მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1376 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

I

 

სახე ცოცხალი, სახე ნათელი,

და მორცხვი თვალი ფიქრთა ამშლელი,

ხან გრძნობით მთვრალი

ელვასებრ მალი,

ხან კი ვნებისგან მიბნედილი, მინაზებული!

ხან გამსჭვალავი

ხან ცივი, ცივი, როგორც საფლავი.

განგებ ჩამქრალი, კვლავ მონარნარი ვით ნაპერწკალი.

ხან კი გიჟურის რხევით, თამაშით გატაცებული

და ნორჩის გულის დამტყვევებელი,

ტანჯვის და შვების მომნიჭებელი!

 

II

 

ოდეს იცინის, ბაგე ეშლება.

წყობილი კბილი საამოდ ჩნდება.

როს იკუმშება, ირგვლივ ბნელდება.

როს იღიმება, ისევ თენდება

და ნორჩი გული, ჭაბუკის გული

"შეყვარებული ეშხით ”ენთება!

თეთრ ყელს ეწვევა შავი დალალი,

მისი საყურე თრთის და ირხევა.

ორი ნაწნავი აქვს თმა მრავალი

ხან მთრთოლავ წელზე ძირს ჩაშვებული,

ხანაც ნორჩ მკერდზე, ნორჩ ძუძუებზე გადმოგდებული.

ასეთი ვნახე ქართველი ქალი.

მას თუ სხვაც ჰნახავს, ვაჰ მისი, ბრალი!

თუმც სიყვარულის არის ხატება,

მაგრამ კერპია, უცხო თავნება

ტანჯვას სხვა ტანჯვა მოემატება

რა გულს ახლოს არ მოეკარება.

 

III

 

ოდეს ბაღში სტვენს ბულბული,

ტურფა ვარდი მას იწყნარებს;

შენ კი სდუმხარ, როს ეს გული

შუაღამეს გირეკს კარებს.

რა მსურს იმ დროს, ან რას გვედრებ?

ხმას რად გასმენ შენამკრთალებს?

მითხარ, მითხარ, საყვარელო,

სად მივყევარ მაგ შავს თვალებს?

 

IV

 

ბაღში შეველ, თან გამომყვა

ყვავილების სურნელება;

როს შენ გნახე, თან გამომყვა

შენის სახის მშვენივრება.

დღეს დავდივარ და თან დამდევს,

გულს უკიდებს ცეცხლის ალებს.

მითხარ, მითხარ, საყვარელო,

სად მივყევარ მაგ შავს თვალებს?

 

V

 

ფიქრით დაღლილს და დაქანცულს

მელანდება სიზმრად ნინო;

რით ჩავიკლა სულის ღელვა?..

მომეც, მომეც თასით ღვინო!

მხიარულობს ჩემ წინ კრება,

შეეტრფიან ირგვლივ ქალებს.

ოცნებიდან არ მშორდება,

მაინც ვხედავ მის შავს თვალებს.

და კვლავ ვზივარ დაღვრემილი

თუმც კი ვსცდილობ მოვილხინო;

ჰეი, თარსა ჩამოჰკარით...

კვლავ მოიტათ, ჰეი, ღვინო!

და ვეძლევი გიჟურ ქეიფს,

სევდა მაინც მავალალებს;

მითხარ, მითხარ, საყვარელო,

სად მივყევარ მაგ შავს თვალებს?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ