მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ზოგჯერ უნდა დაუჯერო
იმას, ვისიც არა გჯერა,
ნეტარება გაუგრძელო
ვინც სიცოცხლე გაგიძნელა.ზოგჯერ შენი სისულელით
თავი შენი თუ არ მართე, -
ვერ გაიტან ისე ლელოს
და ვერც წყვდიადს გაინათებ.მაშინაც კი არ შეშინდე,
როცა მოგატყუებს ჭკუა, -
ცხოვრებაა ბეწვის ხიდი
სიბრძნე-სისულელეს შუა.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet