მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 444 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

აპრილი?!

არ მიყვარს აპრილი,

პირველად აპრილში ავტირდი,

პირველად აპრილში გაკოცე,

პირველად აპრილში ამტკივდი.

მოვედი,

ვიყავი,

მივდივარ,

საფლავშიც აპრილი მიმყვება,

წაიღეს დღეებმა რაც მქონდა,

აპრილი ვერ მოკლეს ბრიყვებმა.

ძვირფასო, სიკვდილს რომ უცინი,

გგონია ვერ გხედავ,ვერ გამჩნევ?

უჩემოდ გამხდარხარ გულცივი,

დრო მოვა, სიკვდილსაც შეგაჩვევ,

მწარეა სიბერე უძლური,

გიყვარდეს ადვილი როდია,

მომწყინდა ამქვეყნად ძუნძული,

მოვეშვი უსაქმოდ ბოდიალს.

ატმების ყვავილთა ალში ვარ,

გულს ცეცხლი უნთია კმაყოფილს,

მე ისევ პატარა ბავშვი ვარ,

მე ერთი სიცოცხლე არ მყოფნის.

ნუ მეტყვით,

ისედაც განვიცდი,

რომ წლები ჩათავდა წამებად,

ის წლები, ღმერთმა რომ მაჩუქა,

ოცნებად, ტკივილად, წამებად.

აპრილი?!

არ მიყვარს აპრილი,

პირველად აპრილში ავტირდი,

პირველად აპრილში გაკოცე,

პირველად აპრილში ამტკივდი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ