შენი თვალებით მოტანილ დილას, შენი სხეულით მოტანილ სითბოს, წყნარად ვაშორებ ღრუბელთა ფთილას და ვიკარგები ღრუბლებში თვითონ. და გტოვებ მარტო - ფერებად დილის, აღმოსავლეთით მზის სხივი იწვის შენი მკერდივით ნაზი და ფრთხილი. და გტოვებ რაღაც პატარა დარდად, და ვიცი, შემდეგ ბუნება შეგვყრის ცის დასავალის ვარდისფერ კართან. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |