მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 828 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

...მივყვები უხმოდ

ამ ვიწრო ქუჩას,

აქეთ და იქით

ახორხლილა ჭრელი დახლები,

ვერცხლის სურებით,

ფარდაგებით,

კრიალოსნებით...

ირგვლივ ტრიალებს

მოხალული ყავის სურნელი...

- "ხალას":

არაბი კვლავ მთავაზობს

ჯვრებსა და ხატებს,

რადგანაც მიცნო, მიმამგვანა,

ვარ ქრისტიანი!


- ვარ კი ნამდვილად?!

მე ნათრევი ავაზაკებში,

ამ ქვეყნით ტკბობას

დაძალებულ-დახარბებული,

სტომაქის მონა ფეხმორთხმული

და კუზიანი?!

- გვიანღა არის, მეგობარო,

აწი თვითგვემა,

მოახლოებულ სიკვდილის შიშით!..


- Via dolorosa

მე არაერთხელ

გამივლია ამ ვიწრო ქუჩით.

ახლაც აქა ვარ

და ჩემს თავს ვტირი.

- რა მოკლე გზაა გოლგოთამდე,

რა მოკლე გზაა!

- ვის არ უვლია ამ ქვაფენილით,

რომ პატიების შვება ეგრძნო,

ჩამოეხსნა ცოდვის ხურჯინი!

ან რა შეიგნო,

რა გაიგო ადამის მოდგმამ?


- პირიქით,

უფრო გამხეცდა და უფრო გაავდა!

ტაბუდადებულ სკივრებიდან

ამოყარა, გაამზეურა,

ამაზრზენი, მღვრიე სიზმრები...

...და მეჩვენება:

მეც იმ ბრბოს მივდევ,

ვინც წყევლა-კრულვით,

ქვების სროლით სდია მაცხოვარს,

სანამ არ გაძღა ცოდვის ხილვით,

ჯვარცმის ყურებით!..


- ო, რაბი, რაბი!

ბარაბაა ყველა ჩვენგანი,

ჩაჩერებული

პირდაღებულ საფლავის მიწას!..

- Via Dolorosa!

...ამ ვიწრო ქუჩით

გოლგოთამდე ისე მივიდა,

საყვედურიც არ დასცდენია!

მხოლოდ ჯვარზე,

ჯვარზე გაკრულს აღმოხდა მწარედ:

- "ელი, ელი, ლამა საბაქთანი!""

ეს იყო და ეს...

...და დაჰკიდა ეკლიანი გვირგვინით თავი...


- ვის,

ვის დასცდება

ვინ იტყვის, რომ მოინანია? 

სხვის დასანახად მორწმუნენო,

ქრისტიანენო!

უფალს მაშინ თუ გაიხსენებთ,

როდესაც გიჭირთ,

მუხლზე დადგებით პირჯვრის წერად:

- "ღმერთო მიშველე,

მიშველე და დამიფარეო!"

ხოლო როდესაც

მიუსხდებით შემწვარ ერკემალს,

ან ძუძუს ლოშნით

ნაღვინევ და დორბლიან ბაგით,

- სად არის ღმერთი?

რად არ გახსოვთ მაშინ უფალი?!


მეც თქვენნაირი ღორი ვარ და მიტომაც ვტირი,

ჩემს თავს ვტირი, ჩემს თავს ვტირი,

მარად მშიშარი!..

მე, ძვლების გროვა,

ნაცოდვილარ ხორცით ასხმული...

- ტყუილია,

ტყუილია ის სათნოება,

და ეს სიმართლეც ტყუილია,

თქვენ რომ მთავაზობთ!


ნაღდი,

გულწრფელი, თეოა მხოლოდ,

- საწყალი თეო!

ტრიალ მინდორში ხეზე ასული,

რომ გაჰყმუის მთელ სამყაროს:

- "ქალი მინდა,

ქალი მინდაო!"

- Via Dolorosa

...მე ვერ ვივარგებ,

ვერ ვივარგებ აღსარებისთვის.

გვიანღა არის აწ თვითგვემა

მოახლოებულ სიკვდილის შიშით...


P.S.

არ დაგნამვიათ ღაწვები

მოყვასის მონატრებითა.

- "ღამით მაძღრები დაწვებით,

დილით მშივრები დგებითა!"

ცრემლებში ამონაწები

ცოდვა გდევთ დაბადებიდან...

- "ღამით მაძღრები დაწვებით,

დილით მშივრები დგებითა!"

არც შუბლზე ზეთის წაცხებით

არ იხარჯებით ბეჯითად,

- "ღამით მაძღრები დაწვებით,

დილით მშივრები დგებითა!"

მხოლოდ მაშინ ხართ მაგრები,

თუ იმყოფებით კრებითად...

- "ღამით მაძღრები დაწვებით,

დილით მშივრები დგებითა!"

მუნ სხვისი სევდით დათვრებით

და არა გახარებითა.

- "ღამით მაძღრები დაწვებით,

დილით მშივრები დგებითა!"

მეც ღვთის გლახა და საწყალი,

ავაზაკებში ნაგდები,

ღამით დავწვები მაძღარი,

დილით მშიერი ავდგები!

...ვაი, რომ მწიფდა ნიადაგ

ცოდვით დამტკბარი მტევანი

- ვაი, რომ დამაგვიანდა

გულმკერდზე მჯიღის რტყმევანი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ