აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა, მე კი თურმე სად დამღამებია,- შენ რომ გიყვარდა, - ის ქალი მე ვარ, შენ უიმედოდ არ გყვარებია.
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, - შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
მე უშენობის დაღი მატყვია; შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს - ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია; შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, - მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |