|
ჯერ რამდენიმე სტროფი, ჯერ რამდენიმე ფრაზა და მერე ღვინის შტოფი და მერე? თუნდაც ვაზა. ჯერ სულ მცირედი გარჯა... და მერე უკვე ძილი და მერე წლების ხარჯვა. ჯერ უნდა გქონდეს ბრალი, რომ აღიარო ცოდვა, რომ მოიხადო ვალი. სული გახსნილი, სული ფარული, მხოლოდ ერთი რამ, მანამდეც, მერეც სულ სიყვარული, სულ სიყვარული... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















