მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 354 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დღეებსაც თურმე ეცვლებათ ფერი,

როგორც ქუჩებს და სახლის კრამიტებს,

ძველ სურათებში დავეძებთ მერე

თვალებს მიმნდობებს და მიამიტებს.

მე მივეჩვიე ბევრის ატანას,

ზოგჯერ სიცხეს და ზოგჯერ სიცივეს:

- მომნატრებია, ბავშვო, პატარავ,

ეგ უდარდელი შენი სიცილი.

მომნატრებია ძველი ოცნება,

როგორც ნაზამთრალ ირემს აპრილი...

მე მოვესწარი ბევრ საოცრებას

და ვერაფერი ვერ გამაკვირვებს.

დღეები, როგორც ძველი მეკობრე,

ფიქრებს მტაცებენ და გამირბიან...

მე ახლა ხშირად ვკარგავ მეგობრებს,

მიზეზს ვეძებ და ვერ გამიგია.

თუმცა დღეები ძვირად მიჯენენ -

მე მაინც მჯერა ჩემი ბილიკის.

ახლა ეს გული ცოტა იჯერებს,

ადრე კი, მგონი, იყო პირიქით.

მომნატრებია თვალი ალალი,

სურათიდან რომ მორცხვად მიმზერენ...

თურმე ყოველთვის წლები არ არის

თეთრი თმების და დარდის მიზეზი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ