბწკარი

გადმომეცი! და შვილივით მკერდში ფრთხილად ჩავიკარი.

დრო გავიდა. თურმე იმ ვარდს შენ რომ გულით მომიძღვენი,

თან გამოჰყვა შენი გულის ანამცეცი, ანაფცქვენი,

და მას აქეთ იმ ვარდის ცვარს ჩემი გული ხარბად იშრობს -

ის ღიმილობს ჩემს ტუჩებზე და თვალებშიც იგი გიშრობს.

შენი გულის ნამცეცები, - შენი ტრფობის სავენახე, -

გადავმალე გულის სკივრში, გულის სკივრში შევინახე.

მას ევლება ჩემი ფიქრი, ჩემი ლექსი, ჩემი ვნება, -

ნუ მეძალვით! მე არ ძალმიძს ამ ნობათის დანებება;

შენ კი, ჩემო მეგობარო, რაც მომიძღვენ სამახსოვროდ:

გსურს წამართო და მე, მეფე, კვლავ გამხადო სამათხოვროდ?

ო, ნუ იზამ შეუძლებელს, მე ისედაც დავრჩი ობლად,

მე ისედაც არვინ მივის სიყვარულის თანამგრძნობლად. -

მე მაცოცხლებს ჩვენი ტრფობა, მე მაცოცხლებს ტრფობა ჩვენი, -

შენ რა იცი რა განძია ვარდი შენგან მონაძღვენი?..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ