მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 602 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დროს გამოვტაცო უნდა

და ამქვეყნიურ წყვდიადს,

ფერიცვალებას რაიც

დავიწყებაში მიაქვს:

შენი არსება სრული

სასურველი და სათნო,

აჩრდილივით რომ თან მდევს

და სურნელებით მათრობს;

ამოუცნობი სევდით

დავხატო უნდა სახე -

მისი ფარული გზნება,

ტრფობის ალში რო მახვევს,

მზით მოჩრდილული შუბლი,

ბადაგიანი ბაგე -

ზედ ღიმილი რომ ანცობს

და ციხე-კოშკებს აგებს...

ო, შემოვეწყო უნდა

ამ ციხე-გოდოლს ირგვლივ,

იგია ჩემი ფიქრის

ამოსაკითხი წიგნი.

მისი ჩურჩული მათბობს

და მისი მშვიდი სუნთქვა -

რა მემართება ამ დროს,

ენას ვერ გამოუთქვამს,

ეგ შენი ბროლის ყელი -

ჩემი სიცოცხლის წამი..

იმ ბედნიერ დღეს ვწყევლი,

როდესაც გაგიცანი.

ალბათ, ესაა წერა,

გზები რომ გამიმრუდა..

შენი თვალების ჭრილი

დროს გამოვტაცო უნდა;

შენი ნარნარი ტანის

ანდამატური რხევა..

თანდათან შიგ რო მითრევს,

დავდივარ ხელი ხელად.

შენა ხარ ჩემი ჭმუნვა,

ნაღველი, ცრემლი წმინდა

და იმედი ხარ თანაც

მოვლინებული ციდან.

უნდა დაგხატო ისე,

ვით შემოქმედი ქმნიდა

სამყაროს თიხით, ანდა

მიქელანჯელო - ქვიდან.

წუხელ სიზმარში გნახე..

ო, ღვთაებრივი ლოცვა

თუ სინანულით წაგცდა -

უკან წავიღებ კოცნას.

მე ხომ სახატედ მსურხარ,

ცოდვილთა სალოცავად -

თორემ ისედაც ვიცი,

ზეცაში ერთად წავალთ.

აქ დავუმატებთ ხსოვნას -

როგორ ვეწამეთ, ვიდრე

სამარადჟამოდ ცაში

საუფლო დავიმკვიდრეთ.

და არ იქნება, ალბათ,

შენი პორტრეტი სრული,

თუ არ დავხატე ერთად

შენი და ჩემი სული.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ