კაცი? - კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათ სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე... კაცი? - კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს, რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.
ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს, მარტოობის წლები გულში გაეყრება ხანჯლებად, შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.
ქალი? - ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |