მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 787 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ძველი დაინგრეს და აშენდება

ახალ ცხოვრების წმიდა ტაძარი,

და საძირკველად მას დაედება

გმირთა მებრძოლთა წამების ჯვარი.

მებრძოლთა სისხლი, ტანჯვა, წვალება,

ქვეყნის გოდება, კვნესა, ვაება,

ცრემლი მდუღარე ბედშავ-ბედკრულთა

მაღალ კედლებსა დაეტანება.

და სიყვარული თავგანწირულთა,

მათი მხნე გული, გული ძლიერი,

ვით მზე ნათელი, მზე მშვენიერი,

იმ ტაძარს მაღლით გადეხურება...

ურიცხვის მსხვერპლით მოპოვებულსა

იმ შენობასა ეცით თაყვანი,

რადგან დაიდგმის მის შუა გულში

მომავალისა ოქროს აკვანი.

დიადის ტაძრის მაღალს კედლებზე

ერთი წარწერა, ძმებო, იქნება:

„აქ დაიბადა წმიდა სამება:

ძმობა, ერთობა, თავისუფლება!

ფართო, განიერ საკურთხეველში,

ხალხო, გაქვს შესვლის სრული უფლება,

შენ შვილთა ბრძოლამ და ტანჯვამ შობა:

ძმობა, ერთობა, თავისუფლება...“

კურთხეულ იყოს მისი სახელი,

ვინც ბრძოლის ველზე ხალხისთვის კვდება;

შთამომავალთა იგი ნორჩს გულში

გაბრწყინვებული მკვდრეთით აღსდგება!

იმის საფლავსა ჩვენი მადლობა

გუნდრუკის კვამლად შემოევლება,

იმის სახსოვრად დაგვრჩება მარად

ძმობა, ერთობა, თავისუფლება!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე მაყაშვილი  • • •   კოტე მაყაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ