მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1283 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ქარო, იზუზუნე...

ქარო, იგრიალე...

ქარო, დამანახე ფოთლების შრიალი...

იგი შორს წასულა,

იგი იგვიანებს,

იგი გვიან მოვა,

საღამოს და მაშინ...

ნისლო აიშალე,

ზღვაზე იქრიალე,

ფრთები გაიშალე,

სახე გაიმშრალე,

გულის საბუდარი დამიფიქრიანე.

ქარო, გამიტაცე, არ მინდა მიწაზე...

ქარო, წამიყვანე აშარ ნისლიანად.

ქარო, თუ გიყვარდე,

მასთან მიმიყვანე

ვინც გულის პერანგი დამისისხლიანა.

გაფრინდი და მალე ხელები დამალე,

უცხო კარნავალთან არა ხარ ნავალი,

მთვარისკენ მიმავალ ბილიკებს რა მოშლის

თეთრ ქულებს ჩამოშლის ღრუბლის ქარავანი

და შენ, მეგობარო, უნდა მოგებარო

ახელებს მნახველებს ლექსის აგონია,

ო, სხვა სიხარული, ო... სხვა აღმაფრენა

ლექსის სიყვარულთან გამონაგონია.

ე... საით მიდიხარ?

თუ ღრუბლის ბინდი ხარ?

ვარამის ხიდი ხარ

არარად მინდიხარ.

რატომ მიმატოვე?

მომკლავს სიმარტოვე.

რატომ მიმატოვე ღრუბლის გავა-ტანო?

ზეცის სიფართოვე

და მის ქვეშ მარტო მე...

ახლა სიმღერები ვისღა გავატანო.

ქარო, იზუზუნე,

ქარო, იგრიალე,

ქარო, დამანახე ფოთლების თამაში.

იგი შორს წასულა,

იგი იგვიანებს,

იგი გვიან მოვა,

საღამოს

და მაშინ...


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლადო ასათიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ