სიცოცხლე წმინდა აბრეშუმის მოკლე ბეწვია... ღმერთმა იცოდეს რა დარდებში ღამე ვათიე, სულში აცივდა, შემოდგომა ვატყობ მეწვია... ყველას: შემინდე შეცოდება და მაპატიე. ეხლა თალხები მოგონებებს მხოლოდ ავლია, დაუთოვლია იმედები ზამთრის კვირეებს და გაზაფხული აპრილშივე დაუნავლია. და წარსულიდან ყველა ვარდი დამეფანტება, ჩამცქერს თვალებში ბედი დიდხანს როგორც ფაკირი, რომ ყინვის თოკით ჩამომიხრჩოს გიჟი ანთება. ლამაზ ოცნებებს მძიმე ჯვარი აეკიდება... და სულში მხოლოდ ზამთარია და ელეგია და ქარიშხალში დამსხვრეული ჩემი დიდება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ილო მოსაშვილის პოეზია |