მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 574 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენ ყველგანა ხარ, ასხივოსნებ

ზეცას და ქვესკნელს,

შენ გესმის მიწყივ ჩვენი ფიქრი,

სუნთქვა და კვნესა:

დასაბამიდან მოვიწევდით

ჯიუტად შენსკენ,

იმ სიჯიუტით ისევ შენსკენ

მოვდივართ დღესაც.

როდესაც დაგვჭრის დაუნდობლად

სიმუხთლე კაცთა,

როდესაც ღმუის ქარიშხალი

და როცა ბნელა

და სულში შიში ილექება

ამღვრეულ განცდად,

ო, მარტოოდენ, მარტოოდენ

შენ შეგთხოვთ შველას.

ჩვენ ამ მშფოთვარე სამყაროში

მცირე გვაქვს როლი,

ჩვენ, ალბათ ხსოვნა დავიწყების

ბურუსში გაგვხვევს,

მაინც იმედით, სიყვარულით,

კრძალვით და თრთოლვით

დაუსრულებლად ვიმეორებთ

შენს წმინდა სახელს.

გოდება ჩვენი, თუ ოდესმე

შენამდე მოვა,

თუ ჩვენს შესაწირს მიიღებ და

არ ჩათვლი მწირად,

შეგვიმსუბუქე კაეშანი

და ჟამთა მყოფარს

მცირეოდენი სიხარული

გვიბოძე წილად.

ო, ერთხელ მაინც მოგვიწიე

სინათლის ტოტი,

დაუყვედრებლად ჩვენც გვაგემე

არსობის პური,

ააყვავილე კვლავ დამჭკნარი

სიკეთის ყლორტი,

არ აზეიმო ბოროტება

მტრობა და შური.

რომ არ წაგვლეკოს უგულობის

მძვინვარე ტალღამ,

არ შეგვიწიროს განცხრომისთვის

ბრძოლამ და ჯგლეთამ,

გვიშველ რამე, გევედრებით

რადგან შენს გარდა,

არავის ძალუძს დღეს განკითხვა

ცოდვათა ჩვენთა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ