მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
არა, არასდროს არ მიფიქრია,
რომ ქვეყნად მხოლოდ ლექსისთვის ვიშვი -
ლაჟვარდებისკენ სულის გაფრენას
თან სდევდა მიწის დაკარგვის შიში.
და ყოველდღიურ ვნებებს მიწიერს
საღამოს მთვარის ბოქლომით ვკეტავ,
და სიცხადეში რაც განმიცდია,
ის მიყვარს ქვეყნად ყველაზე მეტად.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები