მრისხანე გულის გაციებულ სისხლში ფართხალი. იღვრება (ცეცხლზე წითელ ძაღლის ბალიკარტებით. ჰაეროპლანებს ეჭიდება ხალხი დამფრთხალი. მიდის ქვეყანა შეშლილ თვალის ნაწერ ქარტებით. ფარავს სიცივე ცას შეხეულ ჰორიზონტებით. დამპალ ციების გველურ ხმაზე აწიაკება. უჭირებს არტახს ქალაქის შფოთს გაშლილ ზორტებით. ხერხემალს მართავს შავი მატლი ფრთებ დაკუნტული. სისხლის ანახშირებს ყვითელ ალზე გძელი ბუხარი. და იკეტება საუკუნის ყველა კუნჭული. შეუღლდებიან გამხდარ ფერით გადამწყვეტ როლში. შერჩება თვალი შავ არშიებს და პანთეონი: - მოამწყვდევს დაჭრილ ჯოკონდას ბადის ნასროლში. გადაგრენს ლანდის გარკინებულ ლილისფერ მაჯებს გადირბენს ზანტი გადავარდნა რუხ სპილოებით. და დასთხრის კბილებს წითელ რქაზე შემდგარ ფინაჩებს. |