არ ატირდება ჩემს ლექსებზე ქალწული ქალი, არ გაუღიმებს თანაგრძნობით მწუხარ სტრიქონებს; გადირბენს თვალი დაბნეული, ზარმაცად მალი, სასტიკი გული დამწველ სიტყვებს არ მოიგონებს. მარტო იქნება, როგორც მარტო მე ვიყავ ხალხში. ზოგს ვარდი სუნთქავს, მორთულია ზოგი ხავერდით, ჩემი წიგნი კი გახვეულა სულ მტვერის თალხში. რომელმაც იგრძნო სიღარიბე სიტყვის სევდისთვის, იქნებ იმასაც აწვალებდა გრძნობა ამგვარი, რომ დიდი სევდა გაემხილა თრთოლვით სხვებისთვის, ჩემ მოკლულ გულსაც გაუჩნდება გამცოცხლებელი, ატირდებიან სახელები ჩემგან ნაქები, და მარადობის საუკუნოდ მე ვარ მხლებელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |