დაგკარგე. გეძებ. გიხმობ. გიყივი. ყელში ამოდის გული ნაკლული. შენ ჩემთვის უღვთოდ მკაცრი იყავი და მაინც გეძებ თავგადაკლული. შენს ხატს რისხვის ხმა როგორ დამარხავს, გული შენს ტრფობას ვით შეელევა? მეუბებიან, ვითომ, აღარ ხარ, - ჰაუ, რამხელა სისულელეა!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |