მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 355 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

„სიყვარულო, ძალსა შენსა...“

მეც ასი წლის შემდეგ ვამბობ.

მოგონება ცრემლებს შესვამს

და გაყინულ დღეებს ალბობს.

დამზრალ გულს და დამშრალ ფიქრებს

შენი მადლი უნდა ისევ,

კვლავ დაადგამ უღელს იქნებ

ჩემს დაღლილ და ბებერ კისერს.

თუნდაც გულქვას გადამკიდე,

იმ გულს ფერფლად შემაყარე,

ოღონდ ერთხელ, ერთხელ კიდევ,

კიდევ ვინმე შემაყვარე.

მასზე დარდით კვლავ დამღალე,

დარდი ლექსად მათქმევინე,

უძილო და თეთრი ღამე

უღელივით მათრევინე.

რაც არ უნდა გამიჭირდეს,

ის სიზმრები უნდა ვნახო.

სანამ საფლავს გამითხრიდნენ,

მის თვალებში დავიმარხო.

თუნდ ამავსე ყალბი ფიცით,

შარბათის წილ შხამი მასვი.

გულმა ახლა უფრო იცის

ნაღდი სიყვარულის ფასი.

თუნდ ჯოჯოხეთს შემახედე,

კედელს ცერცვად შემაყარე,

ოღონდ კიდევ შემახვედრე,

ოღონდ ისევ შემაყვარე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ