|
თეთრი სამრეკლო... მტირალი ქარში შემობურვილი თალხი ბინდებით გამახსენდება, როგორც სიზმარში ჩუმი წამება როს აინთება.
დარჩება, როგორც დაღლილი შუქი ატირებს საფლავს ვარდები მჭკნარი და მჭლე მავთულებს რუხი ქარ-ბუქი.
მარგალიტებად ნაცისკროვნები ოჰ, ვერ ვივიწყებ როცა გადაშლის ცრემლიან ფურცლებს ძველი ხსოვნები. |
















