მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 510 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ორნი შემოვრჩით ღამისპურობას...

არ წაგვთვლემია წამით წუხელი;

არ გვიჩხრეკია სადაურობა,

გამოხსნილ ლექსის გვედგა უღელი!

- თუ ვიაზატეთ ამ "ზაოტობას"...

თქვი და მიხაკზე შეითბე ხელი.

უთხელდებოდა ნისლი ობობას,

იბადებოდა ალაზნის ველი!

- უნდა სასწაულს აქ ეზიარო,

აქ ჩაიქოლო ლექსი-მეწყრებით!

მთლად საიქიოც რომ დაიარო,

ამ დარ-თენებას ვერ შეესწრები.

- ვერც სხვა სამოთხეს ნახავ, ურიაც

რომ აპირჯვარო ხატებს ამ დილით.

- ეს ალავერდი... ჩემი სულია -

ლექსის ყელიდან ამოვარდნილი!..

- პოეტის ბედი... ურა კვიცია,

ითქარათქუროს უნდა უბელომ!..

კი გაგეცინა, ძმაო, ტიციან, -

მოუწვიმარო მუზის ღრუბელო.

მერმე ვიშიშვლეთ მეტაფორები:

ხოხბის ელვაო... წვიმის წელიო...

რა საჭიროა, ნეტავ, ფორმები,

თუ არწივულად ყივის ყელიო!..

ვერ გაგიბედე გაკამათება,

წამოვუმოკლე ღვინოს ღვედები...

- შეხე, ცისკარი კაკანათდება -

უკვე გაბმულან ნისლის მტრედები!..

- ჩახე, ჩაბალხეთს: მთვარეგვიანმა

ყამარს საბედო დაუდო თეფში

და თრიმლის ცრემლით მთვრალმა ნიავმა

ტყე სავარცხელი გაივლო თმებში.

"ღვინოკახურთან" ერთად ვთენდებით:

შენ - ორპირელი, მე - მუხურელი

და ღამის უბის ამომთეთრები -

აღზევანიდან მოწუხს ურემი...

ახლა უღვინოდ მინდა თრობაო! -

მიბარბაცებ და... ჯამში აბოდებ;

აქ ფიროსმანიც დაიხრჩობაო!..

- თუ ჩემი ძმა ხარ, მკლავი გამომდე.

- ახლა სიღნაღი აზღუდს მოირღვევს,

წამო, მუხლებზე დავარდნა გველის;

ალაზანი რომ წელს წამოიღებს...

ლეკის წარბივით გაწყდება გველი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ