მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 842 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ოქროს ჭრელი არწივი, შავი რკინის ფრჩხალებით

დამცხრალ მთვარის წარბებით, იგი ნისკარტ-ნამგალა, 

ზის კლდენადუღ ციცაბზე, იწვის მსხვილი თვალებით,

ყივის... მღერის: მზისა ვარ. ყიავ-ყიავ-განგალა.

გული თეთრი ზღვის ქაფზე, ყელი გველი, აღმართი,

წყალში ეტრფის თვის სახეს და სულშია წარმართი,

თავს გვირგვინი ადგია ძვლებისაგან ნახლართი,

მისთვის მისაწვდომია საიდუმლოდ ნამართი.

აშრიალებს ოქროს ფრთას, ძიებისთვის მოსულს ლოთს;

სამსხვერპლო აქვს ღრუბლებში, თავის თავზე ლოცულობს.

„განუსვენეს“ უყივის, ვინც ჭაობში დამპალა,

გზისკენ ჰაერს მიაპობს: ყრუ ხარ! ყრუ ხარ განგალა!

რისთვის მღერის არწივი მთებში მარტო განდგომით?

- მას აქ ტოლი არვინ ჰყავს, ჰხარობს ნების აღდგომით;

ამაყი და ზვიადი შეეჭრება მგოსნის სულს.

უმალ მოჰკლავს მონის სისხლს მცნებად მისცემს მინდა. მსურს!

გავაფრინე არწივი შავის რკინის ფრჩხალებით.

ძველი მრწამსი დაღადრა, დასწვა ცეცხლის თვალებით.

მისი მწვეტი ნისკარტი სისხლით ჯერ არ დამბალა,

ყივის, მღერის: გარდიქმენ! ყრუხარ! მძულხარ განგალა!

მას არ ესმის შეზღუდვა გულის ნება-ზრახვისა,

ერთს განიცდის სიამეს, მძებნელია ახლისა,

უნდა თვითონ შეიტკბოს, არა სჯერა ნახვისა,

იგია და თვისი მე სრულყოფილი სახისა!

მას დაბლიდან სუსტები აგონებენ ზნეობას!

ჟინაშლილი ნავარდობს უქმედ იდგენს მზეობას,

აფრინდება ლაჟვარდში და იქ ხოტბას მიაგებს

თვით უკვდავი უკვდავებს: მნათობებს და ციაგებს:

მკაცრია და ჯანსაღი და ფჩხილებით მანგანა!

ყივის: ყრუ ხარ: მარტო ვარ. მძულხარ. მინდა. განგალა!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ