თარგმანი სერგო წურწუმიასი
ცეცხლს გაუკრთა უკვე ლურჯი ფერი, დაიბინდა მშობლიური სივრცე. მე დღეიდან სიყვარულზე ვმღერი და სკანდალებს დავიწყებას მივცემ.
ქალები და დროსტარება დამრჩა. აღარ მინდა ლოთობა და შფოთი და სიცოცხლის უთავბოლო ხარჯვა.
ჩავიძირო მაგ თვალების ტბაში, რომ გამდგარმა წარსულისგან განზე არასოდეს არ გამცვალო სხვაში.
იქნებ შენი გული უკვე ჩახვდა - ვით შეიპყრო სიყვარულმა შლეგი, რა მორჩილი ხულიგანი გახდა.
და ლექსებსაც არასოდეს დავწერ, მხოლოდ გვედრი, კარგო, არ გეწყინოს, რომ ვეფერო მაგ თმებსა და ღაწვებს.
გადავლახოთ შორეული სივრცე... მე დღეიდან სიყვარულზე ვმღერი და სკანდალებს დავიწყებას მივცემ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |