მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 341 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ღამით, თოვლში, კანკალა

ძლივს რომ ჩანდნენ ხენიც,

უცაბედად მანქანამ

გაიტანა ცხენი.

მოისროლა უნდობლად

დალეწილი გავით,

წამოდგომა უნდოდა

წამოსწია თავი.

მაგრამ თოვლით დაფარულ

ვერ იღებდა ქვიქვირს,

წაბლისფერი ფაფარი

გაჭაღარდა ფიფქით.

ცახცახებდა დროდადრო,

ატანილი ძრწოლით,

როგორც თეთრი თოქალთო,

დასდებოდა თოვლი.

ვით "ი" "დედაენიდან"

გადმომხტარი მალვით,

თოვლში ეგდო დღეიდან

უსარგებლო ნალი.

ავად განაზმორები

თოვლს თელავდა ხვნეშით,

დამტვრეული ტორებით

ეგდო როგორც ლეში.

შეუძახეს: "ბებერო,

წამოდექი, აჩუ!"

მერე: დაგვიდებენო

ათასნაირ სარჩულს.

თოვლით წაიშლებაო

ნაკვალევი ცხელი,

თორემ დაგვიჯდებაო

ოთუზბირად ცხენი.

მიატოვეს დაბზარულ -

დამსხვრეული ძვლებით;

ტყეში სადღაც საზარლად

გაჰყმუოდნენ მგლები...

და ყბის მწარე თამაშით,

და კბილების ღრჭენით,

თრთოდა თეთრ სუდარაში

გახვეული ცხენი...

იტყვით: ხდება მსგავსი რამ,

მაგრამ ვამბობ მკაცრად:

დღეს ვინც ცხენი გასწირა,

ხვალ გასწირავს კაცსაც!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ